იმერეთის სოფლებში ყველაზე მეტად უწყლობა აწუხებთ. ჩვენ გასულ კვირაში ორი სოფლის მოსახლოებას შევხვდით და მათი პრობლემები მერიის ყურამდე მივიტანეთ.
ილორი ჯერ სოფელი იყო, ოცი წლის წინ კი ქალაქ სამტრედიას მიაკუთვნეს. აქ 150-მდე ოჯახი ცხოვრობს. მათ წყალგაყვანილობის სისტემა არ აქვთ, სასმელ და საყოფაცხოვრებო წყალს საკუთარი ჭებიდან იღებენ. თუმცა, ზაფხულში ჭები შრება და წყალი მეზობელი სოფლის, ხუნჯულაურის წყაროდან მოაქვთ.
აქაურებმა მერიას განცხადებითაც მიმართეს, მაგრამ წყალი ჯერ არ ჩანს. მერიაში რომ დავრეკეთ, ამ პრობლემაზე გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასთან გადაგვამისამართეს.
წყალმომარაგების კომპანიის სამტრედიის სერვისცენტრის მენეჯერმა, პაატა კაშიამ გვითხრა, რომ სამტრედიაში წყალგაყვანილობის სისტემა სრულად უნდა შეიცვალოს და ილორის ქუჩა ამ პროექტში გათვალისწინებულიაო.
“თუ ყველაფერი კარგად იქნა, ღმერთის წყალობით, 4-5 წელიწადში დასრულდება მშენებლობა მთელ სამტრედიაში.
აქაურებს ნაგვის ურნების ნაკლებობაც აწუხებთ. “ადრე სოფელი იყო, მერე ილორის ქუჩა გახდა, მარა რა ეტყობა ქუჩობის, ნაგვის ურნაც არ გვაქვს,”- ამბობს ადგილობრივი.
მერიაში გვითხრეს, რომ ახალ ნაგვის ურნებს ელოდებიან და ილორში თვენახევარში მიიტანენ. “აი ფაქტი” თვალს მიადევნებს, Შეასრულებს თუ არა მერია და წყალმომარაგების კომპანია დანაპირებს.
“აი, ფაქტი” გვიშტიბის მოსახლეობასაც შეხვდა
Წყლის პრობლემა აწუხებთ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გვიშტიბშიც. დასახლებაში სასმელი წყალი ძველ, საბჭოთა პერიოდის მილებში გადის, ამიტომ ხშირად ზიანდება. გვიშტიბის 30-მდე ოჯახს კი წყალი საერთოდ არ მიეწოდება.
სადაც წყალია, იქ ძველი მილები ხშირად ტყდება და წყალს წურბელა და ჭია მოჰყვება. Სადაც მილები არ მიდის, წყალს ეზოში საკუთარი ჭებიდან იღებენ, ავზებში აგროვებენ, რომ სარეცხის, საქონლისა და ნარგავებისთვის გამოიყენონ. ზაფხულში, როცა ჭაში წყლის რაოდენობა იკლებს, სარწყავად აღარ ჰყოფნით.
ტარიელ გველესიანი მერის წარმომადგენელია სოფელ გვიშტიბში. გვითხრა, რომ პრობლემის შესახებ იცის და მოგვარება იგეგმება. Ზუსტი თარიღი უცნობია, მაგრამ ამ ეტაპზე, გვიშტიბის, პირველი წყალტუბოსა და გუბისწყლის წყალგაყვანილობის სისტემის შეცვლისათვის მერიაში პროექტი მუშავდებაო. Წელს წყალტუბოს მერიის ბიუჯეტიდან წყლის სისტემების განვითარებისათვის 950 ათასი ლარია გამოყოფილი.