პროექტის აღწერა

სახელმწიფო დღეს 314 კომპანიას ფლობს, რომელთა 77% არააქტიურია და მათი მართვა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მოვალეობაა. თუმცა, სააგენტოს ხშირ შემთხვევაში საწარმოებთან კომუნიკაციის დამყარება უჭირს და მათ შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს. მეორე მხრივ, არსებობს საწარმოთა წმინდა მოგების განაწილების კომისია, რომელიც ვალდებულია სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი საწარმოების შემოსავლები განკარგოს. კომისიას, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით სულ მცირე ყოველწლიურად მაინც უნდა იკრიბებოდეს სხდომა 2013 წლის შემდეგ არ ჩაუტარებია.

ჩვენი პროექტიც სწორედ ამ და სხვა ხარვეზებზე  მოგითხრობთ და გაჩვენებთ დიდი პრობლემის სხვადასხვა ასპექტს კონკრეტული კომპანიების მაგალითებზე დაყრდნობით.

 

 

0

სახელმწიფო ფლობს ქონებას, მაგრამ ვერ მართავს

კომისია, რომელმაც სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფი კომპანიების მოგება უნდა გაანაწილოს 2011 წლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ შეიკრიბა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური კი 2015 წლის იანვარში გამოქვეყნებულ ანგარიშში აღნიშნავს, რომ „საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით კომისიის სხდომები უნდა ჩატარდეს რეგულარულად (სულ მცირეRead More...
0

სახელმწიფო როგორც წინაღობა

სამშენებლო კომპანია, რომელიც წლების მანძილზე ფინანსურად მომგებიანი იყო, სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შემდეგ გაკოტრდა.
0

რუკა

რუკაზე მოცემულია ის კომპანიები, რომლებიც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობითაა შექმნილი. გთხოვთ, კომპანიების შესახებ ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ რუკაზე გამოსახულ სიმბოლოებს. გთხოვთ, კომპანიების შესახებ ინფორმაციის სანახავად დააჭირეთ რუკაზე გამოსახულ სიმბოლოებს.