fbpx
infrastruqtura

ინფრასტურქტურა vs სტიქიით დაზარალებულები – როგორ ხარჯავს თბილისის მერია თანხებს

13 ივნისის სტიქიის შემდეგ თბილისის მერიამ შემოწირულობის სახით 9 675 9
67 ლარი და 500 აშშ დოლარი მიიღო. ეს თანხა მოსახლეობამ და კომპანიებმა მერიის მიერ “ქართუ” ბანკში სტიქიით გამოწვეული სალიკვიდაციო ღონისძიებებისა და დაზარალებულთა დასახმარებლად შექმნილ სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხეს.

ქალაქის მუნიციპალიტეტმა დღემდე სტიქიით მიყენებული ზარალის დასაფარად 4 224 302 ლარი დახარჯა:

დაზარალებული უბნების გაწმენდა-გასუფთავება – 443 600 ლარი;
ელ. სადგურის ტერიტორიაზე დაზიანებული სანიაღვრე კოლექტორის აღდგენა – 18 251 ლარი;
ვერეს ხეობაში, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ საყრდენი კედლის მოწყობა – 3 515 183 ლარი;
დიზელის შეძენა – 247 266 ლარი.

30 ივნისს ჩვენ თბილისის მერიას განცხადება გავუგზავნეთ შემდეგი კითხვებით:

1. თბილისში 13 ივნისს მომხდარი წყალდიდობის მიერ დაზარალებულთა დასახმარებლად მერიამ გახსნა სპეციალური ანგარიში თუ ფონდი?
2. თუ ანგარიში გაიხსნა, რომელ ბანკში და რა ვადით?
3. ამ დროისთვის რამდენი იურიდიული და ფიზიკური პირისგან მიიღეთ შემოწირულობა? გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამ პირების ჩამონათვალი.
4. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამ პირების მიერ თანხის ჩარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).
5. რა რაოდენობის თანხაა ამ დროისთვის შემოსული?
6. რა რაოდენობის თანხა დაიხარჯა ამ დროისთვის და გთხოვთ, მიუთითოთ კონკრეტულად რა მიზნით? (თითოეული პროექტის სახელწოდება)

პასუხგაუცემელი კითხვები:

1. გთხოვთ, მოგვაწოდოთ ამ თანხის გახარჯვის გენ. გეგმა, რომელიც მერიამ შეიუმუშავა (ხარჯთაღრიცხვა ან ბიუჯეტი).
2. რამდენი ოჯახის მდგომარეობაა ამ დროისთვის შესწავლილი?
3. საერთო ჯამში, რამდენი ოჯახია ცნობილი დაზარალებულად?
4. ამ რაოდენობიდან რამდენი დარჩა სახლის გარეშე?
5. რა ზომებს მიიღებს მერია იმ ოჯახების დასახმარებლად, რომლებმაც საცხოვრებელი დაკარგეს?
6. რამდენი ოჯახისთვის არის დაგეგმილი კომპენსაციის მიცემა?

აღნიშნულის საპასუხოდ მერიისგან მივიღეთ შემომწირველთა სია და გახარჯული თანხის ამსახველი დოკუმენტი.

დანარჩენ კითხვებზე პასუხები ჯერ არ გვაქვს. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ამ საკითხზე მუშაობას და განახლებულ ინფორმაციას პერიოდულად მოგაწვდით.

სტიქიით დაზარალებული ხარ? კმაყოფილი ხარ მერიასთან თანამშრომლობით? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები, თუ რას კითხავდით თბილისის მერიის თანამშრომლებს ამ თემაზე.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ევროპული შობა ქართული საშობაო ნაძვის ხეებით
shoba

ევროპული შობა ქართული საშობაო ნაძვის ხეებით

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share