fbpx
kutaisi cover e1675666305150

რატომ გაჭიანურდა ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია? – შეჯამება

ავტორები: მარიამ კაჭკაჭაშვილი და შორენა ლაღაძე

ქუთაისში ჭავჭავაძის გამზირს ორი წელია ანახლებენ. Საქმე გაწელა უთავბოლოდ დაგეგმილმა სამუშაოებმა. Მაგალითად იმან, რომ ხელშეკრულების ვადები და საპროექტო დოკუმენტაცია არაერთხელ შეცვალეს. დამკვეთი, ანუ ქუთაისის მერია თავიდანვე ვერ ჩამოყალიბდა, რისი გაკეთება სურდა. ამიტომ, გზადაგზა ეხსნებოდა მადა, გადააკეთებდა ხოლმე პროექტს და კომპანიას ახალ-ახალ დავალებებს აძლევდა. 

ამასობაში, მოსახლეობა მტვერში და სამშენებლო ნაგავში იყო გახვეული. ქაოსურად მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტიც. Მარშრუტების ცვლილებაზე კი მოქალაქეებმა ზოგჯერ არაფერი იცოდნენ. მათ ინფორმირებაზე დიდად არავის უზრუნია. 

გზის განახლებაზე ამ დროისთვის 4,5 მილიონი ლარია დახარჯული. სამუშაოებს ქუთაისის მერია და საავტომობილო გზების დეპარტამენტი ერთდროულად ატარებდნენ. ფინანსების ნაწილი კი ევროკავშირმა გამოყო. 

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წერა, გახდით ჩვენი სპონსორი

რეაბილიტაციის პროექტის მომზადებისთვის და უშუალოდ სამუშაოებისთვის სულ ექვსი სახელმწიფო ტენდერი გამოცხადდა და ექვსი სხვადასხვა კომპანია იყო ჩართული.

ახლა გზის ნაწილი განახლებულია, თუმცა ისე უხეიროდ, რომ მძღოლებს დისკომფორტი ექმნებათ. 

Წაიკითხეთ “აი, ფაქტის” ახალი ჟურნალისტური გამოძიება, რომ გაიგოთ, რის გამო გაჭიანურდა ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია და როგორ დაზარალდა ხალხი საქმისადმი გულგრილი დამოკიდებულების გამო.

https://ifact.ge/chavchavadze/
კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” გააგრძელოს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე წერა, გახდით ჩვენი სპონსორი
Next
ტყიბულის სამი სოფელი ყურადღების მოლოდინში 
Screenshot 2023 02 08 at 11.47.28 e1675942281326

ტყიბულის სამი სოფელი ყურადღების მოლოდინში 

ავტორი: ანა რობაქიძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share