fbpx

Მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში – ნაწილი II

1 1

ჭიათურის მერია ხელშეკრულებებს უკონკურსოდ უფორმებს მისივე თანამშრომლებს და მათ ახლობლებს. ასე, “ჯიგრულად”, გამოცდილების გარეშე ენდობა და ბიუჯეტის თანხებს აძლევს. Ბოლო სამ წელში მერიამ მისთვის სასურველ კომპანიებს გამარტივებული შესყიდვით 1.4 მილიონი ლარი გადაუხადა. 

არადა, გამარტივებული შესყიდვა მერიებს მხოლოდ განსაკუთრებულ დროს შეუძლიათ

  1. გადაუდებელი აუცილებლობისას, როგორიცაა სტიქია ან სხვა გაუთვალისწინებელი მოვლენები;
  2. თუ ამ შესყიდვას აქვს სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობა;
  3. თუ ამ საქმის შესრულება მხოლოდ ერთ პირს/კომპანიას შეუძლია;
  4. თუ სამუშაოების ღირებულება არ სცდება დადგენილ ზღვარს. მაგალითად, მერიას შეუძლია კონკურსის გარეშე შეიძინოს 5,000 ლარამდე ღირებულების ავეჯი.  სხვადასხვა პროდუქტის და მომსახურების მონეტარული ზღვარი კანონმდებლობითაა დადგენილი. 

გამარტივებული შესყიდვის ფორმით მარტივია, რომ კონტრაქტი იმასთან დადო,  ვისთანაც გინდა. ჭიათურის მერიაშიც ასე მოიქცნენ. ხელშეკრულებები სასურველ კომპანიებს გაუფორმეს, თანაც  ისეთ სამუშაოებზე, რომელიც არც გადაუდებელი იყო და არც გაუთვალისწინებელი. 

ამ კომპანიების უკან ერთი და იგივე პირები დგანან. ყველა მათგანი ან მერიაში და საკრებულოში მუშაობს, ან მათი თანამშრომლების ახლობელია. ამ სტატიაში მოგიყვებით, ვის და რატომ ასარგებლებს ჭიათურის მერია. 

Შპს “ზინდ და კომპანის” ჭიათურის მერიამ ბოლო ერთ წელში ოთხი პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა. კომპანიას სოფლებში გზის დამცავი ნაგებობები და მოსაცდელები უნდა მოეწყო, შემოეღობა  სარიტუალო დარბაზის ეზო და აეშენებინა საყრდენი კედელი. ამაში 78 ათასი ლარი აიღო. კომპანიის მფლობელი ლაშა ცქიტიშვილი მერიის თანამშრომლის, მერაბ ჯაოშვილის მეგობარია. ჯაოშვილი მერიაში არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის რეგულირებისა და ზედამხედველობის სამსახურს ხელმძღვანელობს. Მათ მეგობრობაზე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიც მოწმობს. კავშირი იმითაც დასტურდება, რომ საჯარო რეესტრში Შპს “ზინდ და კომპანის” ოფიციალურ მისამართად  მერაბ ჯაოშვილის სახლია მითითებული.

ჭიათურის მერიამ შპს “მალენუსაც” ასარგებლა. კომპანიას 2019 -2021 წელში 5 პირდაპირ ხელშეკრულებაში 119 ათასი ლარი გადაუხადეს. ამ თანხით კომპანიას უნდა მოეწყო საბავშვო ბაღები და შემოეღობა სასაფლაო. კომპანიის მფლობელი მალხაზ ლაბაძეც მერიის თანამშრომლის, ჯაოშვილის ახლო წრიდანაა. ის ლაშა ცქიტიშვილთან მეგობრობს. Მერია ლაბაძის ცოლს, ნანა წიწილაშვილსაც სწყალობს. Მას ბოლო ერთ წელში სამშენებლო სამუშაოების შესასრულებლად სამი გამარტივებული შესყიდვა გაუფორმეს და ჯამში 53 ათასი ლარიც გადაუხადეს. 

მერაბ ჯაოშვილის მეგობრების გარდა, ჭიათურის მერიის ტენდერებით, მისი მეზობლებიც ხეირობენ. მერიამ ბოლო ერთ წელში რვა პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა ჯაოშვილის მეზობელ რამაზ ციცვიძეს. Მის კომპანიას, შპს არქიმშენს და Მას, როგორც ინდ.მეწარმეს, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ჯამში 149 ათასი ლარი აქვს მიღებული. ციცვიძეს ეს თანხა Სამშენებლო სამუშაოების გარდა, საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებაშიც გადაუხადეს.

