fbpx

მეგობრობა გზად და ხიდად ჭიათურის მერიაში

nugzari 1 1

ჭიათურის მერიამ მერის მოადგილის მეგობარს უკონკურსოდ 351,000 ლარის ხელშეკრულება  გაუფორმა 2020-2021 წლებში. გიორგი ბიწაძე მერის მოადგილეა 2019 წლიდან, ნუგზარ ჩიკვილაძე კი მისი ბავშვობის მეგობარი და ნათესავია. 

ნუგზარ ჩიკვილაძემ სამეწარმეო საქმიანობა 2003 წლიდან დაიწყო. საჯარო რეესტრის მონაცემების თანახმად, მას სულ 10 კომპანია აქვს. თუმცა, აქედან სახელმწიფო შესყიდვებში მხოლოდ 5 კომპანია მონაწილეობს, ისიც მას შემდეგ რაც მისი მეგობარი მერიაში დაინიშნა. შპს “მ და ნ”, შპს “ფორვარდ”, შპს “რევივალი”, შპს “ავანტი”, შპს “ჯეროჰამი” – ეს კომპანიები საჯარო რეესტრში გიორგი ბიწაძის მერის მოადგილედ დანიშვნის შემდეგ დარეგისტრირდნენ.  

chikviladze1 1

მერიის მიერ ამ კომპანიებისთვის მიცემული ტენდერები, ძირითადად, გზის მოხრეშვის სამუშაოებს ეხება. 

მერის მოადგილე, გიორგი ბიწაძე გვეუბნება, რომ ეს ხელშეკრულებები მათ მეგობრობას არ უკავშირდება: “რამდენიმე ხელშეკრულება აქვს სოფლის პროგრამებთან დაკავშირებით, დიდი არაფერი,  ყველას უფორმდება მასე ხელშეკრულებები. სოფლის პროგრამა მთავრობის გადაწყვეტილებით იძლევა შესაძლებლობას, ერთ პირთან მოლაპარაკებით გაფორმდეს ხელშეკრულება”. 

დავუკავშირდით ნუგზარ ჩიკვილაძესაც. ვკითხეთ, ჭიათურის მერიასთან დადებული ხელშეკრულებები, მის მეგობრობას ხომ არ უკავშირდებოდა. გვიპასუხა: “გიორგი ბიწაძე არ მიფორმებს მე ხელშეკრულებებს, სამწუხაროდ. ეგრე ახლა ირაკლისთანაც ვმეგობრობ, ღარიბაშვილთან და გასულ ხელისუფლებასთანაც, მაგრამ გამოცდილებაზეა აქ საუბარი.”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
თურქეთში კორუფციაში ბრალდებულის ქართული ბიზნესი
turkey cor

თურქეთში კორუფციაში ბრალდებულის ქართული ბიზნესი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share