fbpx

თანამშრომლობა “ქართულ, ჯიგრულ პონტში”

tkibuli cover

ვახტანგ გვენეტაძე ტყიბულის მერიაში ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსია. მერია მის კომპანიას ტენდერებს პირდაპირ, კონკურსის გარეშე აძლევს. მერიამ კომპანიასთან თანამშრომლობა 2015 წლიდან დაიწყო. 

გვენეტაძე 2009 წლიდან ფლობდა შპს “ცხრაჯვარი 2009”-ს 50 პროცენტს. კომპანიას მერიისა და მისი ა(ა)იპებისგან, ჯამში, 30 ათას ლარი აქვს მიღებული. 2018 წელს ვახტან გვენეტაძემ საკუთარი წილი შვილს, თამარ გვენეტაძეს გადაუფორმა. 

“სახელმწიფო ინსტიტუტში დასაქმებული ადამიანი კომპანიაში თანამდებობას არ უნდა იკავებდეს. წილი შეიძლება ჰქონდეს, მაგრამ მინდობილობა უნდა ჰქონდეს მართვაზე გაკეთებული. სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობას რაც შეეხება, უშუალოდ მის ორგანიზაციაში (მერიაში) ვერ შევა. ახლა უკვე გადაფორმებულია ეს წილი, მაგრამ მაინც კორუფციის ნიშნებია,” – გვეუბნება “საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” უფროსი ანალიტიკოსი ბესო ნამჩავაძე მას შემდეგ, რაც ჩვენ ამბის დეტალებზე ვუამბეთ. 

შპს “ცხრაჯვარი 2009” სამონადირეო მაღაზიაა, სადაც მანქანის ზეთებიც იყიდება. მერია მათგან სატრანსპორტო საშუალებებისა და მათთან დაკავშირებული მოწყობილობებისთვის საჭირო მომსახურებას ყიდულობდა. 

ვახტან გვენეტაძე 2015 წლიდან 2018 წლამდე ტყიბულის მერიაში საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელი იყო. კომპანიაში წილს რომ ფლობდა, ეს არ დაუმალავს და ყველა დეკლარაციაში აქვს მითითებული. კომპანიისგან შემოსავალი ყოველწლიურად დაახლოებით 2 ათასი ლარი აქვს, ასე წერს დეკლარაციაშიც. 

მისთვის შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს ის პირდაპირი შესყიდვები, რომელსაც ტყიბულის მერია უფორმებს. ტყიბულის მერიის შესყიდვების სამსახურის უფროსმა, ჯონდო ქასრაშვილმა არ იცის, რა კავშირი აქვს ვახტანგ გვენეტაძეს ამ კომპანიასთან. “არ ვიცი, არ ვარ საქმის კურსში, ხელშეკრულებებზე ხელს ტარიელ აბესაძე გვიწერდა, დანარჩენი გვენეტაძესთან გაარკვიეთ თვითონ.” 

ტარიელ აბესაძე 2009 წლიდან დღემდე კომპანიის 50 პროცენტის მფლობელი და გვენეტაძის ბიზნეს-პარტნიორია. 

დავრეკეთ გვენეტაძესთანაც. გვითხრა, ამ თემაზე მე არავის ვესაუბრები, არც გამიფორმებია ხელშეკრულებები და არც არანაირი კავშირი არ მაქვსო.  

კომენტარები
Total
0
Shares
Next
როგორ გავაუბედურეთ თემიდა? – ნაწილი 4
temida 1024x525 1

როგორ გავაუბედურეთ თემიდა? – ნაწილი 4

როგორ მუშაობს საქმეთა განაწილების ელექტრონული სისტემა  კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share