fbpx

Როგორ აგვარებს მერია გზების პრობლემებს საჩხერეში?

korbouli 3 1 1

“აი, ფაქტი” კვლავ ხვდება იმერეთის მოსახლეობას,  ეცნობა მათ პრობლემებს და მოგვარების გზებზე ადგილობრივ მთავრობებს ეკითხება. 

ამჯერად საჩხერის სოფლებში ვიყავით. კორბოულში, ნოზაძეების უბანში ყველაზე მეტად უგზობა აწუხებთ. აქ 22 ოჯახი ცხოვრობს, რომლებსაც ზამთარში ფეხით გადაადგილება უჭირთ. ცუდი გზის გამო, სახლამდე ვერც Სამარშრუტო ტაქსით მიდიან. Ბავშვებს Შუა გზაზე ტოვებს სკოლის ტრანსპორტიც. ადგილობრივები სულ ორ კილომეტრამდე მონაკვეთის გაკეთებას ითხოვენ. 

Screenshot 2022 03 14 at 16.06.12 1 1
კორბოულამდე მისასვლელი გზა

სოფელში 24 თებერვალს ვიყავით. გზაზე თოვლი დაგვხვდა და Მოსახლეობამდე მანქანით ვერც ჩვენ მივედით. ადგილობრივებმა გვითხრეს, ტრაქტორი აქ მაშინ მოჰყავთ გასაწმენდად, როცა ვინმე მოკვდებაო.”სასწრაფო ვერ მოდის, ბარებით და ლაფართქებით დავდევთ ხოლმე რომ მოდის,” –  გვეუბნებიან სოფელში.

მოსახლეობასთან მოსვლა კორბოულში მერის  წარმომადგენელსაც ვთხოვეთ, მაგრამ შეხვედრაზე არ დაგვთანხმდა, კორონავირუსის გამო დაწესებულ რეგულაციებს ვიცავო.

korbouli 1
შეხვედრა კორბოულში

ვახტანგ კაპანაძემ სატელეფონო საუბრისას გვითხრა, რომ გზის პროექტირება მალე დასრულდება, თუმცა პირობას ვერ გვაძლევს, რომ მიმდინარე წელს გაკეთდება.

რაც შეეხება თოვლში ამ გზის გაწმენდას, ვახტანგ კაპანაძემ  გვითხრა, რომ მერიის ტექნიკა გზაზე არსებულ თოვლის საფარს ვერ უმკლავდება.

 კორბოულში ახლაც თოვლია, დღეს რომ ვესაუბრეთ, მერის წარმომადგენელმა გვითხრა, ნოზაძეების უბანში დგას ტექნიკა და თოვლისგან იწმინდებაო. როგორც ჩანს, ადგილობრივი მთავრობა მოსახლეობის პროტესტმა გამოაფხიზლა. 

სოფელ ბაჯითის გზა

კორბოულისგან განსხვავებით, საჩხერის სოფელ ბაჯითში მოწესრიგებულია თითქმის ყველა საუბნო გზა. დარჩენილია ერთი უბნის მხოლოდ 5 ოჯახი. ორი წლის წინ აქ გზა კი გააკეთეს, მაგრამ ნაწილობრივ. 

“წვიმიანში აქ იმხელა ტალახია, ვერ გაივლი, ვერც მოაბრუნებ მანქანას, “ – გვითხრა ნანა ხეცურიანმა. 

ადგილობრივებთან ერთად დავუკავშირდით ბაჯითში საჩხერის მერის წარმომადგენლებს. გურამ აბრამიშვილმა გვითხრა, ამ უბანში ღობეები იყო ჩამოშლილი და ტექნიკა ვერ მოძრაობდაო. 

ღობე, რომელზეც აბრამიშვილი საუბრობს, ნანა ხეცურიანს ეკუთვნის. 

“ორი წელიწადია, რაც ჩამოვედით. პირველ რიგში ღობე გავაკეთეთ, ორ ადგილზე ჩამოშლილი იყო. მას შემდეგ არ უნახავთ და რა ჩამოშლილია, ვერ გავიგე, ესეიგი არ უნახავს ორი წელია. რა გახდა ასეთი გაუკეთებელი, ტალახში ვიხრჩობი,” – გვითხრა ნანა ხეცურიანმა. 

სოფლის წარმომადგენელს გავაგებინეთ, რომ ღობე უკვე გაკეთებულია. გვითხრა, შევამოწმებთ და თუ შესაძლებელი იქნება, გზას დავაგებთო. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ასე აწყობენ სკვერებს ვარდიგორაში
vardigora 1

ასე აწყობენ სკვერებს ვარდიგორაში

ოთხი ცალი გრძელი სკამის დადგმა და მისი შემოღობვა 16 ათასი ლარი დაჯდა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share