fbpx

ვინ იმარჯვებს წყალტუბოს მერიის ტენდერებში

nadzvebi scaled 1

წყალტუბოში ტენდერებს მერიის და საკრებულოს თანამშრომლები იგებენ. ბიუჯეტიდან მილიონობით ლარს იღებენ როგორც საკრებულოს ყოფილი და მოქმედი დეპუტატები, ისე მათი ოჯახის წევრები. კანონი არ უკრძალავთ და ისინიც სარგებლობენ ამ “ქართული ჯიგრული პონტით.” 

Მაგალითად, საკრებულოს წევრის, ირინე ცაავას და მისი ქმრის, ჯამბულ შუღლაძის კომპანიებმა ბოლო 10 წელში წყალტუბოს ბიუჯეტიდან 8 მილიონ ლარზე მეტი მიიღეს. Წყალტუბოს ტენდერებს მათი სამი კომპანია იგებს – “Ნაძვები+”, “კომპანია ნიკედო” და “ჯ და ჯ.”

ამ შპს-ებმა წყალტუბოს მერიის 32 ტენდერი მოიგო, 54 ხელშეკრულება კი გამარტივებული შესყიდვის გზით, უკონკურსოდ აქვთ გაფორმებული. 

ირინე ცაავამ წყალტუბოს საკრებულოში მუშაობა 2021 წლის ოქტომბერში დაიწყო და იმავე თვეში “ქართულ ოცნებას” 5 ათასი ლარი შესწირა. თუმცა, მისი ოჯახი ადგილობრივი მთავრობისთვის უცხო არც იქამდე იყო. ირინე ცაავას ქმარი 2012-2013 წლებში საკრებულოში კომისიის თავმჯდომარედ მუშაობდა

Რას ყიდულობს მერია ცაავა-შუღლაძის ოჯახისგან?

Წყალტუბოს მერიამ 2012-2022 წლებში ირინე ცაავას კომპანია “ნაძვები +”- ს  13 ათასი ლარი გადაუხადა, ძირითადად, მერიის და ააიპ-ების კვებით მომსახურებაში,  ალაფურშეტების მოწყობაში. ეს Ხელშეკრულებები გამარტივებული შესყიდვით, უკონკურსოდ გაუფორმეს. 

“ნაძვები +”-ის სანახავად რომ მივედით, ერთი ჩვეულებრივი მარკეტი დაგვხვდა. მის უკან, ღია სივრცეში დგას მხოლოდ ერთი მაგიდა, იქვეა საცხობი და თონეც. საინტერესოა, მაინც იყიდდნენ თუ არა საკვებს ამ ობიექტისგან, მისი მეპატრონე რომ საკრებულოს წევრი არ ყოფილიყო. თავად ირინე ცაავა პრობლემას ვერაფერში ხედავს. 

“მე მაგალითად, შეცდომას ვერ ვხედავ. არავისთვის დამივალებია და არავისთვის მომითხოვია. უბრალოდ, კარგი, გემრიელი საჭმელია და ამიტომ გვიკვეთავენ მგონი, რავიცი. Მე არაფერ შეხებაში არ ვარ, შემიძლია ხატზე დავიფიცო. მოდიან, უკვეთავენ და მიაქვთ,” – გვიხსნის კომპანიის ერთ-ერთი მეპატრონე ირინე ცაავა. 

Screenshot 2022 07 11 at 07.02.30
მარკეტი “ნაძვები”

მან “ნაძვები +” 1996 წელს მაია ბზიკაძესთან, ნათელა ქარქაშაძესთან და თინა თევზაძესთან ერთად დაარსა. კომპანიის სხვა მეწილეებიც იმერეთის მუნიციპალიტეტების მთავრობებთან არიან დაკავშირებული.  ქარქაშაძის ქმარი ზურაბ ჯანელიძე 2012-2013 წლებში ხონის გამგებლის მოადგილე იყო. თინა თევზაძე წყალტუბოს ყოფილი გამგებლის, მამუკა თევზაძის დედაა

შპს “ჯ და ჯ”-ს 50%-ან წილს Წყალტუბოს Საკრებულოს ყოფილი წევრი და ახლანდელი წევრის ქმარი, ჯამბელ შუღლაძე ფლობს. 2012 – 2018 წლებში წყალტუბოს მერიამ ამ კომპანიას უკონკურსოდ 2.3 მილიონი ლარის პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა. ელექტრონული ტენდერებით კი “ჯ და ჯ”-მ 2012 – 2022 წლებში 6.4 მილიონი ლარი მიიღო

შუღლაძის კიდევ ერთმა კომპანიამ “ნიკედომ” 2020-2021 წლებში წყალტუბოს მერიის ოთხ ტენდერში გაიმარჯვა, აქედან სამში კონკურენტი არ ჰყავდა. Საკრებულოს წევრის კომპანიამ გზის შეკეთებისა და რეაბილიტაციისთვის წყალტუბოს ბიუჯეტიდან, ჯამში, 248 ათასი ლარი აიღო.

