fbpx
pilatusi

პილატუსი: აზერბაიჯანის მმართველთა პირადი ბანკი

აზერბაიჯანის პრეზიდენტისა და გადაუდებელ საქმეთა მინისტრის შვილების სახელზე რამდენიმე ოფშორული კომპანიაა რეგისტრირებული, რომლებიც ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში თანხებს მდიდრულ უძრავ ქონებაში, ბიზნესებსა და სასტუმროების მშენებლობაში აბანდებენ.

მათი საიდუმლო ანგარიშები მალტაში, “პილატუს ბანკშია” განთავსებული. ამ ფინანსურ ინსტიტუტში გამოძიება ფულის გათეთრების შემთხვევებს სწავლობს.

აზერბაიჯანის მაღალჩინოსნების მანამდე არადეკლარირებული ქონება მოიცავს მსხვილ კონგლომერატს აზერბაიჯანში, ხუთვარსკვლავიან სასტუმროს, სამ ათეულზე მეტ მდიდრულ უძრავ ქონებას დუბაიში, ფრანგული ფაიფურისა და თეთრეულის ქარხნებს, ვილას სამხრეთ ესპანეთში და მშენებარე სასტუმროს საქართველოში.

ამის შესახებ OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომელიც მალტაში მოკლული ჟურნალისტის, დაფნე გალიციასადმი მიძღვნილი პროექტის ფარგლებში 18-მა მედია ორგანიზაციამ მოამზადა.

სამი სხვადასხვა წყაროს ცნობით, ლეილა და არზუ ალიევები, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილები ბანკის ყველაზე მსხვილი კლიენტები და საიდუმლოებით მოცული ოფშორული კომპანიების მფლობელები არიან.

ამავე წყაროების ცნობით, ტეილ და ნიჯათ ჰეიდაროვების, გადაუდებელ საქმეთა მინისტრის შვილების სახელზეც რამდენიმე ოფშორული კომპანიაა რეგისტრირებული.

იმ წყაროების ცნობით, რომლებსაც ჰეიდაროვების საბანკო გადარიცხვებზე მიუწვდებათ ხელი, მათ ბანკი მარბელაში, ესპანეთის ზღვისპირა კურორტზე მდებარე მდიდრულ უძრავ ქონებაში 3.9 მილიონი ევროს ინვესტირებისთვის გამოიყენეს.

ჰეიდაროვებმა ამავე ბანკის საშუალებით განახორციელეს 2.5 მილიონი ევროს ინვესტიცია საქართველოში, წყალტუბოში მდებარე სანატორიუმ “მეშახტეში,” რომლის რეაბილიტაცია ახლაც მიმდინარეობს. გეგმის მიხედვით აქ ოთხვარსკვლავიანი სასტუმრო უნდა განთავსდეს.

OCCRP-ის მიერ გამოქვეყნებულ მასალაში ნახსენებია ისიც, რომ ჰეიდაროვების ოჯახის სახელზე რეგისტრირებული სხვა ოფშორული კომპანიები 40 მილიონი ევროს ღირებულების ქონებას ფლობენ დიდ ბრიტანეთსა და ესპანეთში.

ხადიჯა ისმაილოვა, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი სწორედ ამ თემაზე მუშაობისას დააპატიმრა ქვეყნის ხელისუფლებამ. მან 2015-2016 წლის მანძილზე 18 თვე გაატარა ციხეში.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
მუხთარლის სააპელაციო სასამართლო დასრულდა: სასჯელი კვლავ 6 წელია
mukhtarli

მუხთარლის სააპელაციო სასამართლო დასრულდა: სასჯელი კვლავ 6 წელია

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share