fbpx
cesko 1 1024x655 1

ცესკო ხმებს ვერ ითვლის

დავაჯამეთ ყველა საარჩევნო უბნის ოქმი და ვნახეთ, რომ საშუალო დისბალანსი 26 პროცენტია. ამ ოქმებში ხმათა რაოდენობა, ბათილი ბიულეტენების მაჩვენებელი და არჩევნებზე მისულთა საერთო რაოდენობა ერთმანეთს ვერ ემთხვევა.

მუშაობის პროცესში ჩვენ ვითვალისწინებდით იმ შესწორებებს, რომელიც დაწერილი იყო 1 ნოემბრის ღამეს ან დილით და რომელსაც კომისიის ყველა წევრი აწერდა ხელს. არ გავითვალისწინეთ შესწორების ოქმები, რომელიც დაწერილია 2 ნოემბრიდან და რომელსაც მხოლოდ კომისიის მდივანი და თავმჯდომარე აწერენ ხელს. დაწერეს 93 შესწორების ისეთი ოქმი, რომელიც მთავარ შემაჯამებელ ოქმს მაინც ვერ აბალანსებს. 837 ოქმი, რომელშიც რიცხვები არ ჯამდება, შესწორების გარეშეა დარჩენილი.

როგორც აღმოჩნდა, არითმეტიკა ყველაზე უკეთ რაჭა-ლეჩხუმისა და სვანეთის უბნებზე იციან, სადაც ოქმებში დისბალანსის მაჩვენებელი 7%-ა. ყველაზე ცუდად კი საბურთალოზე, რომელიც ოქმებში დისბალანსის მაჩვენებლით ლიდერია – 46%.

ოქმების შესახებ სრული ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე:

https://docs.google.com/spreadsheets/d/1oIv5aE-wIJSbLWawy6g1GYEKRdekE2XBz5BViP3Sb3k/edit?fbclid=IwAR0R3XhpYvcb4IYR8uCxtFx2xp3b3EKjZHelnZ7sZIYzMV9SRhLMHtNCAh8#gid=1729505628

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჭიათურაში სამი სოფელი უწყლოდაა – მერიას ფული აქვს, მაგრამ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია
mosaxleoba scaled e1606896734893 1

ჭიათურაში სამი სოფელი უწყლოდაა – მერიას ფული აქვს, მაგრამ პრობლემა კვლავ მოუგვარებელია

პრობლემისა და უწყლობის სათავე სწორედ ეს ნაგებობაა, რომელიც დაცხრილულია და

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share