fbpx

კონფიდენციალობის პოლიტიკა

ჩვენს ვებ-გვერდზე თქვენი შემოსვლით, ჩვენს სერვრზე ფიქსირდება გარკვეული ინფორმაცია, მაგალითად IP მისამართი. თუ სიახლეებს გამოიწერთ, ჩვენ გვეცოდინება თქვენი მეილი, თუ თანხას შემოგვწირავთ, ჩვენთან აისახება თქვენი გადახდა.

ეს ყველაფერი პირად ინფორმაციას განეკუთვნება და ჩვენ მას პატივს ვცემთ და ვიცავთ. ქვემოთ გიზიარებთ კონფიდენციალურობის პოლიტიკის წესებს.

  1. შესავალი

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი,ფაქტის” კონფიდენციალობის პოლიტიკის დოკუმენტი (შემდგომში „კონფიდენციალობის პოლიტიკა“) მიზნად ისახავს პერსონალური ინფორმაციის დამუშავების (მაგ. მოპოვების, გამოყენების, შენახვის ან გადაცემის) შესახებ ინფორმაციის მოწოდებას. პერსონალური ინფორმაცია შესაძლოა მოპოვებულ იქნეს ჩვენი ონლაინ მედია პლატფორმებიდან (ვებ-საიტი ) ან თქვენს მიერ შევსებული კლიენტის ფორმიდან.

  1. პერსონალურ მონაცემები

ჩვენს მიერ მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია მოიცავს შემდეგს:

  • საკონტაქტო პირის ინფორმაცია (როგორიცაა სახელი, გვარი, მისამართი საფოსტო მისამართი, იმეილი, მობილურის ან სხვა ტელეფონის ნომერი);
  • მომხმარებლის სახელი და პაროლი;
  • საგადახდო ინფორმაცია (როგორიცაა საგადახდო ბარათის ნომერი, ვადის გასვლის თარიღი, ავტორიზაციის ნომერი ან უსაფრთხოების კოდი);
  • მომხმარებელთა სერვისის ინფორმაცია (როგორიცაა მომხმარებლის შეკითხვები, კომენტარები, შეკეთების სერვისით სარგებლობის ისტორია);
  • ფოტომასალა, კომენტარები და თქვენს მიერ მოწოდებული სხვა კონტენტი;
  • ინფორმაცია პერსონალური და პროფესიული ინტერესების შესახებ, დაბადების თარიღი.
  • თქვენს მიერ კარიერული განვითარებისთვის მოწოდებული ინფორმაცია, როგორიცაა საკონტაქტო ინფორმაცია,
  • შესყიდვისა და ტრანზაქციების ინფორმაცია;
  • მეგობრების ან სხვა პირების საკონტაქტო ინფორმაცია, რომელთაც გსურთ რომ დავუკავშირდეთ;
  • ადგილმდებარეობის ინფორმაცია (ინფორმაცია, როგორიცაა თქვენ IP მისამართიდან, ქვეყანა, მობილური მოწყობილობის მდებარეობა, როდესაც ასეთი ინფორმაციის მიღებაზე შეტყობინება და არჩევნის უფლებაზე ინფორმაცია მიწოდებულია);
  • ინფორმაცია, რომელიც შესაძლოა მოვიპოვოთ სერვისის მომწოდებელი მესამე პირებისგან;
  1. პერსონალურ მონაცემთა შეგროვების საფუძვლები

ჩვენს მიერ პერსონალური მონაცემებს დამუშავება მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვემოთ ჩამოთვლილი პირობებიდან ერთს მაინც აკმაყოფილებს:

– თქვენ მოგვეცით თანხმობა თქვენი პერსონალური ინფორმაციის ერთი ან მეტი მიზნით დამუშავებაზე (მაგ. როგორიცაა „აი, ფაქტის“ ვებსაიტის გამოყენება, ახალი ამბების გამოწერა, „აი, ფაქტთან“ კონტაქტი);

