2012 წლიდან დღემდე რუსეთის მოქალაქეები საქართველოში სხვადასხვა მიზნით აფუძნებენ ან მართავენ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა საქმიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს უკავშირდება. “აი, ფაქტმა” საჯარო რეესტრიდან მოპოვებული მონაცემები გააანალიზა და გთავაზობთ საქველმოქმედო და საგანმანათლებლო მიზნით შექმნილ ორგანიზაციათა სიას:
საქმიანობა: საქველმოქმედო საქმიანობა სპორტის განხრით, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება, საგამომცემლო და პოლიგრაფიული საქმიანობა, სხვა არასამთავრობოებთან ურთიერთობა.
დაფუძნების თარიღი: 07/03/2014
საქმიანობა: ურეკში შშმ ბავშვთა სახლის რეაბილიტაცია; სპეციალისტების მოწვევა და ამ ცენტრის ამუშავება
დაფუძნების თარიღი: 22/11/2017
საქმიანობა: გრანტების გაცემა, საქველმოქმედო საქმიანობა, სოციალურად დაუცველების დახმარება
დაფუძნების თარიღი: 28/05/2018
საქმიანობა: რუსული ეკლესიის მხარდაჭერა, ლიტერატურის თარგმნა, ახალგაზრდებთან მუშაობა, მედია და ა.შ.
დაფუძნების თარიღი: 16/08/2013
საქმიანობა: საქველმოქმედო საქმიანობა, შშმ პირებისა და პენსიონერების დახმარება, საგანმანათლებლო საქმიანობა
დაფუძნების თარიღი: 07/10/2014
საქმიანობა: მარნეულსა და მის შემოგარენში რუსი მოსახლეობის გაერთიანება, სამოქალაქო სექტორის განვითარების ხელშეწყობა
დაფუძნების თარიღი: 07/12/2015
საქმიანობა: შშმ ბავშებისთვის ინკლუზიური სერვისების შეთავაზება
დაფუძნების თარიღი: 10/01/2018
საქმიანობა: სამოქალაქო სექტორის განვითარება, კულტურულ-ჰუმანიტარული განვითარების ხელშეწყობა, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული თავისუფლების, უფლებებისა და ღირსების დაცვა, კანონით ნებადართული ნებისმიერი საქმიანობა
დაფუძნების თარიღი: 04/02/2014
საქმიანობა: ქველმოქმედება, მძიმედ დაავადებული ბავშვებისა და ადამიანების დახმარება, ხელმოკლე ოჯახებისა და ბავშვთა სახლში მცხოვრები ბავშვების დახმარება
დაფუძნების თარიღი: 16/02/2017
საქმიანობა: კულტურისა და სპორტის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება-განხორციელება. პრიორიტეტული მიმართულებების შერჩევა და წარდგენა სახლემწიფო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, სხვადსხვა დარგის ხელშეწყობა, ფინანსების მოძიება, ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია, სპორტულ-კუტურული ღონიძიების დაგეგმვა-განხორციელება, სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და საკანონმდებლო ბაზის განითარების ხელშეწყობა, ადამიანის უფლებათა დაცვა-პოპულარიზაცია, საპილოტე პროექტების განხორციელება დემოკრატიის განვითარების მიზნით საქართველოს მასშტაბით, დამხმარე ხასიათის სამეწარმეო საქმიანობა.
დაფუძნების თარიღი: 20/03/2018
საქმიანობა: ნებისმიერი კანონით აუკრძლავი საქმიანობა; ადამიანის უფლებათა და თავასუფლებათა დაცვა; დარღვევის პრევენცია; საქართველოსა და რუსეთს შორის მეგობრობის, თანამშრომლობის, ურთიერთპატივისცემის განმტიცება, სპორტულ, სასწავლო, სასულიერო სფეროში გაცვლით შეხვედრების ორგანიზება; გააცნოს ქართველო საზოგადოებას რუსეთის ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები, რუსეთში საქართველოს პოპულარიზაცია, დამხმარე სამეწარმეო საქმიანობა.
დაფუძნების თარიღი: 21/11/2013
საქმიანობა: საქველმოქმედო პროგრამების განხორციელება; შეჭირვებულთათვის კვების ობიექტის გახსნა; საინფორმაციო და იურიდიული მომსახურებით უზუნველყოფა; შშმ პირთა პირობების გაუმჯობესება ყველა სოციალურ თუ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მათთვის ფსიქოლოგის დახმარება; ობოლი ბავშვების, პენსიონერებისა და განსაკუთრებით სოციალურად დაუცველების დასახმარებლად სხვადასხვა პროგრამების განხორციელება. ფონდის მიზნების პოპულარიზაცია ონლაინ-ბეჭდური საინფორმაციო საშუალებებით, ფონდის წარმატებული პირების დაჯილდოვება, იმ პირთა დახმარება, რომლებიც ცხოველებს ეხმარებიან.
დაფუძნების თარიღი: 20/04/2018
შენიშვნა: ჩვენს მიერ თავდაპირველად გამოქვეყნებულ მასალაში მოხსენიებული იყო საქველმოქმედო ფონდი “ვაჩუქოთ ღიმილი,” როგორც რუსეთის მოქალაქის მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. “აი, ფაქტი” ბოდიშს უხდის ორგანიზაციის დამფუძნებელსა და საზოგადოებას დაშვებული შეცდომისთვის.
აქვე, მეტი სიცხადისთვის გთავაზობთ ნედლ, სამუშაო მასალას, რომელზე დაყრდნობითაც ორგანიზაციების სია მომზადდა.