fbpx
declar

შეიძლება თუ არა დეკლარაციის არასწორად შევსება?

ავტორი: ლაშა კვესელაძე

2015 წლის 15 მარტს გამოქვეყნებულ პოსტის თანახმად, მოსამართლე ელისო ტუკვაძემ არ იცოდა, რომ მისი მეუღლე მიხეილ ჯიქია შპს ”დრუსოში”100%-იან წილს ფლობდა და ამიტომაც არ ასახა ეს ფაქტი დეკლარაციაში.

საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა, ეკატერინე ქარდავამ, კითხვებზე  წერილობით  გვიპასუხა, რომ კანონმდებლობის თანახმად, ”თანამდებობის პირივალდებულია ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახოს  ინფორმაცია სამეწარმეო საქმიანობისათვის შექმნილ იურიდიულ პირში მისი, ან მისი ოჯახისწევრის , მონაწილეობის შესახებ, მიუხედავად იმისა, ახორციელებს თუ არა საწარმოეკონომიკურ აქტივობას.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, სოფო ჭარელმა გვითხრა:

”თანამდებობის პირს დეკლარაციის არასწორად შევსებისთვის შესაძლოა დისციპლინური, ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც დაეკისროს.

ამისთვის უნდა დადგინდეს, განზრახ არასწორად  შეავსო თუ არა მან დეკლარაცია?

 შესაბამისად, თუ დადგინდება, რომ მან, უბრალოდ, გაუფრთხილებლობით არ შეიტანა ესა თუ ის მონაცემი დეკლარაციაში, დაავიწყდა და არანაირი სხვა გვერდითი მიზანი არ გააჩნდა, ვაწყდებით სიტუაციას, როდესაც კანონმდებლობა მის მიმართ არანაირი სახის სანქციას თუ დამსჯელობით ღონისძიებას, არ ითვალისიწინებს.

ზოგადად, ძალიან ბევრია ასეთი შემთხვევა  და საჭიროა, გარკვეულწილად, ამ მიმართულებით კანონმდებლობა გადაიხედოს .

ერთია, რომ საჯაროა დეკლარაციები, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია, რომ, რა წერია შიგნით — ეს ვიღაცამ შეისწავლოს. ამას არავინ აკეთებს და შემთხვევითობის პრინციპზე თუ ვინმე აღმოაჩენს ამ დარღვევას. შემდგომ მიდის განხილვა —  უნდა დაისაჯოს თუ არა ეს პიროვნება.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ვიღაც უნდა არსებობდეს, ვინც ამ ყველაფერს გადახედავს, და მერე შეგვიძლია ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა სახის სანქციები შეიძლება დაწესდეს დამატებით. ვთქვათ ის, რომ დაევალოთ იმ პირებს, ვინც ავსებენ დეკლარაციებს, ძალიან ყურადღებით მოეკიდონ დეკლარაციების შევსებას და სწორად გაიხსენონ ყველა ის შემოსავალი, წილი თუ საბანკო ანგარიში, რაც მათ არსებული სიტუაციით გააჩნიათ. ”– განმარტავს იურისტი სოფო ჭარელი.

წყარო: deputati.ge

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ამბავი პარლამენტის ორი შენობისა
Kutaisi photo1

ამბავი პარლამენტის ორი შენობისა

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share