Media logo
მუხთარლიმ დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო
სასამართლო

მუხთარლიმ დავა უზენაეს სასამართლოშიც წააგო

აზერბაიჯანის უზენაესმა სასამართლომ არ დააკმაყოფილა ჟურნალისტ აფგან მუხთარლის სარჩელი. 2017 წლის მაისში მუხთარლი თბილისიდან დღემდე დაუდგენელ ვითარებაში გაუჩინარდა და ბაქოს სასამართლოს დარბაზში აღმოჩნდა.

მუხთარლის აზერბაიჯანულმა სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა საზღვრის უკანანოდ გადაკვეთისთვის, არადეკლარირებული 10,000 ევროს გადატანისა და მესაზღვრისთის წინააღმდეგობის გაწევისთვის მიუსაჯა. აფგან მუხთარლი აცხადებს, რომ ის ქართველმა სამართალდამცველებმა გაიტაცეს და აზერბაიჯანულ მხარეს გადასცეს.

გამოცემა “ტურანი” წერს, რომ მუხთარლი უზენაეს სასამართლოში სხდომას არ დასწრებია. მისი ადვოკატი, ელჩინ სადიგოვი ითხოვდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებას. უზენაეს სასამართლოში სხდომა მალევე დასრულდა და მოსამართლეებმა წინა გადაწყვეტილება ძალაში დატოვეს.

გამოიწერე "აი, ფაქტი"
"აი, ფაქტის" სიახლეების გამოსაწერად ჩაწერეთ თქვენი ელ.ფოსტა