fbpx
okriba SUM

Რატომაა დომხალი დიდუბის ავტოსადგურზე? 

ქვეყანაში Საქალაქთაშორისო ტრანსპორტს ვერც ერთი სახელმწიფო სტრუქტურა ვერ აწესრიგებს. Მიუხედავად იმისა, რომ ქაღალდზე კანონები გვაქვს, მგზავრების უსაფრთხოება და კომფორტი მაინც დიდი კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ავტოსადგურების ზედამხედველობა ევალება სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს, რომლის ზემდგომიც  ეკონომიკის სამინისტროა. Მათ 2011 წლიდან სადგურების კონტროლი და დაჯარიმება დაიწყეს, თუმცა მათი საქმიანობა ეფექტური მაინც ვერ გამოდგა.

ქვეყანაში მოქმედი 51 ავტოსადგური საგულდაგულოდ არ მოწმდება და არც ხაზზე მოძრავი მანქანების გამართულობას აკონტროლებს ვინმე. Სააგენტო ამბობს ამ ავტოსადგურების საქმიანობა და პრობლემები ჩვენს კომპეტენციას სცდებაო.

Სიტუაცია კი ასეთია – სადგურებში დაცული არ არის უსაფრთხოების, სანიტარული და ჰიგიენური ნორმები, განსაზღვრული არაა გადაადგილების ზუსტი განრიგი, არსადაა მიმართულების მანიშნებლები. ტრანსპორტის უკმარისობის გამო კი Მგზავრები ზოგჯერ ფეხზე დგანან ან კუსტარულად გაკეთებულ გადმოსაშლელ, ჩასადგმელ სკამებზე სხდებიან.

Მოშლილი სისტემა ცხოვრებას ურთულებთ მძღოლებსაც. Მათ სადგურზე მოსასვენებელი პირობები არ აქვთ. არც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ან სიფხიზლეს ამოწმებს ვინმე.

თავის ნებაზე არიან მიშვებულები კერძო ავტოსადგურების მფლობელებიც. Მათ დეტალურად გაწერილი ტექნიკური რეგლამენტის დაცვა ევალებათ, მაგრამ ამ ვალდებულების პრაქტიკაში აღსრულება ჭირს. ამ ეტაპზე კომპანიებს წესების დაუცველობისთვის პასუხსაც არავინ სთხოვს.

ეს ქაოსი კი სამწუხარო შედეგს იწვევს. გაუმართავი მიკროავტობუსების გამო, მხოლოდ 2023 წლის 9 თვეში სამარშრუტო ტაქსების მონაწილეობით 260 საგზაო შემთხვევა დაფიქსირდა, რაც 18 მგზავრის სიკვდილით დასრულდა.

განუკითხაობაა მძღოლების არჩევის ნაწილშიც. “Ხაზზე” მუშაობის დაწყებას, მხოლოდ ამ “ხაზის” ყიდვა სჭირდება, სიტყვიერი გარიგების საფუძველზე. Მღოლებს რაიმე სახის რეგისტრაცია, ლიცენზია ან სერტიფიკატი არ მოეთხოვებათ.

2015 წელს მთავრობამ მოამზადა კანონპროექტი, რომელსაც ქვეყანაში საქალაქთაშორისო მგზავრობა უნდა დაერეგულირებინა. თუმცა მისი საბოლოო დამტკიცებისა და ამოქმედების პროცესი დღემდე იწელება. 

“აი, ფაქტი” სამი თვე იკვლევდა, ვინ არის პასუხისმგებელი ავტოსადგურების გამართვაზე, მძღოლებისა თუ მგზავრების უსაფრთხოებაზე. ამ პროცესში ვესაუბრეთ ყველა მხარეს და ვრცელ სტატიაში მოგიყვებით როგორც პრობლემებზე, ისე მათი გადაწყვეტის გზებზე. 

სრულ მასალას ქვემოთ მოცემულ ბმულზე წაიკითხავთ:

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რატომ დაგვიანდა ლენტეხის კულტურის სახლის რემონტი?
ლენტეხის კულტურის სახლის რემონტი

რატომ დაგვიანდა ლენტეხის კულტურის სახლის რემონტი?

რა გამოიწვია უყურადღებოდ დაპროექტებულმა სამუშაოებმა

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share