“აი, ფაქტი” იკვლევს ღია წყაროებში რუსული კანონის მხარდამჭერ დეპუტატებზე არსებულ ინფორმაციას და მოკლე ფორმატში გაწვდით მასალას. სამომავლოდ კი მათი საქმიანობისა და ბიზნესინტერესების შესახებ უფრო ვრცელ გამოძიებებს გპირდებით.
პარტია: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“
განათლება:
1985 წელი – თსუ, სამართალმცოდნეობა;
სამუშაო გამოცდილება:
1979 – 1985 წლები – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი;
1986 – 1990 წლები – თბილისის კიროვის რაიონის პროკურატურა, გამომძიებელი;
1990-1993 წლები – თბილისის კრწანისის რაიონის პროკურატურა, გამომძიებელი; პოკურორის თანაშეწმე;
1993-2010 წლები – საქართველოს გენერალური პროკურატურა, საგამოძიებო ნაწილი, უფროსი გამომძიებელი; პროკურორი;
2010-2011 წლები – ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურა, პროკურორი;
2011-2016 წლები – საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია, წევრი;
2012-2016 წლები – მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლიდერ კრედიტი”, დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
რეგისტრაციის მისამართი:
თბილისი, სპირიდონ კედიას ქუჩა, #3
დაბადების ადგილი: საქართველო, თბილისი
ოჯახის წევრები: შვილები – ნიაზ და ტიტალ დასენები, მეუღლე – ლეილა არაბიანი. დეკლარაციაში შეყვანილი ჰყავს მხოლოდ მეუღლე.
უძრავი ქონება:
ბოლო დეკლარაციის მიხედვით, ისკო დასენის საკუთრებაშია:
344 კვ.მ ბინა თბილისში, კრწანისის შესახვევში, 2021 წელს 265566 აშშ დოლარად იყიდა;
331 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩაზე, რომელიც 2016 წელს 120 ათას აშშ დოლარად შეიძინა;
48 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე, რომელიც 2015 წელს 60 ათას აშშ დოლარად იყიდა;
15 კვ.მ და 12 კვ.მ ორი ავტოფარეხი თბილისში, თამარ მეფის გამზირზე;
34 კვ.მ არასაცხოვრებელი ფართი თბილისში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე 2015 წელს 60 ათას ლარად იყიდა;
1264 კვ.მ საცხოვრებელი სახლი თბილისში, რაფიელ აგლაძის ქუჩაზე, რვა თანამესაკუთრესთან ერთად. ქონება 2018 წელს 120 ათას აშშ დოლარად არის შეძენილი.
ოჯახის უძრავი ქონება:
ისკო დასენის მეუღლე ლეილა არაბიანი ფლობს 17კვ.მ და 18 კვ.მ ორ ავტოფარეხს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, რომლებიც 2017 წელს ჯამში 45 ათას აშშ დოლარად შეიძინა;
ხელფასი პარლამენტიდან:
2022 წლის დეკემბერში ატვირთული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, გასულ წელს პარლამენტარის ხელფასი 48,230 ლარი იყო, რაც ყოველთვიურად 4,019 ლარია.
სხვა შემოსავალი:
2022 წელს იჯარის ხელშეკრულებებით მიიღო 27,000 ლარის შემოსავალი.
შემოწირულობა:
ისკო დასენმა 2018 წლის ოქტომბერში პრეზიდენტობის კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს 5,000 ლარი შესწირა.
ფეისბუქ ანგარიში: https://www.facebook.com/subariofficial
იხილეთ ასევე:
ალუდა ღუდუშაური – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
ბექა ოდიშარია – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
სოზარ სუბარი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
დიმიტრი სამხარაძე – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები
მაკა ბოჭორიშვილი – რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები