fbpx

რა ხდება სოფელ გოდოგანში?

Shekvedra 1

ორი წლის წინ სოფელ გოდოგნის გასაჭირზე გიყვებოდით. ველებას უბნის მაცხოვრებლებს უგზობაა აწუხებდათ. 25 აგვისტოს გოდოგანს კვლავ ვესტუმრეთ. გვინდოდა გაგვეგო, ჩვენი სტატიის შემდეგ რა შეცვალა ადგილობრივმა მთავრობამ და მოუგვარეს თუ არა სოფელს გზის პრობლემა. როგორც აღმოჩნდა,  თერჯოლის მერიას ყურიც არ შეუბერტყავს ამ სოფლის გასაჭირზე.

სოფელში ჩასულებს იმაზე უარესი სიტუაცია დაგვხვდა ვიდრე ორი წლის წინ იყო. გზა კიდევ უფრო დაზიანებულა. ველებას უბანს არც მაღაზია აქვს. სოფლის მოსახლეობას სურსათის შესაძენად ქალაქში ჩასვლა უწევს. სამარშრუტო ტაქსიც ვეღარ ამოდისო, შემოგვჩივლეს სოფელში.  

godognis gza 1
გზა ველებას უბანში

“ტაქსს თუ წამოიყვან ქალაქიდან, ეკლესიასთან გვტოვებს, ზემოთ აღარ ამოდის. მოხუცები ვართ დარჩენილი, ჩვენც უნდა წავიდეთ? ბავშვს აქ რას გააჩერებ, სად უნდა გაჩერდეს. ბაღი არაა, სკოლა არაა, არაფერი არაა. ერთი თვეა მე, მაგალითად, ქალაქში არ წავსულვარ. ვეხვეწებით, დაგვიყარეთ ხრეში, რომ იაროს მარშუტმა, რამე გვიშველეთთქო,” – გვეუბნება ნარგიზი აბესაძე. 

ველებას უბნის მაცხოვრებლებს სოფლის წარმომადგენელთან ერთად გვინდოდა შევხვედროდით. გურამ ცირეკიძემ გვითხრა, შვებულებაში ვარ და ჩემი ასისტენტი, ნათია ხარაბაძე წამოვაო. თუმცა, შეხვედრაზე არც ის მოვიდა. გვინდოდა, გაგვერკვია რას აპირებს თერჯოლის მერია გოდოგნის ამ უბნის გზასთან დაკავშირებით. შეხვედრისას თავად მერს, ლაშა გოგიაშვილს დავურეკეთ და მოსახლეობასთან ერთად გავესაუბრეთ. გოგიაშვილმა გზის პრობლემის შესახებ იცოდა. გვითხრა, წელს პროექტი მომზადდება და მომავალ წელს გზაც გაკეთდებაო. მანამ კი დაგვპირდა, ერთ კვირაში ხრეშს მოვიტანთო. 

ჩვენი სტატიის გამოქვეყნებიდან ერთ თვეში, თერჯოლის მერიამ გოდოგანში გზა მოხრეშა. კარგია, რომ დათქმული პირობა შეასრულეს. “აი, ფაქტი” აგრძელებს იმერლების პრობლემების გაცნობას და მათ მერიის ყურამდე მიტანას.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა ხდება სამტრედიაში?
samtredia

რა ხდება სამტრედიაში?

მოსახლეობას ამ ქუჩაზე სანიაღვრე არხების პრობლემა აქვს

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share