fbpx
mukhtarli 2

მუხთარლის საქმის განხილვა აზერბაიჯანის სააპელაციო სასამართლომ დაიწყო

დღეს აზერბაიჯანის ქალაქ შაქის სააპელაციო სასამართლოში საქართველოდან გაუჩინარებული ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის სასამართლო პროცესი გაიმართა.

მუხთარლი თბილისიდან დღემდე დაუდგენელ ვიტარებაში 2017 წლის 29 მაისს გაუჩინარდა და რამდენიმე დღის შემდეგ ბაქოს ციხეში აღმოჩნდა. ჟურნალისტს აზერბაიჯანის საქალაქო სასამართლომ საზღვრის უკანონო კვეთისა და დიდი რაოდენობით თანხის არადეკლარირებულად გადატანისთვის 6 წელი მიუსაჯა.

სხდომაზე მოსამართლემ, რაფაელ ალიევმა მუხტარლის ჩვენება მოისმინა. რადგან პროცესს არ ესწრებოდა დაზარალებული მესაზღვრე გაფურ მამადოვი. მოსამართლემ საქმის მოსმენა 14 მარტისთვის გადადო და განაცხადა, რომ სასამართლო შეტყობინებას მესაზღვრესაც გაუგზავნის.

მუხთარლიმ ჩვენებაში განაცხადა, რომ იგი არ ენდობა სააპელაციო სასამართლოს და მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, თუმცა თვლის, რომ ეს პროცესი აუცილებელია მოგვიანებით ევროპულ სასამართლოში საქმის გასასაჩივრებლად. მუხთარლიმ ისიც აღნიშნა, რომ აზერბაიჯანული მხარე მას არ აძლევს უფლებას ჩვენება მისცეს ქართულ გამოძიებას. თავის ჩვენებაში აფგან მუხთარლიმ გატაცების დეტალებზეც ისაუბრა და როგორც ადრე, ამ დანაშაულის ჩადენაში ქართველ მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს.

სხდომას მუხთარლის ქართველი და ადგილობრივი ახლობლები და აზერბაიჯანული ოპოზიციური პარტიის “მუსავათის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
თბილისის მერიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის 22 ადამიანი არ ჰყოფნის
meria

თბილისის მერიას საზოგადოებასთან ურთიერთობისთვის 22 ადამიანი არ ჰყოფნის

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share