fbpx
ჭიათურელი მაღაროელები ადამიანური პირობების მოლოდინში

რამ გამოიწვია ჭიათურელი მაღაროელების პროტესტი? – შეჯამება

“ჯორჯიან მანგანეზის” მაღაროებში, შახტებსა და ვახტებში დასაქმებულები მეათე დღეა გაფიცულები არიან. ისინი ჭიათურის მერიის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციებს მართავენ და Ნაწილი შიმშილობს კიდეც.

Საქმე ისაა, რომ მშრომელებისთვის კატეგორიულად მიუღებელი აღმოჩნდა სამუშაო გრაფიკის ცვლილებები. Მაღაროელების მონათხრობით ირკვევა, რომ კომპანიამ მოისურვა მეტი საქმის კეთება, იგივე ან უფრო ნაკლები გასამრჯელოს სანაცვლოდ.

ბოლო თვეებში მაღაროელებს სამუშაო დრო 3 საათით გაეზარდათ, ანაზღაურება კი 300-350 ლარით შეუმცირდათ. ამიტომ, საქმე შეწყვიტეს და ქუჩაში გადაინაცვლეს. Მაღაროელები ხელფასის მომატების გარდა უსაფრთხო სამუშაო გარემოს, უკეთეს კვებასა და ჯანმრთელობის დაზღვევას ითხოვენ.

Მათ ათი დღე არავინ აქცევდა ყურადღებას. Მხოლოდ 12 ივნისს გამოჩნდა მედიატორი, რომელიც დაპირდათ, თქვენს წუხილს დამსაქმებლის ყურამდე მივიტანო. ჯერჯერობით, კომპანიას დათმობაზე წასვლის პირი არ უჩანს, პროტესტი კი გრძელდება.

“აი, ფაქტის” ჟურნალისტებისთვის მასალაზე მუშაობისას მთავარი სირთულე გაფიცულების ნდობის მოპოვება იყო. Სურდათ, მათი ამბავი ზედმიწევნით სიზუსტით გაშუქებულიყო და ამიტომ, თავიდან კომუნიკაციას ერიდებოდნენ. გამოწვევა იყო რესპონდენტთა საჯაროდ ალაპარაკებაც. აქციის მონაწილეთა ნაწილი არ დაგვთანხმდა საუბარი ჩაგვეწერა და მათი პოზიცია სტატიაში აგვესახა. 

Მაღაროელთა პროტესტის შესახებ სრულ მასალას ქვემოთ მოცემულ ბმულზე წაიკითხავთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რუსეთის საყრდენი ძალები საქართველოში – ისტორიული მიმოხილვა
რუსეთის საყრდენი ძალები საქართველოში

რუსეთის საყრდენი ძალები საქართველოში – ისტორიული მიმოხილვა

ავტორები: მანანა ღოღობერიძე და ნანუკა ბრეგაძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share