fbpx
gori e1670848171938

შერჩევითი “სამართალი” გორის მერიაში 

ავტორები: ია ასათიანი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, ნათია მიხელიძე

“სუს-ი თავისი საქმით რომ იყოს დაკავებული და არა არჩევნების გაყალბებით, გორში მერების დანიშვნით, არჩევის ნაცვლად, ეს არ მოხდებოდა…”- წერდა დავით ჭალიძე ფეისბუქზე, 2022 წლის აპრილში გორის ბიუჯეტიდან გამქრალ და ტოტალიზატორის ანგარიშზე გადარიცხულ ნახევარ მილიონ ლარზე.

ამ დროს ის ჯერ კიდევ გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში მუშაობდა. ჭალიძე Მსგავს პოსტებს ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებაზე ხშირად წერდა, აზიარებდა მედიის კრიტიკულ სიუჟეტებსაც. 2022 წლის ოქტომბერში შესვენებაზე გასული, მერიაში უკან აღარ შეუშვეს და სამსახურიდან დაითხოვეს. Მიზეზი ასე განუმარტეს – სამეწარმეო საქმიანობა გაქვს, კანონს არღვევ და ამას ვერ დავუშვებთო.

Ძნელად დასაჯერებელია, რომ გორის მერია კანონს სრული სიმკაცრით იცავს და თანამშრომლებს გადაცდომებს არ პატიობს. ეს ამბავი უფრო გამოგონილ საბაბს და ზედმეტის გაბედვის გამო დასჯას ჰგავს. Რატომ? იმიტომ, რომ მსგავსი დარღვევა რაც ჭალიძეს აქვს მერიაში კიდევ 3 თანამშრომელს უფიქსირდება. მათ შორის, თავად გორის მერ ვლადიმერ ხინჩეგაშვილს და მის მოადგილე თამაზ შიოშვილს. თუმცა, მათთვის პასუხი არავის მოუთხოვია. 

“აი,ფაქტმა” შეისწავლა გორის  მერის, მოადგილეებისა და სამსახურების უფროსების დეკლარაციები,  მათი სამეწარმეო საქმიანობები და დავით ჭალიძის ბიოგრაფია. გაირკვა, რომ მერია შერჩევით სამართალს მისდევს და თვალს ხუჭავს მორჩილი და ერთგული მოხელეების კანონდარღვევებზე. 

Რას საქმიანობდა სინამდვილეში დავით ჭალიძე?

ოფიციალური ბრძანების მიხედვით ჭალიძე საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-13 მუხლის მე-8 პუნქტის დარღვევის გამო გაათავისუფლეს. Კანონის ამ ჩანაწერში ვკითხულობთ: “საჯარო მოსამსახურეს არ აქვს სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების უფლება. მას მხოლოდ აქციებისა და წილის ფლობა შეუძლია.”

Საქმე ისაა, რომ ჭალიძეს ინდივიდუალური მეწარმის მხოლოდ უმოქმედო სტატუსი აქვს, ამ გზით შემოსავალი არასოდეს ჰქონია. Შესაბამისად, ვერც სამეწარმეო საქმიანობად ჩაეთვლება და ვერც კანონდარღვევად.

Ჩვენი Კანონმდებლობის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობის მიზანი მოგების მიღება უნდა იყოს.

Გიჩნდებათ კითხვა, Მაშინ რად უნდოდა ინდ.მეწარმის სტატუსი? ჭალიძე გასული წლის დეკემბერში მართლაც დარეგისტრირდა ინდ.მეწარმედ. Მას საკუთარ ნაკვეთში ვაშლის ბაღის გაშენება და  “დანერგე მომავალის” პროგრამაში მონაწილეობა სურდა. Როგორც გვითხრა, 70 ათას ლარზე მეტი თანხა სჭირდებოდა.  პროგრამის წესებით კი ამ ოდენობის თანხის მისაღებად, აუცილებელია პრეტენდენტი იურიდიული პირი იყოს. ამიტომ, დავითმა იურიდიული პირის, კონკრეტულად კი ინდ.მეწარმის სტატუსისთვის იუსტიციის სახლს მიმართა. 

ინდ.მეწარმე გახდა, შემდეგ პროგრამის განაცხადი შეავსო და რამდენიმე ეტაპი წარმატებითაც გაიარა. საბოლოოდ კონკურს გამოეთიშა და გრანტი ვერ მიიღო. ინდივიდუალური მეწარმის სტატუსი კი მაინც შემორჩა,  მხოლოდ ფურცელზე და საჯარო რეესტრის დოკუმენტებში. 

“აი, ფაქტმა” მოიპოვა მტკიცებულებები, რომ ჭალიძეს ამ გზით შემოსავალი ნამდვილად არ აქვს. ამას ადასტურებს ნულოვანი ქონებრივი დეკლარაციები და შემოსავლების სამსახურის ამონაწერიც, სადაც გადამხდელის სტატუსად უმოქმედოა მითითებული. 

თვითმმართველობის საკითხთა ექსპერტი ალექსანდრე სვიმონიშვილიც გვიხსნის, რომ მხოლოდ ინდივიდუალურ მეწარმედ რეგისტრაცია არაფერს ნიშნავს, კანონი სამეწარმეო საქმიანობას კრძალავს და არა სტატუსის ქონას. 

“Შეიძლება მე გავფორმდი როგორც ინდ.მეწარმე, მაგრამ საქმიანობა საერთოდ არაფერი მიწარმოებია. Სტატუსის მიღება ძალიან მარტივია. უბრალოდ, შევიტან განაცხადს, რომ ვაპირებ რაღაცების გაკეთებას და მივიღე ეს უფლება. ეს სტატუსი საქართველოში შეიძლება მილიონ ადამიანს ჰქონდეს, აქედან კი მხოლოდ 10 ათასი იყოს რეალურად ინდ.Მეწარმე,”- გვითხრა სვიმონიშვილმა. 

დავით ჭალიძის თქმით, მისი სამსახურის უფროსმა ზვიად ანესაშვილმა იცოდა რომ “დანერგე მომავალის” პროგრამაში აპირებდა მონაწილეობას. თუმცა, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი ჰქონია. მერიაში ათი თვის შემდეგ გადაწყვიტეს, რომ ინდ.მეწარმის სტატუსი თურმე პრობლემაა. 

ჭალიძე გვეუბნება, რომ გათავისუფლებამდე ერთი დღით ადრე სწორედ ანესაშვილის პირით  შემოუთვალა მერის პირველმა მოადგილე ნიკა ღვინიაშვილმა, წასვლის განცხადება დაწერეო. 

“[განცხადების დაწერაზე] უარი ვთქვი. ზვიადმა მითხრა, ყველანაირად შეგამოწმეს ზევითო, კაი კაცი ხარო, ძალიან სუფთა კაცი ხარო, ერთადერთი ეგაა, რომ ინდ.მეწარმე ხარო,”- გვითხა ჭალიძემ.

გვინდოდა ეს ამბავი თავად მერის პირველ მოადგილესთან, ნიკა ღვინიაშილთან გადაგვემოწმებინა. ორი დღის განმავლობაში ვურეკავდით, ყოველ ჯერზე გვპასუხობდა, შეხვედრაზე ვარო და ტელეფონს გვითიშავდა. Ბოლოს გვითხრა, როდის მოვიცლი, ვერ გეტყვითო.

“აი, ფაქტი” დავით ჭალიძის ადვოკატს ალექსანდრე მერებაშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, ისინი სასამართლოში დავას ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის მიმართულებით აპირებენ. ადმინისტრაციულით მოითხოვენ, რომ გაბათილდეს გათავისუფლების ბრძანება, აღადგინონ სამსახურში და აუნაზღაურონ განაცდური. Სისხლის სამართლის მხრივ კი სამსახურიდან წასვლის იძულებაზე გამოძიების დაწყება სურთ.

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტმა” განაგრძოს საჯარო მოხელეების საქმიანობის შესწავლა, გახდით “აი, ფაქტის” სპონსორი

Როგორ გახდა დავით ჭალიძე არასასურველი კადრი? 

დავით ჭალიძე გორის მერიაში 2015 წლიდან მუშაობდა. თუმცა, გასული წლის ოქტომბრამდე პრობლემები არ შექმნია. Როგორც ჩანს, ის არასასურველი მას შემდეგ გახდა, რაც წინასაარჩევნოდ მმართველ პარტიას არ დაეხმარა. Რა ფორმით უნდა დახმარებოდა “ქართულ ოცნებას”, არ გვითხრა, ადვოკატის რჩევას გავითვალისწინებო. 

