fbpx
avtobusebi-sum

რატომ იგვიანებს თბილისში ავტობუსი? -შეჯამება

დედაქალაქში ავტობუსების რაოდენობის თანდათანობით ზრდის მიუხედავად, ამ ტრანსპორტით გადაადგილება სწრაფი და იოლი მაინც არ არის.  

შეფერხების მთავარი მიზეზი ისაა, რომ ავტობუსი საცობში, მსუბუქ მანქანებთან ერთად იჭედება და გაჩერებამდე დროულად ვერ აღწევს. ამ პრობლემას კი უწყვეტი საავტობუსე დერეფნები მოაგვარებდა.

თბილისში ახლა “ბასლეინები” კი გვაქვს, მაგრამ მოკლეა და ალაგ-ალაგ წყდება. ამიტომ, ავტობუსი მხოლოდ მცირე მანძილს გადის თავისუფლად და მერე გადატვირთულ საავტომობილო ზოლში უწევს მოძრაობა.

თუ მერია რეკომენდაციებს ზედმიწევნით გაჰყვება, 2025 წლისთვის 10 უწყვეტი დერეფანი უნდა გვქონდეს. მათი მოწყობა ფრაგმენტულად დაწყებულია. თუმცა, რა ტემპით წავა და როდის დასრულდება სამუშაოები, კონკრეტულად ვერ გვეუბნებიან.

Მერიაში ვერც იმას გვიზუსტებენ, რა არის თბილისისთვის საკმარისი ავტობუსების ოპტიმალური რაოდენობა. Ახლა ხაზებს 679 ავტობუსი ემსახურება და რეზერვშია 181.

თბილისში გადაადგილებას ართულებს ისიც, რომ არ გვაქვს ისეთი სტრატეგიული დოკუმენტი, რომლის შესრულებაც მერიისთვის სავალდებულო იქნება. Წელს დეკემბერში მიღებულ ტრანსპორტის გენერალურ გეგმასაც რეკომენდაციული ხასიათი აქვს.

დედაქალაქის ავტობუსები განსაკუთრებით მოუხერხებელი შშმ პირებისთვისაა. Მიუხედავად იმისა, რომ ტექნიკურად ყველა მათგანი ადაპტირებულია, ამ ტრანსპორტით დამოუკიდებლად მგზავრობა ეტლით მოსარგებლესაც უჭირს, ყრუსაც და უსინათლოსაც. 

Ბოლო რვა წლის განმავლობაში დედაქალაქის მერიამ 1019 ავტობუსი შეიძინა, ჯამში 512 მილიონ ლარად. Მათ მხოლოდ ორი კომპანია, “ჯითი გრუპი” და “თეგეტა მოტორსი” გვაწვდის. Მათ მფლობელებს “ქართულ ოცნებასთან” აქვთ კავშირი.

“აი, ფაქტი” სამი თვის განმავლობაში სწავლობდა, რაშია თბილისის ავტობუსების გასაჭირი და რა უნდა გაკეთდეს ახლანდელი სიტუაციის გამოსასწორებლად. გავეცანით კვლევებს, ვესაუბრეთ ტრანსპორტის სფეროს სპეციალისტებს და თბილისის მთავრობას. ამ პროცესში მთავარი სირთულე კი საჯარო ინფორმაციებზე დროული და ამომწურავი პასუხის მიღდება იყო.

ავტობუსების პრობლემებზე სრულ მასალას ქვემოთ მოცემულ ბმულზე წაიკითხავთ.

Please fill the Iframe URL
კომენტარები
Total
0
Shares
Next
ფარსი და ფარსაგი “ოქროს ჩარდახის” თავს
ოქროს ჩარდახის რეაბილიტაციის პრობლემები

ფარსი და ფარსაგი “ოქროს ჩარდახის” თავს

რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელი კომპანიის ტყუილი

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share