fbpx

წყალტუბოს მერია ჯიმასტაროში წყალმომარაგების სამუშაოებს იწყებს

bolo

ჩვენ პერიოდულად გიყვებით, რომ მოსახლეობას ვხვდებით, ვისმენთ რა აწუხებთ და შემდეგ ეს ამბები ადგილობრივი მთავრობის ყურამდე მიგვაქვს, რომ საქმე დროულად გააკეთონ. 

ასე მოხდა ჯიმასტაროს შემთხვევაშიც. წყალტუბოს ამ სოფელს წყალი არ ჰქონდა, 90 ოჯახი წყალს ერთი წყაროდან ეზიდებოდა. ამ ამბით შარშან დეკემბერში დავინტერესდით, ჯიმასტაროელებს შევხვდით, პრობლემას დეტალურად გავეცანით და ადგილობრივ ხელისუფლებასაც მივაწვდინეთ ხმა, რომ მათთვის ყურადღება მიექციათ. 

სოფლის წარმომადგენელი მოსახლეობასთან შეხვედრაზე არ მოვიდა, მაგრამ ტელეფონით ვესაუბრეთ და დაგვპირდა, რომ ჯიმასტაროს უწყლობის პრობლემას  მოაგვარებდა. როგორც ჩანს, “აი, ფაქტის” ჩარევის შემდეგ, საქმე მართლაც დაჩქარდა. 

წყალტუბოს მერიამ ჯიმასტაროში წყალსადენი მაგისტრალისა და რეზერვუარის მოსაწყობად საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენაზე ტენდერი 27 მაისს გამოაცხადა. ახლა პრეტენდენტის შერჩევა-შეფასების პროცესი მიდის და მალე სამუშაოების პროექტი მზად იქნება. კომპანიას ამ საქმისთვის 20 ათას ლარს გადაუხდიან. 

ჯიმასტაროს გასაჭირზე ვრცლად,  ჩვენი სტატიიდან გაიგებთ. ჩვენ კვლავაც მივადევნებთ თვალს, თუ როგორ წარმართავს მერია სამუშაოებს და რამდენად კმაყოფილი იქნება მოსახლეობა შესრულებული პროექტით.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა უშველა ბალტიის ქვეყნების ეკონომიკას EU-ს კანდიდატის სტატუსმა?
Estonia e1668767191881

რა უშველა ბალტიის ქვეყნების ეკონომიკას EU-ს კანდიდატის სტატუსმა?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share