– მონაცემების დამუშავება საჭიროა ხელშეკრულების შესასრულებლად (დაკავშირებული თქვენს მიერ თანხის შეწირვასთან) ან ხელშეკრულების გასაფორმებლად;

–  მონაცემების დამუშავება საჭიროა ჩვენთვის სავალდებულო სამართლებრივი ვალდებულების შესასრულებლად;

  1. პერსონალურ მონაცემთა შენახვის ვადები

თუ კანონმდებლობით სხვა ვადა არ არის დადგენილი, პერსონალური მონაცემები შეიძლება შეინახოს და დამუშავდეს ზემოაღნიშნული მიზნების განსახორციელებლად საჭირო დროით ან იმ დრომდე, სანამ თქვენ უარს არ განაცხადებთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავებულ იქნება კანონმდებლობასთან შესაბამისად.

  1. პერსონალურ მონაცემთა მესამე პირთათვის გადაცემა

ჩვენ შეიძლება თქვენი პერსონალური მონაცემები გადავცეთ მესამე პირებს, მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

– სერვისის მომწოდებლებს ჩვენს ბიზნეს საქმიანობაში ხელშეწყობისთვის (მაგ.გადახდების ავტორიზაცია, ივენთების ორგანიზება, სიახლეების გაგზავნა, „აი, ფაქტის“ პლატფორმების მართვა, რისკების მართვა, თაღლითობის პრევენცია, ნდობის და უსაფრთხოების გამყარება)

– სასამართლოს ან რეგულატორს ან ნებისმიერ მესამე პირს, თუ ეს მოთხოვნილია კანონით.

  1. მომხმარებლის უფლებები

პერსონალურ მონაცემებზე მომხმარებელს აქვს უფლება:

– წვდომის უფლება: თქვენ უფლება გაქვთ იცოდეთ რა პერსონალური მონაცემების შეგროვება მოხდა თქვენს შესახებ და როგორ მუშავდება ისინი.

– შესწორების უფლება: თქვენ უფლება გაქვთ მოითხოვოთ ცვლილებების შეტანა არასწორ პერსონალურ მონაცემში, პერსონალური მონაცემის დამატება ან განადგურება.

– უარის თქმის უფლება: თქვენ შეგიძლიათ ნებისმიერ დროს უარი განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე (მთლიანად ან ნაწილობრივ).

გარკვეულ შემთხვევებში ჩვენ შესაძლოა დაგვჭირდეს თქვენი პიროვნების დადასტურება მანამ, სანამ დავიწყებთ ზემოთ ჩამოთვლილი უფლებების საფუძველზე თქვენი მოთხოვნის განხორციელებას.

  1. პერსონალურ მონაცემთა უსაფრთხოების გარანტია

ჩვენ ვიყენებთ სათანადო ტექნიკურ, ორგანიზაციულ და ადმინისტრაციული უსაფრთხოების ღონისძიებებს რათა დავიცვათ ჩვენს ხელთ არსებული ნებისმიერი პერსონალური მონაცემი დაკარგვისგან, არასწორი გამოყენებისგან, არაავტორიზებული წვდომისგან, გამჟღავნებისგან, ცვლილებისგან ან გადანგურებისგან. მიუხედავად ამისა, იმ შემთხვევაშიც კი თუ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ პერსონალურ მონაცემთა დასაცავად, ჩვენ გარანტიას ვერ გავცემთ თქვენი მხრიდან დაუცველი ქსელის გამოყენებით  ინფორმაციის ჩვენს პლატფორმებზე გადმოგზავნისას მის უსაფრთხოებაზე.

  1. კონფიდენციალობის პოლიტიკის ცვლილებები

ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს შევცვალოთ კონფიდენციალობის პოლიტიკა. ყველა მნიშვნელოვანი ცვლილების შესახებ შეტყობინება განთავსდება „აი, ფაქტის“ გვერდზე. მიუხედავად ამისა, ასეთი ცვლილებების შესახებ ინფორმაციის მიღება თქვენს პასუხისმგებლობას განეკუთვნება.