fbpx
ivanishvili 2

ივანიშვილის ბანკირს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს

“კრედიტ სვისის” ბანკირს, რომელმაც საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ანგარიშებიდან მილიონობით დოლარი გაფლანგა, ჟენევის სასამართლომ დღეს 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

პატრიკ ლესკადრონმა აღიარა ივანიშვილისა და სხვა კლიენტების კუთვნილი მინიმუმ 150 მილიონი აშშ დოლარის გაფლანგვა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ პირადად მან 100 მილიონი დოლარი დაკარგა. ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სასამართლოს აცნობა, რომ პროცესზე ავადმყოფობის გამო არ გამოცხადდა. სასამართლო ჩვენებების თანახმად, ლესკადრონმა ივანიშვილისგან გადასახადის სახით 1.5 მილიონი დოლარი მიიღო, რის შესახებაც ბანკირმა “კრედიტ სვისში” არ განაცხადა.

ბანკი “კრედიტ სვისი” სასამართლო პროცესზე დაცვის მხარეს არ წარმოადგენდა. ივანიშვილს საკუთარი ფულის დასაბრუნებლად სასამართლო დავა აქვს ახალ ზელანდიაში, ბერმუდასა და სინგაპურში.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
აზერბაიჯანთან დაუდგენელი საზღვრის გამო ადგილობრივების სიცოცხლე საფრთხეშია
border

აზერბაიჯანთან დაუდგენელი საზღვრის გამო ადგილობრივების სიცოცხლე საფრთხეშია

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share