“ახლა ამ საკითხებზე ვერ ვისაუბრებ. პროკურატურაში მაქვს განცხადება დაწერილი და გადაგზავნილი. იყო კონფლიქტი და… [დახმარებაზე უარის გამო] მერე და მერე რაღაც პრობლემებს შეგიქმნითო,”- ამბობს დავით ჭალიძე. 

Პრობლემები მოჰყვა მერიის მიმართ მის ღია და კრიტიკულ განცხადებებსაც. Სოციალურ ქსელში ჭალიძის კომენტარებს მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი გამოეხმაურა, ლექსიკა დაუწუნა და ურჩია, საჯარო სივრცეში მსგავსი ფორმით აზრის გამოხატვისგან თავი შეეკავებინა. 

დავითი იხსენებს, რომ სოციალურ ქსელსა და მედიაში გააქტიურების პარალელურად, მერიაში დაიწყეს მისი გათავისუფლების მიზეზების ძებნა. ამის მაგალითად მოჰყავს გორის მერიის აუდიტის მიერ მისი საქმიანობის შესწავლა. 

აუდიტმა 2022 წლის თებერვალში ჭალიძის მისამართით დისციპლინარული საქმის წარმოება დაიწყო, ეჭვი ჰქონდათ, რომ სამსახურებრივ უფლებამოსილებას გადაამეტა და მეიჯარეს პირგასამტეხლო არასწორად დააკისრა. თუმცა, ჭალიძეს გადაცდომა ვერ დაუდგინეს. 

გორის მერია ფლობს უძრავ ქონებას, რომელსაც იჯარით გასცემს და მეიჯარეებისგან, ყოვეთვიურად, გარკვეულ თანხას იღებს. დავით ჭალიძის მოვალეობა იყო შეემოწმებინა, როგორ სრულდებოდა იჯარის ხელშეკრულების პირობები და იხდიდნენ თუ არა ქონების საფასურს. საჭიროების შემთხვევაში, შეეძლო მეიჯარეებისთვის პირგასამტეხლოც დაეკისრებინა. 

Საქმე, რომლის გამოც გორის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახური დავით ჭალიძეს ედავებოდა, შპს “ხარებას” ეხება. ამ კომპანიას აღნაგობით ჰქონდა აღებული გორის მერიის ფართი, თუმცა ქონებით სარგებლობის საფასურს დროულად არ იხდიდა. ამის გამო ჭალიძემ მას 285 ლარის პირგასამტეხლო დააკისრა და საქმე შესასწავლად იურიდულ დეპარტამენტს გადაუგზავნა. 

აუდიტმა დაასკვნა, რომ აღნაგონის ხელშეკრულებაში საერთოდ არ ყოფილა პუნქტი პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ. Შესაბამისად, ვერც ერთი მხარის ბრალეულობა ვერ დადგინდა და ყველაფერი ტექნიკურ ხარვეზს მიეწერა.

ვის აქვს სამეწარმეო საქმიანობა გორის მერიაში?

Გორის მერია რომ გულწრფელი ყოფილიყო და დასაქმებულების გადაცდომები ნამდვილად შეესწავლა, თანამდებობიდან უნდა დაეთხოვა თავად ქალაქის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და  მისი მოადგილე თამაზ შიოშვილი.  ისინი კომპანიებს ფლობენ და საჯარო რეესტრის მიხედვით წილებსაც თავად განკარგავენ, რაც პრობლემაა. 

ნებისმიერ საჯარო მოხელეს აქვს უფლება, კომპანიის ან სააქციო საზოგადოების მეწილე იყოს. ეს დარვევა არაა, თუმცა კანონის მიხედვით: 

“საჯარო მოსამსახურე ვალდებულია, მინდობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამსახურის გავლის ვადით სხვას სამართავად გადასცეს მის საკუთრებაში არსებული სამეწარმეო საქმიანობის სუბიექტის საწარმოს კაპიტალის წილი (აქციათა პაკეტი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.” 

გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი რომ სამ აქტიურ კომპანიას ფლობს, ამაზე “აი, ფაქტი” ადრეც გიყვებოდათ. ხინჩეგაშვილს 33 და 34%-ანი წილები აქვს შპს-ებში “ჰოუმ,” “ჩემპიონი” და “ლეგასი.” საჯარო რეესტრის დოკუმენტებით კი წილების მმართველი თვითონაა.  