Მერაბ ჯაოშვილის ნათესავის, პეტრე ჯაოშვილის კომპანიას ჭიათურის მერიამ ბოლო ერთ წელში 259 ათასი ლარის პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა. Შპს ჯამოს სკოლების სველი წერტილები, წყალმომარაგების ქსელი, საფეხბურთო მოედანი და საბავშვო ბაღები უნდა გაერემონტებინა. 

თავად ჯაოშვილმა გვითხრა, რომ ნათესავების, მეზობლების და მეგობრების ბიზნესთან შეხება არ აქვს:

“ Მასე ათასი ხალხია, რაც ჭიათურაში მერიის თანამშრომლები არიან, სუყველას ჰყავს ნათესავი… ზოგი მეზობლის კომპანია იქნება და ზოგი ბიძაშვილის. Რომელი დიდი ჭიათურაა. Მე მაქვს ჩემი საქმე, ვმუშაობ კაბინეტურად და არ ვერევი მაგნაირ რაღაცებში, არ მაინტერესებს. Ჩემი ბიძაშვილი სადღაც რაღაცას გააკეთებს, მე რა შუაში ვარ?”. 

ჭიათურის მერიის ტენდერებს მერიის თანამშრომლებიც იგებენ. გოგი მოდებაძე მერიის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურში 2012 წლიდან მუშაობს. 2018 წელს შპს რგანი დააფუძნა. Მას შემდეგ კომპანიას 18 გამარტივებული შესყიდვა გაუფორმეს და 6 ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. ჯამში ადგილობრივი ბიუჯეტიდან პირდაპირი ხელშეკრულებებით 125 ათასი ლარი და ტენდერებით –  153 ათასი ლარი მიიღო.

გოგი მოდებაძემ გვითხრა, იურიდიულად, ამას კანონი არ მიკრძალავს და თუ შემექმნება პრობლემები, დავანებებ კეთილმოწყობის სამსახურს თავს და ეგ იქნებაო.

Მოდებაძის მისამართზე ცხოვრობს შპს სხივის მფლობელი კახა გაჩეჩილაძე. კომპანია 2019 წელს დარეგისტრირდა, ორი თვის შემდეგ კი მერიამ პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა. “Სხივმა” 2019-2020 წლებში 6 გამარტივებული შესყიდვით 221 ათასი ლარი და ერთი ელექტრონული ტენდერით 24 341 ლარი მიიღო. 

ჭიათურის მერიაში მეგობრობა რომ არ ეშლებათ და დახმარების ხელს ბიუჯეტის ფულით უწვდიან, ადრეც გიყვებოდით.  Ნუგზარ ჩიკვილაძე ჭიათურის მერის მოადგილის, გიორგი ბიწაძის ბავშვობის მეგობარია. Მერიამ მის კომპანიებს ბოლო ერთ წელში  327 ათასი ლარის პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა. 

ახლა  ადგილობრივი ბიუჯეტით  ჩიკვილაძის სიძეც (შვილის ქმარი) ხეირობს. Შპს “პეგასი” ირაკლი ჯანეზაშვილმა 2021 წელს დააფუძნა. ეს კომპანიაც, ჩიკვილაძის სხვა კომპანიების მსგავსად, მოხრეშვის სამუშაოებს ასრულებს. Წელს ჭიათურის მერიამ “პეგასს” ერთ დღეში ორი პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა. ჯამში კი 30 ათასი ლარი გადაუხადა. 

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ წელს, აგვისტოს ჩათვლით, 94 გამარტივებული შესყიდვა გააფორმა. Მათგან 46 სამშენებლო სამუშაოებს ეხებოდა.

ჭიათურის შესყიდვების სამსახურში ვიკითხეთ, Რატომ დასჭირდათ ამდენი გამარტივებული შესყიდვა, როცა მათი უმრავლესობა განსაკუთრებული საჭიროების არ ყოფილა. 

Მერიის საფინანსო-საბიუჯეტო და შესყიდვების სამსახურის უფროსმა, მირიან მაჭარაშვილმა დაგვიდასტურა, რომ კონტრაქტების ნაწილი გადაუდებელი აუცილებლობის არ ყოფილა. გვითხრა, რომ ისინი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დადეს და ამის უფლება ჰქონდათ. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ნეპოტიზმი წყალტუბოსა და ხარაგაულში
ckaltubo 1

ნეპოტიზმი წყალტუბოსა და ხარაგაულში

იმერეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სახელმწიფო ტენდერებში მერიისა თუ საკრებულოს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share