fbpx
lia

ხმები საოკუპაციო ხაზიდან – ლია ჩლაჩიძე

ლია ჩლაჩიძე სამაჩაბლოსთან გავლებული საოკუპაციო ხაზიდან ას მეტრში ცხოვრობს. ის სოფელ ერგნეთში, ჩვენს კონტროლირებად ტერიტორიაზე ბოლო მოსახლეა.

აქაურებმა ომის შემდეგ დაკარგეს ყველაფერი, რაც სოფელში საქმიანობისთვის სჭირდებოდათ. არც საძოვრები აქვთ, აღარც ტყე. ამიტომ, მიწათმოქმედებაც უჭირთ და მესაქონლეობაც.

ადგილობრივებმა ისიც არ იციან, სად გადის ოკუპანტების მიერ გავლებული “საზღვარი”. შიშის გამო სოფელი თანდათან იცლება.

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებლების ყოველდღიურობაზე, მათ საზრუნავსა და საჭიროებებზე ამბებს ეტაპობრივად შემოგთავაზებთ.

“აი,ფაქტმა” ვიდეოისტორიები USAID-ისა და Zinc Network-ის ფინანსური მხარდაჭერით მოამზადა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვანდალიზმი სახელმწიფოს ხელით

ვანდალიზმი სახელმწიფოს ხელით

გელათში ახლა კედლის მხატვრობისა და მოზაიკის გადაუდებელი საკონსერვაციო სამუშაოები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share