ამ ამბის გამოქვეყნებიდან მეორე დღეს გორის მერიამ გვიპასუხა, “აი, ფაქტი” ცრუობს, მერი კანონს არ არღვევს  და წილები სხვა პირზე, ზურაბ გაბოძეზე აქვს გადაცემულიო. ამის დასტურად კი ატვირთეს წილების მინდობილობით გადაცემის დოკუმენტების სქრინი.  თუმცა, მხოლოდ ორი კომპანიის შემთხვევაში, შპს ჩემპიონზე არაფერი უთქვამთ. 

Რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ Მერს მართლაც ჰყავს წილის მმართველი? საჯარო რეესტრის ოფიციალური დოკუმენტებით ეს არ დასტურდება.

მერის 2022 წლის დეკლარაციაშიც  მითითებულია, რომ მისი კომპანიის წილები მინდობილობით სხვა პირზეა გადაცემული. ვერც ეს  სიტყვიერი მინაწერი გამოდგება მტკიცებულებად. დეკლარაციაში არც მმართველის ვინაობა ჩანს და არც გადაცემული წილების პროცენტულობა.

თვითმმართველობის ექსპერტ ალექსანდრე სვიმონიშვილის თქმით, დეკლარაციაში წილის მმართველის ვინაობის დამალვა არსებითი კანონდარღვევაა.

“ამის თაობაზე, თავად დეკლარაციის შევსება და ჩაბარება როცა ხდება, იქ უნდა მიეთითებინათ,  რომ არასრულყოფილად არის შევსებული. შეიძლება, ვთქვათ, გადაცემის თარიღი არ ეწეროს,  მაგრამ ვისზეა გადაცემული, ეს უნდა იყოს. Როცა ხდება გადაცემა, აუცილებლად ეს საჯარო რეესტრშიც უნდა ჩაიწეროს,”- გვითხრა სვიმონიშვილმა.

ამასთანავე, “აი,ფაქტი” საჯარო მოხელის დეკლარაციას სანდო წყაროდ არ  მიიჩნევს, რადგან დეკლარაციების არაკეთილსინდისიერად შევსების არაერთი მაგალითი გვაქვს

Სამ კომპანიას ფლობს გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილიც. Მას 25, 30 და 35 %-ანი წილები აქვს  შპს “სპენიშქლეიში”, შპს “მემორექსში” და შპს “ლოჯიქსში.” საჯარო რეესტრში წილების მმართველი არც მას ჰყავს მითითებული. Ძველი და ახალი დეკლარაციებიდან კი არა მხოლოდ წილებს, საერთოდ კომპანიების არსებობას მალავს.

ამით შიოშვილი არღვევს საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის მე-15 მუხლს. Როგორც ჩანს, თვითონ არ გვეთანხმება, რომ კანონს არღვევს. თამაზ შიოშვილმა გვითხრა, კომპანიები, ჩათვალეთ, აღარ არსებობსო.

“არაფერი კომპანიები მე აღარ მაქვს. Საჯარო რეესტრში აღარ უნდა ყოფილიყო ეგრე. Რომ დავინიშნე მოადგილედ, მაგდენი ვიცი ახლა, ყოფილი პარლამენტარი ვარ და ვიყავი მისული, გავაკეთე ყველაფერი. რატომ ჩანს ჩემზე, ვერ გავიგე. დეკლარაციაში იმიტომ არ ჩანდა ალბათ რომ შემოსავალი მაქედან არ მქონია, გაუქმებული კომპანიები იყო და… როგორღა გითხრათ, ვერ გავიგე,”- ამბობს გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი. 

Საქმე ისაა, რომ დეკლარაციაში ბიზნესსაქმიანობის ასახვა საჯარო მოხელეს ნებისმიერ შემთხვევაში ევალება. Მნიშვნელობა არ აქვს, იღებს იქედან შემოსავალს თუ არა.

Რაც შეეხება ლიკვიდაციას, საჯარო რეესტრის მონაცემებით, თამაზ შიოშვილს კომპანიების გაუქმება ნამდვილად არ უცდია. Მან შარშან აგვისტოში წილების გასხვისება სცადა. თუმცა, დოკუმენტაცია ხარვეზებით იყო შევსებული და იუსტიციის სახლმა საქმის წარმოება შეწყვიტა.  Შესაბამისად, შიოშვილი კვლავ ამ შპს-ების მეწილედ დარჩა.