Რას ყიდულობს მერია “ოცნების” მაჟორიტარ ჯეირან ომანაძისგან?

კომპანია “ჯ და ჯ”-ს 50%-ს ჯეირან ომანაძე ფლობს.  2014-2017 წლებში წყალტუბოს საკრებულოში ისიც მუშაობდა, ახლა კი “ქართული ოცნებიდან” სოფელ გვიშტიბის მაჟორიტარი დეპუტატია. ის მმართველი პარტიის მსხვილი შემწირველიცაა. 2017-2021 წლებში “ოცნებას” 120 ათასი ლარი ჩაურიცხა. Მისმა კომპანიამ  2012 – 2021 წლებში წყალტუბოს მერიის 28 ტენდერში გაიმარჯვა, აქედან 19-ში უკონკურენტოდ. 

“გამოცხადებულ ტენდერში თუ უნდა შევა კაცი, თუ უნდა არ შევა, აქ ხარისხზეა ლაპარაკი, ჩვენ არც ერთი ტენდერი არ ჩაგვიგდია, არ ვიქებ თავს მარა რაცხა ვიცით ჩვენც კაცო. თუ ტენდერი არ მოვიგეთ, გაგვძვრება სული, მეტი რა ჯანდაბა გავაკეთოთ,” – გვითხრა ჯეირან ომანაძემ. 

ომანაძე ფლობს შპს “როსტვერკისაც,” რომელმაც 2018-2021 წლებში წყალტუბოს ბიუჯეტიდან 208 ათასი ლარი მიიღო. Მერიამ “როსტვერკის” წყალტუბოს სოფლებში ხიდის, გზებისა წყალგაყვანილობის სისტემის რეაბილიტაციისთვის ორი პირდაპირი ხელშეკრულება გაუფორმა.

ჯეირან ომანაძის თქმით, მისი ბიზნესის წარმატებას არანაირი კავშირი არ აქვს საკრებულოს წევრობასთან, რადგან ტენდერებს იქამდეც იგებდა. ისიც გვითხრა, საკრებულოში ჩემს საქმიანობას მუშაობას ვერ ვუწოდებო. 

“მე არ ვმუშაობ იქ, საკრებულოს წევრი ვარ. რა მუშაობასაც გავწევთ, მოსახლეობასთან შეხვედრაა. Მუშაობა არ ჰქვია მაგას, ჩემთვის ეს არის საზოგადოებრივი დატვირთვა, ხალხმა ამირჩია და წავედი რომ მათი ინტერესები დავიცვა ჩემს რაიონსა და ქალაქში,”- გვითხრა ომანაძემ. 

ჯეირან ომანაძეს, ირინე ცაავას და მის მეუღლეს, სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილეობა არ ეკრძალებათ. ეს ინტერესთა კონფლიქტადაც არ მიიჩნევა. Შესაბამისად, ისინიც სათავისოდ ირგებენ კანონის სისუსტეს. 

Საჯარო პოლიტიკის სპეციალისტი ალექსანდრე სვანიშვილი გვიხსნის, რომ ინტერესთა კონფლიქტი მხოლოდ მაშინ ამოქმედდება, თუ საკრებულოს წევრისგან უშუალოდ საკრებულო შეისყიდის მომსახურებას. ან იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი ახლობლობს იმ ადამიანთან, რომელიც უშუალოდ წყვეტს, ვინ გაიმარჯვებს ტენდერში. ასეთი შეიძლება იყოს სატენდერო კომისიის წევრი. 

Სვანიშვილის თქმით, საკრებულოს წევრი ჩვეულებრივი მოქალაქეა და შესყიდვებში მონაწილეობის უფლებაც აქვს. თუმცა, გასამარჯვებლად მის გავლენებს და თანამდებობრივ მდგომარეობას არ უნდა იყენებდეს. 

“თუ მსგავსი რამე ფიქსირდება, ეს არის კორუფციული გარიგება, არაა საჭირო, რომ მაინცდამაინც ფული მივცე ვინმეს. თუ მსგავსი რამ დასტურდება, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული”. 

წყალტუბოს მერიამ გვითხრა, რომ კომპანია თავად წყვეტს და შემსყიდველი ორგანიზაცია, ამ შემთხვევაში, წყალტუბოს მერია, ვერავის მიუთითებს მიიღოს თუ არა მონაწილეობა რომელიმე ტენდერში. 

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ვის და რატომ სჯერა საქართველოსა და რუსეთის კეთილმეზობლობის? 
propaganda

ვის და რატომ სჯერა საქართველოსა და რუსეთის კეთილმეზობლობის? 

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share