fbpx
zosime

წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი ზოსიმე

მთავარეპისკოპოსი ზოსიმე (ერისკაცობაში შოთა შიოშვილი) წილკნისა და დუშეთის ეპარქიას 1984 წლიდან მართავს. ამავე წელს ის დაინიშნა მცხეთის სასულიერო სემინარიის რექტორად. 1988 წელს მცხეთის სასულიერო სემინარია შეუერთდა ახალ, თბილისის სასულიერო სემინარიას და ზოსიმემ კვლავ რექტორის თანამდებობა დაიკავა, თუმცა მხოლოდ ერთი წლით. 2019 წლის ნოემბერში მთავარეპისკოპოსის ირგვლივ ატეხილი სკანდალი სწორედ მის სემინარიაში მოღვაწეობას უკავშირდება.
 
კერძოდ, 2019 წლის 4 ნოემბერს სასულიერო სემინარიის ყოფილმა სტუდენტმა, მღვდელმა გიორგი სხილაძემ წილკნისა და დუშეთის მთავარეპისკოპოსი რექტორობის პერიოდში სტუდენტთან ინტიმური ურთიერთობის დამყარების მცდელობაში ამხილა და ამის დასტურად გამოაქვეყნა დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ზოსიმემ სტუდენტთა მოთხოვნის გამო დატოვა რექტორის თანამდებობა. გიორგი სხილაძის თქმით, რექტორმა გადადგომის წერილი, სწორედ ჰომოსექსუალობაში მხილების შემდეგ დაწერა. ერთი დღის შემდეგ, გამოცემა ტაბულამ კი გაასაჯაროვა 1988 წელს დაწერილი წერილი, რომელშიც სტუდენტის სემინარიის რექტორს სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებდა.
 
მთავარეპისკოპოსი ამ ბრალდებას სრულ სიცრუეს უწოდებს. მისი თქმით, 1988 წელს ქვეყანაში პოლიტიკური არეულობა იყო, ხშირად იმართებოდა მიტინგები. სტუდენტთა ეს ნაწილი კი ეროვნული მოძრაობის მხარდასაჭერად აქციებზე დადიოდა. მას მოუწია, სტუდენტებისთვის მკაცრად მოეთხოვა ლექციებზე დასწრება და სემინარიის შინაგანაწესის დაცვა. სტუდენტებმა მისი ეს საქციელი ეროვნული მოძრაობისადმი გულგრილობად აღიქვეს. მისი თქმით ამ ყველაფერს “დაძაბულობა მოჰყვა, რომელიც მტრობაში” გადაიზარდა და სწორედ ამიტომ წაუყენეს სტუდენტებმა მას მსგავსი ბრალდება. “ეს ახალგაზრდები თავიდავნე სხვა სულის იყვნენ, პროტესტი რომ ექნებათ ეკლესიის მიმართ, დაპირისპირება რომ ექნებათ, რაღაც ასეთი სულის იყვნენ. ეს არის ყველაფერი აბსურდი, ტყუილი, არ შეიძლება. ეს იყო ეკლესიის მისამართით ანტიეკლესიური მოძრაობა. მე მივხვდი, რომ ესენი მარტო არ იყვნენ და ამათ უკან რაღაც ძალები იდგა და ისინი მართავდნენ,” – ამბობდა მთავარეპისკოპოსი.
 
რაც შეეხება სტუდენტებისგან გადადგომის მოთხოვნას, ის ადასტურებს ამ ფაქტს და ამბობს, რომ დაეთანხმა სტუდენტებს სიტუაციის განმუხტვის მიზნით, რადგან ის ისედაც აპირებდა სემინარიიდან წასვლას.
 
მღვდელი გიორგი სხილაძე ტ/კ “პირველთან” საუბარში მთავარეპისკოპოსს პასუხობს და ამბობს, ზოსიმე მართლაც იყო ეროვნული მოძრაობის წინააღმდეგი, რადგან ის საბჭოთა უშიშროების აგენტი იყო, მეტსახელად “კახელი.” კარტოთეკაში მისი მოწმობაც არსებობს.
მთავარეპისკოპოსი ზოსიმე შიოშვილი ფლობს:
539 კვ.მ. სახლი – თბილისში, პეტრე იბერიელის ქუჩაზე. 1998 წელს 3,500 ლარად შეიძინა;
138 კვ.მ. ბინა – თბილისში, ანდრია აფაქიძის ქუჩაზე. საჯარო რეესტრში დაცული დოკუმენტები საკმარისი არაა იმის გასაგებად, თუ რა ფორმით მიიღო ზოსიმემ ქონება საკუთრებაში.
 
მთავარეპისკოპოსი ხელმძღვანელობს ერთ არაკომერციულ ორგანიზაციას:
“საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული წილკნისა და დუშეთის ეპარქიის განვითარების ფონდი.”

tsilkani

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მელქისედეკ ხაჩიძე – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი
melqisedeki

მელქისედეკ ხაჩიძე – მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share