Media logo

“აი, ფაქტის” ამბავი

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” არაკომერციული მედიაა, რომელიც 2016 წელს ნინო ბაქრაძემ და ნინო გაგუამ დააფუძნეს. “აი, ფაქტის” მიზანი თავიდანვე იყო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ხარისხის გაუმჯობესება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიწოდება გასაგები ფორმით.

“აი, ფაქტი” არის გამომძიებელ ჟურნალისტთა საერთაშორისო ქსელების წევრი, ისეთების როგორიცაა Organized Crime and Corruption Reporting Project (OCCRP) და Global Investigative Journalists Network (GIJN). შესაბამისად, ჩვენი მასალები ექვემდებარება საერთაშორისო სტანდარტს, რომელიც ითვალისწინებს ბალანსის დაცვას, მიუკერძოებლობასა და ფაქტების გადამოწმება-სიზუსტეს. სწორედ ამ კრიტერიუმების გამო ჩაერთო “აი, ფაქტი” საერთაშორისო საგამოძიებო პროექტებში. ბოლო ასეთი და ყველაზე გახმაურებული “პანდორას დოკუმენტები” იყო.

"ქართული ოცნების" მიერ შემოტანილი ახალი, მედიის შემზღუდავი კანონების გამო, ჩვენ ვეღარ ვიღებთ დაფინანსებას ევროპული ფონდებისა და მთავრობებისგან, ვეღარ ვმონაწილეობთ საერთაშორისო კონკურსებში და მთლიანად დამოკიდებული ვართ ჩვენი მკითხველების მიერ შემოწირულ თანხაზე. ამიტომ, გთხოვთ, მხარდაჭერას. ამისთვის იხილეთ გადარიცხვის გვერდი.

“აი, ფაქტის” მხარდამჭერები მისი არსებობის სხვადასხვა ეტაპზე იყვნენ: “პროექტი ორგანიზებული კრიმინალისა და კორუფციის კვლევა” (OCCRP), Global Investigative Journalism Network (GIJN), ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, “ღია საზოგადოების” ფონდი, National Endowment for Democracy, Prague Civil Society Centre, Friedrich Naumann Foundation, European Endowment for Democracy, International Media Support, N-ost.

ორგანიზაციის  სახელწოდება: ააიპ აიფაქტი

საიდენტიფიკაციო ნომერი: 405716453

ფაქტიური მისამართი: ჭოველიძის 4ა.

ელ. ფოსტა: info@ifact.ge

Subscribe to iFact
Enter your e-mail address in the field to subscribe to “iFact” newsletter