ამჟამად ბიზნესსაქმიანობას  უარყოფს, მაგრამ სამომავლო ბიზნესგეგმები კი გაგვიმხილა. თამაზ შიოშვილმა ორი წლის წინ გორის მერიისგან აღნაგობით აიღო 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების მიხედვით, მან აქ კომერციული დანიშნულენის ობიექტი უნდა აეშენებინა და ორი წლის განმავლობაში, მინიმუმ 100,000 ლარის ინვესტიცია ჩაედო. Შიოშვილი გვეუბნება, მომავალში ალბათ გავაქირავებ ამ მიწას და შემოსავალს მივიღებო. 

Რომ ვკითხეთ, რა იყო მოწყობილი ახლა ამ ტერიტორიაზე, გვითხრა, ბევრს ლაპარაკობთო და ტელეფონი გაგვითიშა. “აი,ფაქტის” ინფორმაციით, მერიის კუთვნილ მიწაზე ახლა მანქანების სამრეცხაოა.

Გორის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ბოლო ხუთი წელია დალი ტლაშაძე ხელმძღვანელობს. ის 2006 წლიდან შპს “ზადა-დას” 30%-ანი წილის მფლობელია. თუმცა, დეკლარაციაში მხოლოდ წელს ასახა. Გამოდის, შიოშვილის მსგავსად, მანაც დაარღვია საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონი. პასუხი კი არავინ მოსთხოვა.

Ბოლო დეკლარაციის მიხედვით, დალი ტლაშაძემ საკუთარი წილების სამართავად გადასცა ზაურ ტლაშაძეს, რომელიც კომპანიის მეორე დამფუძნებელი და დირექტორია. თუმცა, ეს ინფორმაცია არ არის ასახული საჯარო რეესტრის დოკუმენტებში.

Გორის მერიის ლოგიკას რომ მივყვეთ, სამსახურიდან ზემოთ ჩამოთვლილი სამი პირიც გასაშვებია. Მართალია, ბიზნესებიდან Შემოსავალი არ აქვთ, მაგრამ დავით ჭალიძესაც ხომ არ ჰქონია? “აი,ფაქტს”, ბუნებრივია, ამ კითხვების დასმა სურდა გორის მერიასთანაც. თუმცა, მათთან კომუნიკაცია შეუძლებელია. Კითხვები ოფიციალურადაც გავგზავნეთ და პირადად, Პრესსამსახურთანაც. Რამდენიმე მცდელობის მიუხედავად ჩვენი შეტყობინებები და ზარები უპასუხოდ დატოვეს. 

დეკლარაციები ზედმიწევნითაა თუ არა შევსებული, საჯარო სამსახურის ეროვნული ბიურო უნდა აკონტროლებდეს. გავუგზავნეთ ოფიციალური მოთხოვნა, რომ შეისწავლონ გორის მერიის მაღალჩინოსნების დეკლარაციებში გამორჩენილ-მიმალული კომპანიები. განცხადება დაარეგისტრირეს და Პასუხს ამბის მოკვლევის მერე შეგვატყობინებენ.

Როგორ ჩანს, გორის მერია ფიქრობს, რომ თანამშრომლები მეწარმის და მეწილის სტატუსის გამო უნდა დაითხოვონ, იმის მიუხედავად, აქვთ თუ არა ამ გზით შემოსავალი. Მაშინ, თავად მერი, ვლადიმერ ხინჩეგაშვილიც ჰყავთ გასაშვები.

თუმცა, ადრეა, მას ხომ ჯერ კრიტიკული ფეისბუქ-პოსტები არ გამოუქვეყნებია. 

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, რომ "აი, ფაქტმა" განაგრძოს საჯარო მოხელეების საქმიანობის შესწავლა, გახდით "აი, ფაქტის" სპონსორი
Next
ანაკლია-განმუხურის “სავიზიტო ბარათი” – უფუნქციო შენობაში გაფლანგული მილიონები
312935455 524420422569262 2823981671778455699 n e1670849012587

ანაკლია-განმუხურის “სავიზიტო ბარათი” – უფუნქციო შენობაში გაფლანგული მილიონები

ავტორები: ნათია მიხელიძე და გუგა მალიაძე  კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share