Media logo

კვლევითი მომსახურება

კვლევა და მონაცემების ანალიზი “აი, ფაქტის” მისიის განუყოფელი ნაწილია. ჩვენი გამოცდილების მეშვეობით ვაძლიერებთ აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და კერძო სექტორს, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული და მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მათზე მორგებულ კვლევით სერვისებს ვთავაზობთ.

თუ დაინტერესებული ხართ “აი, ფაქტთან” ამ მიმართულებით თანამშრომლობით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ქვემოთ მითითებულ საკონტაქტო არხებზე ან შეავსოთ ფორმა.

დაგვიკავშირდით

ჩვენი სერვისები

“აი, ფაქტი” გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:

ფაქტების გადამოწმების აიკონა

კვლევა და რეპორტინგი

ძებნის მართვის აიკონა

საგამოძიებო მასალის მომზადება

ფინანსური აიკონა

მონაცემთა ანალიზი და ვიზუალიზაცია (გრაფიკული დიზაინი)

კამერის აიკონა

ფოტო და ვიდეო წარმოება

გლობუსის აიკონა

ფიქსერის სერვისები საერთაშორისო მედიასათვის

ჩვენი პარტნიორები

სანდო პარტნიორი სხვადასხვა ორგანიზაციებისთვის

“აი, ფაქტი” წლებია თანამშრომლობს აკადემიურ დაწესებულებებთან, ანალიტიკურ ცენტრებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კერძო სექტორთან. ჩვენი კვლევები ხელს უწყობს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და პოზიტიურ ცვლილებებს.

ჩვენს პარტნიორებს შორის ყოფილან:

  • CIPE
  • სოციალური სამართლიანობის ცენტრი
  • პულიცერის ცენტრი
  • გლობალური ინიციატივები
  • ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • ფრიდრიხ ნაუმანის ფონდი
  • საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტიკის ქსელი (GIJN)
Partners Illustration Light Mode
ჩვენი მიდგომა

ჩვენი მიდგომა

შედეგებზე ორიენტირებული მეთოდოლოგია

“აი, ფაქტის” კვლევითი საქმიანობა შემდეგ პრინციპებს ეფუძნება:

  • სიზუსტე: ვეყრდნობით სანდო წყაროებს და გადამოწმებულ მონაცემებს.
  • კოლაბორაცია: მჭიდროდ ვთანამშრომლობთ დამკვეთებთან მათი მიზნების შესაბამისად.
  • გამჭვირვალობა: უზრუნველვყოფთ ღია სამუშაო პროცესს და კომუნიკაციას.
  • ქმედითობა: ჩვენი მიგნებები პრაქტიკული დასკვნებისა და ხელშესახები შედეგების მიღებაში დაგეხმარებათ.

თქვენს საჭიროებებზე მორგებული ფასები

“აი, ფაქტი” გთავაზობთ ინდივიდუალურად მორგებულ ფასებს, რაც დამოკიდებულია კვლევის მასშტაბსა და სირთულეზე. იქნება ეს ერთჯერადი კვლევა თუ გრძელვადიანი თანამშრომლობა, ჩვენ შევქმნით პაკეტს, რომელიც მოერგება თქვენს ბიუჯეტს.

დეტალური შეთავაზებისთვის, დაგვიკავშირდით.

დაგვიკავშირდით

თუ გსურთ, რომ “აი, ფაქტი” თქვენს კვლევით პროექტში ჩართოთ, დაგვიკავშირდით:

ელ.ფოსტა: info@ifact.geტელეფონი: +995 555289039

ან შეავსეთ ქვემოთ მოცემული ფორმა და ჩვენი გუნდი მალე დაგიკავშირდებათ.

გამოიწერე "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" სიახლეების გამოსაწერად ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა