fbpx
covid

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინებში გადახდილი თანხა საიდუმლოა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 17 მაისს გამართულ სხდომაზე თქვა, რომ ვაქცინების დამატებითი დოზების მოწოდებაზე მოლაპარაკებები აქვთ COVAX პლატფორმასა და ვაქცინების მწარმოებლებთან: “ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, გვაქვს მოწერილი ხელშეკრულებები და უახლოესი თვეების განმავლობაში ჩვენ დამატებით დოზებს მივიღებთ.” 

ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროს ვკითხეთ, თუ გვაქვს ხელშეკრულება გაფორმებული დამატებით დოზებზე. მათ გვიპასუხეს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს.  

სამინისტროს ვკითხეთ ისიც, თუ რა თანხაა გადახდილი უკვე მიღებულ ვაქცინებზე.  ოფიციალური წერილით გვიპასუხეს, რომ სამინისტროს მიერ ვაქცინების გლობალურ ალიანსთან და მწარმოებელ კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებები კონფიდენციალურია და ამიტომ გადახდილი თანხის საერთო რაოდენობას ვერ გვეტყვიან. 

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საქართველომ დღემდე მიიღო: 

  • 13 მარტი –  ასტრაზენეკას წარმოების 43,200 ვაქცინა, COVAX პლატფორმის ფარგლებში; 
  • 24 მარტი – ფაიზერის წარმოების 29,250 ვაქცინა;
  • 3 აპრილი – ჩინური წარმოების სინოფარმის 100,000 დოზა;
  • 30 აპრილი – სინოვაკის 100,000 დოზა დონაციის სახით;
  • 6 მაისი – ასტრაზენეკას 43,000 დოზა. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ბიუჯეტის გადაუდებლად აუცილებელი ხარჯები
tenderi

ბიუჯეტის გადაუდებლად აუცილებელი ხარჯები

რა უარყოფითი გავლენა აქვს გამარტივებულ შესყიდვას ჩვენზე, გადასახადების

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share