fbpx
zurabishvili

ზურაბიშვილის ორმაგი კონტრაქტი

ავტორი: ელისო ჯანაშია

სალომე ზურაბიშვილმა 2004 წელს ქართული და ფრანგული კანონმდებლობა ერთდროულად დაარღვია. მან ამის შესახებ იცოდა, თუმცა, პრობლემის გამოსწორება არ უცდია, ვიდრე საქმეში საფრანგეთის სასამართლო არ ჩაერთო.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნიდან 5 თვეში, 2004 წლის აგვისტოში საფრანგეთის საგრეო საქმეთა სამინისტრომ ზურაბიშვილი თავის მრჩეველად დანიშნა და მასთან ხელშეკრულება გააფორმა. ამ დროს ზურაბიშვილს ერთდროულად ორი თანამდებობა ეკავა და ამით არღვევდა კანონს “საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ.”

საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში მოქმედმა პროფკავშირმა ხელშეკრულების გაუქმების მოთხოვნით მიმართეს მინისტრს, რომელმაც მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ამის შემდეგ პროფკავშირმა ადმინისტრაციულ სასამართლოს მიმართა, რომელმაც ხელშეკრულება 2006 წელს გააუქმა. დარღვევის დასადგენად სასამართლო დაეყრდნო როგორც საფრანგეთის ადმინისტრაციულ კოდექსს, ასევე 1972 წლის 13 ივლისის საფრანგეთის კანონს უცხო ქვეყნებთან კულტურულ, სამეცნიერო, ტექნიკურ კოოპერაციაში ჩართული სამოქალაქო პერსონალის შესახებ. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის პოლიტიკური თანამდებობა, რომელსაც ზურაბიშვილი საქართველოში იკავებდა, ეწინააღმდეგებოდა საფრანგეთის მთავრობის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებას. ზურაბიშვილს, როგორც საფრანგეთის მთავრობის მრჩეველს, ეკრძალებოდა ყველა ისეთი მოქმედება, რომელსაც, შესაძლოა, ზიანი მიეყენებინა საფრანგეთის სახელმწიფო ინტერესებისთვის ან საფრანგეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობებისთვის.

სალომე ზურაბიშვილისგან გვაინტერესებდა, რატომ მოაწერა მან ხელი ფრანგულ მხარესთან ხელშეკრულებას. დავუკავშირდით მის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, თუმცა პასუხი ვერ მივიღეთ.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჩვენი ბიუჯეტის ფულით რუსული კომპანია მდიდრდება
rus kompania

ჩვენი ბიუჯეტის ფულით რუსული კომპანია მდიდრდება

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share