Media logo
A flock of birds fly past smokestack chimneys belching black smoke and pollutants in blue evening sky.
გარემოს დაცვა

გარემოსდაცვითი დანაშაულები ბოლნისში

A flock of birds fly past smokestack chimneys belching black smoke and pollutants in blue evening sky.

ავტორი: ცირა გვასალია

2014 წელს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ ბოლნისში, ადმინისტრაციული გარემოსდაცვითი დანაშაულისთვის, 36 კომპანია დააჯარიმა.  დაჯარიმებულ კომპანიებს შორის, 19 სხვადასხვა სახის დარღვევა Rich Metals Group-ის კომპანიებმა: RMG Copper-მა და RMG Gold-მა დაარღვიეს. 

დანარჩენი დაჯარიმებული კომპანიებიდან, ორი - შპს “კავკასიის სამთო ჯგუფი” და შპს “ეკოგრამი” - ასევე დაკავშირებულები არიან Rich Metals Group-თან.  შპს “კავკასიის სამთო ჯგუფმა” 2011 წლის ოქტომბერს, ბუნებრივი რესურსების სააგენტოში, 93,5 მილიონ ლარად შეიძინა ლიცენზია, რომელიც ამჟამად, Rich Metals Group-ს ეკუთვნის.  ხოლო შპს “ეკოგრამი” 2014 წლის 3 ოქტომბერს შპს RMG Copper-ს შეერწყა.

  • რუკაზე, წითლად აღნიშნულ სიმბოლოზე დაწკაპუნებით, მიიღებთ ინფორმაციას კომპანიის სახელწოდების, გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობისა და დარღვევის ტიპის შესახებ.

გამოიწერე "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" სიახლეების გამოსაწერად ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა