fbpx

ვის და როგორ გადასცა აზერბაიჯანელი ავტოკრატის შვილმა სასტუმრო ბათუმში?

header azerbaijan talibov brothers DRAFT

ავტორები: აიდან იუსიფი (“აი, ფაქტი”), ფატიმა კარიმოვა (Mikroskop Media), კელი ბლოსი (OCCRP)

აზერბაიჯანის ავტონომიური რესპუბლიკის ნახიჩევანის ყოფილი მმართველის შვილებმა, რზა და სეიმურ თალიბოვებმა ათობით მილიონი დოლარის ღირებულების ქონება მფლობელობაში სხვებს ჩუმად გადასცეს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მათ მამას, ცენტრალური ხელისუფლებიდან ზეწოლის გამო თანამდებობის დატოვება მოუწია.

ვასიფ თალიბოვი 27 წლის განმავლობაში მართავდა გაუმჭვირვალობითა და მჩაგვრელობით გამორჩეულ ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას, რომელსაც  “აზერბაიჯანის ჩრდილოეთ კორეასაც” კი უწოდებენ. Მმართველობის პერიოდში თალიბოვების ოჯახმა ბლომად სიმდიდრე დააგროვა. ფლობდნენ უძრავ ქონებას და კომპანიებს აზერბაიჯანსა და რეგიონის სხვა ქვეყნებში.

Ჰეიდარ ალიევმა ქორწინებით შეძენილი ნათესავი, ვასიფ თალიბოვი თანამდებობაზე 1995 წლის დეკემბერში დანიშნა. თუმცა, შარშან, ჰეიდარის ვაჟმა, აზერბაიჯანის ახლანდელმა პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თალიბოვის ადმინისტრაციის პოლიტიკური დარბევა დაიწყო. 21 დეკემბერს კი თალიბოვმა მოულოდნელად თანამდებობა დატოვა.

Პრეზიდენტმა ალიევმა პოლიტიკური დარბევის მოტივაცია არ დაასახელა. ამ პროცესებს წინ უსწრებდა OCCRP-ის გამოძიება, რომელმაც გამოააშკარავა, რომ თალიბოვის ვაჟებმა, რზა და სეიმურმა Credit Suisse-დან და სხვა ბანკებიდან საეჭვო ტრანზაქციების შედეგად 20 მილიონ დოლარზე მეტი მიიღეს. მათ ასევე გააჩნდათ 63 მილიონი დოლარის ღირებულების უძრავი ქონება დუბაიში და საქართველოში.

ალიევის ოფისის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ნახიჩევანის ახალ მმართველს “კორუფცისთან ბრძოლა” დაევალა. თალიბოვთან ერთად თანამდებობა დაკარგეს მასთან დაკავშირებულმა სხვა ოფიციალურმა პირებმაც. Მათ შორის, თალიბოვის ძმამ, მაჰარამმა, რომელიც ნახიჩევანის პროკურორის მოადგილე იყო. 

თალიბოვის ოჯახის წევრები ავტონომიურ რესპუბლიკაში არსებული Nakhchivan Bank-ის 100%-ან წილებს ფლობდნენ. თუმცა, ცენტრალური ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ მყოფმა ოჯახმა, მიმდინარე წლის 1 თებერვალს წილები გაყიდა. ამის შესახებ ბანკის ბოლო წლიური ანგარიშიდან ვიგებთ. 

ცოტა ხნის წინ რზა და სეიმურმა მფლობელობაში სხვას გადასცეს 39 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება დუბაიში. Რზამ ასევე სხვას გადაუფორმა საქართველოში მის მფლობელობაში არსებული 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო.

“ეს ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ როგორც კი ვასიფ თალიბოვის პოლიტიკური ძალაუფლება დასრულდა, მისი კონტროლის ქვეშ არსებული ქონების ირგვლივაც პრობლემები შეიქმნა. Შესაბამისად, მათ უნდათ რომ როგორმე ამ სიტუაციას თავი დააღწიონ,” – ამბობს ზოჰრაბ ისმაილი, საინიციატივო ჯგუფის „ღია აზერბაიჯანის“ თანადამფუძნებელი.

სეიმურ და რზა თალიბოვებს, მიუხედავად მიმართვისა, OCCRP-სთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

თალიბოვების მამის რეჟიმის დანგრევის მიუხედავად, ძმებმა თანამდებობები მაინც შეინარჩუნეს. რზა დარჩა სახელმწიფო მიგრაციის სამსახურში მოქალაქეობის საკითხების დეპარტამენტის უფროსად, ბაქოში. Რაც შეეხება სეიმურს, ის ნახიჩევანის პარლამეტის წევრია და ამ პოზიციაზე სულ ცოტა 2025 წლის არჩევნებამდე იქნება.

ისმაილი ვარაუდობს, რომ ოფიციალური პოზიციების გამო გაძლიერებული დაკვირვების ქვეშ ყოფნამ ძმები იძულებული გახადა, ქონებები სხვებზე გადაეფორმებინათ. 

თალიბოვების ქონება დუბაიში

კვლევითი ორგანიზაცია C4ADS-ის მიერ მოპოვებული უძრავი ქონების დოკუმენტებით ირკვევა, რომ Ბოლო პერიოდამდე სეიმურის სახელი დუბაიში მდებარე The Class Hotel Apartment-ის საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტებში იყო. Ჩვენი ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ჩანაწერების მიხედვით კი, დღეს ფურცელზე მაინც, სასტუმრო თურქეთის მოლაქალე ფატიჰ აიდინს ეკუთვნის. 

აიდინი ხელმძღვანელობს თურქულ კომპანია Reges Turizm İnşaat Sanayi ve Ticaret A.Ş., რომელიც თალიბოვების ოჯახთან მჭიდროდ არის დაკავშირებული.  

გასულ წელს აიდინი კიდევ ერთი თურქული კომპანიის Opera Otel Yatırımları A.Ş-ის  გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე გახდა. აღიშნული კომპანია თავდაპირველად ვალი ნაგიევს ეკუთვნოდა. ვალი რზა თალიბოვთან ერთად აზერბაიჯანის მიგრაციის სამსახურში მაღალ თანამდებობას იკავებს. Შემდეგ კომპანია ნაგიევის ძმისშვილების ილჰამ და ილგარ ნაგიევების მფლობელობაში გადავიდა, ილჰამი კომპანიას ხელმძღვანელობდა კიდეც. Ძმების მამა აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ალი ნაგიევია.

საკუთარი ადვოკატის მეშვეობით აიდინმა უარი განაცხადა ეპასუხა ჩვენს კითხვაზე, იცნობს თუ არა თალიბოვს პირადად და როგორ შეიძინა მან სეიმურის ქონება დუბაიში

“არც ბატონ ფატიჰს, არც ჩვენ და არც კომპანიებს, რომელთა პარტნიორიც ბატონი ფატიჰია, არ გვაქვს მოვალეობა ან ვალდებულება, გაგიზიაროთ ჩვენს საქმიან ურთიერთობებსა თუ პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული დეტალები,“ – მოიწერა ადვოკატმა.

იხილეთ ასევე 👇

დუბაის უძრავი ქონების გაჟონილმა დოკუმენტებმა აჩვენა, რომ სეიმური ფლობდა კიდევ ორ უძრავ ქონებას, რომელიც ახლა იურიდიულ პირზეა გადაფორმებული. რადგან დუბაის უძრავი ქონების რეესტრი საჯარო არაა, უფრო მეტ დეტალზე წვდომა შეუძლებელია.

სეიმურის ძმა რზა ასევე ფლობდა დუბაიში სამ ქონებას, რომელიც ასევე სხვა მფლობელზე გადავიდა. საქართველოში კი რზამ გაასხვისა ბათუმში არსებული ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო.

შავი ზღვის კურორტი

დეკემბერში, მაშინ როცა მამამისის მთავრობა ნახიჩევანში ზეწოლას განიცდიდა, რზა თალიბოვმა გამოაქვეყნა განცხადება, რომ 18 მილიონ დოლარად ყიდდა სასტუმრო Divan Suites Batum-ს. Საქართველოს ბიზნეს რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, სასტუმროს გაყიდვის საქმე რომ მოეგვარებინა, რზა თალიბოვმა მინდობილობა აზერბაიჯანის მოქალაქე ზამინ გადიმოვს გაუფორმა.

გადიმოვის LinkedIn-ს ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ის აზერბაიჯანული კომპანია Gəmiqaya Turizm MMC-ის CEO იყო. ეს კომპანია კი წარსულში თალიბოვების ოჯახის მიერ კონტროლირებადი კომპანიების ქსელის Gamigaya-ს ნაწილი იყო. ამის შესახებ OCCRP-იმ უკვე მოგიყვათ

გადიმოვი ასევე იყო თალიბოვთან დაკავშირებული თურქული კომპანიის Reges Turizm İnşaat-ის ხელმძღვანელი მანამდე, სანამ აიდინმა არ გადაიბარა ეს თანამდებობა, ამ წლის იანვარში.

“მართალია, რომ ადრე აღნიშნული პიროვნების კომპანიებში მენეჯერულ პოზიციაზე ვმუშაობდი. Ზუსტად ამ მიზეზით ვიღებდი მონაწილეობას სასტუმროს გაყიდვის პროცესში,” – განაცხადა გადიმოვმა OCCRP-სთან.

გადიმოვის სოციალური მედიის პოსტები აჩვენებს, რომ ის მიმდინარე წლის 11 იანვარს საქართველოში ჩამოვიდა. Ბიზნეს-რეესტრის მიხედვით, იმავე დღეს გაფორმდა ნასყიდობის დოკუმეტი, რომლითაც მან კომპანია Kervan Turizm Ltd გაყიდა.

ეს კომპანია სასტუმრო Divan Suites ფლობს ბათუმში. მყიდველი იყო თურქეთის მოქალაქე, სახელად ლევენთ აბი, რომელმაც 8.5 მილიონი დოლარი გადაიხადა – ეს კი სასტუმროს გაყიდვის შესახებ განცხადებაზე მითითებულ ფასზე, თითქმის, 10 მილიონი დოლარით ნაკლებია.

აბიმ ამ გარიგებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

გაყიდვიდან სამი თვის შემდეგ გადიმოვი ისევ ჩამოვიდა საქართველოში და როგორც დოკუმენტებიდან ჩანს, იყიდა კომპანია B-Pearl Turizm LLC, რომელიც ილჰამ მირზალიევის საკუთრებაში იყო. მირზალიევის სოციალურ მედიაში განთავსებული პოსტები მიუთითებს იმაზე, რომ ის Divan Suites Batumi-ში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობდა.

B-Pearl-ის წილების შესყიდვიდან ორი დღის შემდეგ, გადიმოვმა ახალი კომპანია Divan Suites-ის მფლობელი კომპანიის Kervan Turizm-ის აბისგან უკან გამოსასყიდად გამოიყენა. გადიმოვმა რზას კუთვნილი სასტუმროს უკან დასაბრუნებლად ზუსტად ის ფასი გადაიხადა, რამდენიც აბიმ – 8.5 მილიონი დოლარი.

გადიმოვმა უარყო, რომ თანხა თალიბოვებისგან იყო და თქვა, რომ სასტუმრო აზერბაიჯანული ბანკის სესხით იყიდა. „აღნიშნულ პირებთან ამჟამად არ მაქვს საქმიანი ურთიერთობა,” – განაცხადა გადიმოვმა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვის ეყრდნობა რუსეთი საქართველოში?
ruseti-sakartveloshi

ვის ეყრდნობა რუსეთი საქართველოში?

იმ ხალხზე გიყვებით, რომელიც საქართველოში რუსულ ინტერესს უფრო ემსახურებოდა ვიდრე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share