fbpx
alt aqcia

“ალტერნატივა საქართველოსთვის” ძალადობრივ აქციაზე

5 ივლისის ძალადობრივი აქციის მთავარი ორგანიზატორი “ალტერნატივა საქართველოსთვის” იყო. Მათ ხალხი ჯერ სოციალური ქსელებით შეამზადეს, შემდეგ პარლამენტის წინ შეკრიბეს და სცენიდან ძალადობისკენ წააქეზეს. ლიდერები დადიოდნენ რაციებით და ასე აკონტროლებდნენ მოძალადე რაზმების გადაადგილებას. 

თავად ამ ყველაფერს “წმინდა ბრძოლად” ასაღებდნენ და თავს დავით აღმაშენებელსაც კი ადარებდნენ, ისიც მოძალადე იყოო. 

“ქრისტიანების წყვეტის წინააღმდეგ ხელი აღვმართოთ, ამის ვალდებულება გვაქვს. ჩვენ ვიცავთ ბავშვებს და ამას თუ საჭირო იქნება, ფიზიკურადაც დავიცავთ,” – ამბობდა ორგანიზაციის ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო. 

“Წმინდა ჯვრის დასაცავად, Მე თუ მომიწევს ძალადობა, მე წავალ და ძალით ვიბრძოლებ, გამომყვებით?,”- მიმართავდა აქციაზე შეკრებილებს ზურაბ მახარაძე. 

ამ “წმინდა ომს” ლექსო ლაშქარავას სასიკვდილოდ ცემა მოჰყვა. “Სირცხვილიას” ოფისთან რომ 500 კაცი უნდა წასულიყო, “ალტერნატივა საქართველოსთვის” დამფუძნებელმა, კონსტანტინე მორგოშიამ გამოაცხადა. Მოწოდებიდან Ნახევარ საათში ოფისი უკვე დარბეული და ლექსო ლაშქარავა სასტიკად ნაცემი იყო. 

“Ჩვენს ძალადობრივ მოწოდებასთან კავშირი თქვენი კოლეგის დაღუპვას არ აქვს,”- უთხრა ჟურნალისტებს გამოკითხვიდან გამოსულმა მორგოშიამ. 

“აი, ფაქტმა” ამოიცნო “ალტერნატივა საქართველოსთვის” 36 წევრი. ისინი 5 ივლისს სცენაზე იყვნენ შეკრებილები და მოვლენებს აკონტროლებდნენ. 

  1. ზურაბ მახარაძე
  2. კონსტანტინე მორგოშია
  3. ირაკლი ყიზილაშვილი-მარტინენკო
  4. Შოთა მარტინენკო
  5. Სანდრო ქარდავა
  6. გიორგი ქარდავა
  7. ემრე ქუჩუქი (სურენ დანელიანი)
  8. თამუნა კაჭარავა
  9. ირმა გაბრიჭიძე
  10. ზუკა ზუკაკიშვილი
  11. ოთო ზუკაკიშვილი
  12. არსენ ფოფხაძე
  13. ლუკა მაჭარაძე
  14. Რამაზ ქათამაძე
  15. გიორგი დადვანი
  16. თემო პირველი
  17. გიორგი ანიაშვილი
  18. ზურა ანიაშვილი
  19. ირაკლი ჩუხუა
  20. გიორგი გოგია
  21. გიორგი კოპაძე
  22. ვახო ბარბაქაძე
  23. დავით სართანია
  24. შოთა მამულაშვილი
  25. Მათე გიგლემიანი
  26. Მერაბ გიგანი
  27. მირიან ბერიძიშვილი
  28. ირაკლი ანთიძე
  29. Რობი გუგუნაშვილი
  30. ვანიკო ვ.ბ (ფეისბუქის მიხედვით)
  31. გიგა კარბელაშვილი
  32. შაქო ქერელაშვილი
  33. Მათე ფერაძე
  34. გიორგი ქუთელია
  35. ნოდარ გიგანი
  36. ელდარ დადვანი

“ალტერნატივა საქართველოსთვის” იდენტიფიცირებული წევრების სია და მათი ფეისბუქები შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://docs.google.com/spreadsheets/d/1HFtrhYwVrHsBXCuw_xbJOylq9cHRbgDPd0p4x0KzFz8/edit#gid=0

“ალტერნატივა საქართველოსთვის” წევრებმა დაანგრიეს რუსთაველის გამზირზე გაშლილი კარვები. 6 ივლისს კი პარლამენტის წინ ევროკავშირის დროშა ჩამოხსნეს და დახიეს. 

16 ივლისსს ორგანიზაციის ლიდერების, კონსტანტინე მორგოშიას, შოთა მარტინენკოს, ირაკლი ყიზილაშვილის და გიორგი ქარდავას სახლში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, შემდეგ კი გამოკითხვაზეც დაიბარეს. Როგორც ჩანს, პოლიციამ 5 ივლისს მათ მოქმედებებში კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვა. ახლა ოთხივე მათგანი თავისუფალია. 

ეს პირები პუტინისტური და პრორუსული პლატფორმა “ალტ-ინფოს” წამყვანებიც არიან.  Სხვადასხვა გადაცემით ხშირად ავრცელებდნენ პრორუსულ და ანტიდასავლურ რიტორიკას. მაყურებელს ევროკავშირის დროშის დაწვისკენაც მოუწოდებდნენ

“ალტერნატივა საქართველოსთვის” პრორუსი ბიზნესმენის, ლევან ვასაძის მხარდამჭერების გაერთიანებაა. Მასთან ერთად იყვნენ შეხვედრებზე სხვადასხვა რეგიონში. ესწრებოდნენ საზოგადოებრივი მოძრაობა“ერის” პრეზენტაციასაც.  “ალტერნატივას” წევრები აქტიურად აზიარებენ “ოჯახის კონგრესის” გვერდზე ატვირთულ ვასაძის ვიდეოებსაც. 

“ალტერნატივა საქართველოსთვის” არასამთავრობო ორგანიზაციად  კონსტანტინე მორგოშიამ 2019 წლის 30 იანვარს დაარეგისტრირა. თანადამფუძნებლებლად ზურაბ მახარაძე, შოთა მარტინენკო, ირაკლი ყიზილაშვილი და გიორგი ქარდავა აირჩია. ორი დღით ადრე კი დარეგისტრირდა შპს “ალტ-ინფო”, რომელიც ახლა პრორუსული, პუტინისტური ტელევიზიაა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ორგანიზებული ონლაინ შეტევა ჟურნალისტებზე
jurnalists

ორგანიზებული ონლაინ შეტევა ჟურნალისტებზე

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share