fbpx
2017

“აი, ფაქტის” 2017 წელი

გასულ წელს “აი, ფაქტის” ჟურნალისტებმა თქვენთვის 25 სტატია, 300-მდე ფაქტი და 10-მდე ინფოგრაფიკა მოვამზადეთ. ვიძიებდით და გიყვებოდით ისტორიებს ბიუჯეტიდან ფულის ფლანგვაზე, უკანონო გარიგებებზე, თაღლითობაზე, ბუნებისა და ჰაერის დაბინძურებაზე, ჯანდაცვის სისტემაში არსებულ პრობლემებსა და ა.შ.

“აი, ფაქტის” ჟურნალისტების მიერ 2017 წელს მომზადებული მასალების ქრონოლოგია:

2017 წელმა მოგვიტანა ბევრი სიახლე და წარმატება. დავიწყეთ პროექტი, რომლითაც რეგიონულ მედია საშუალებებს ვეხმარებით საგამოძებო მასალების მომზადებაში. ასევე, პირველად ავიღეთ ევროკაშვირის პრიზი ჟურნალისტიკაში საუკეთესო საგამოძიებო სტატიისთვის და კიევში, მედია ინოვაციების ლაბორატორიის ჰაკათონი მოვიგეთ – შედეგს სულ მალე, 2018 წლის დასაწყისში იხილავთ ჩვენს საიტზე.

გილოცავთ დამდეგ დღესასწაულებს. გისურვებთ, რომ 2018 წელმა მოგიტანოთ წარმატება და ბედნიერება. “აი, ფაქტს” კი მომავალი წელი მეტ საინტერესო მასალას, მნიშვნელოვან ფაქტებსა და გამოძიებებს მოუტანს, რადგან ჩვენ ვმუშაობთ თქვენთვის და გვჯერა, რომ ქვეყნის განვითარებაში საგამოძიებო ჟურნალისტიკა მნიშვნელოვან როლს თამაშობს.

2017 წელს “აი, ფაქტის” გუნდს ახალი ადამიანები შემოემატნენ და ამიტომაც გვიყვარს მიმავალი წელი, ბევრი კარგი დღე და ემოცია გვაჩუქა:

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მუხტარლიმ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე კვლავ უარი მიიღო
mukhtarli

მუხტარლიმ შინაპატიმრობის მოთხოვნაზე კვლავ უარი მიიღო

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share