fbpx

ვის ეყრდნობა რუსეთი საქართველოში?

ruseti-sakartveloshi

1990-ანი წლებიდან მოყოლებული რუსეთი საქართველოს ჰიბრიდული ომის მეთოდებით ებრძვის. ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ ეკონომიკურ ბერკეტს, საინფორმაციო  თავდასხმებს, რელიგიურ და პოლიტიკურ ძალებს, პირდაპირ ტერიტორიების ოკუპაციას და ომს.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბოლო 300 წელია საქართველოს მტრობს, ჩვენში მაინც მოიძებნებიან პოლიტიკური ჯგუფები და ცალკეული ადამიანები, რომლებიც მტერთან მეგობრობის მომხრე არიან.

ვრცელ ისტორიულ მიმოხილვაში ზუსტად იმ ხალხზე გიყვებით, რომელიც 90-ანი წლებიდან საქართველოში რუსულ ინტერესს უფრო ემსახურებოდა, ვიდრე ქართულს. მასალის სრულად სანახავად მიჰყევით ქვემოთ მოცემულ ბმულს.

თხრობას ზვიად გამსახურდიას პერიოდიდან ვიწყებთ, როცა საქართველომ საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობა დაიბრუნა. აქ ნახავთ ამბავს იმაზე, რა ძალები იბრძოდა გამსახურდიას წინააღმდეგ. შემდეგ კი როგორ მოვიდა ქვეყნის სათავეში ედუარდ შევარდნაძე და საქართველო ათწლეულის განმავლობაში დატოვა რუსულ ორბიტაზე მაშინ, როცა შეეძლო დასავლეთისთვის კარი უფრო ფართოდ გაეღო და მეტი პროგრესი ჰქონოდა საზოგადოებას.

2003 წელს “ვარდების რევოლუციასთან” ერთად საქართველოს საგარეო პოლიტიკა უფრო პრო-დასავლური გახდა. ამ ცვლილებასთან ერთად, რუსეთმა ჰიბრიდული ომის მეთოდები უფრო გააქტიურა და სცენაზე მეტი მოთამაშე გამოიყვანა. თითოეული მათგანის საქმიანობის მიმოხილვას ვრცელ სტატიაში იხილავთ. აქვე ნახავთ ინფორმაციას იმ გზავნილების შესახებ, რომელსაც ეს ხალხი ავრცელებდა და დღევანდელობასთან მსგავსებასაც აღმოაჩენთ.

2012 წლიდან კი რუსეთი ჰიბრიდული ომის ახალ, უფრო მასშტაბურ მოდელზე გადავიდა და საქართველოშიც პრო-რუსული ძალები მეტად გააქტიურდნენ. ჩვენ თითოუელ მათგანზე აქამდეც არაერთი მასალა მოგვიმზადებია. სია ასეთია: “პატრიოტთა ალიანსი,” “ქართული მარში,” “ალტ-ინფო.”

ახლა კი უკვე მთავრობაც რუსული ინტერესის შესაბამისად უფრო მოქმედებს, ვიდრე საქართველოს დამოუკიდებლობისა და დასავლური ინტეგრაციის მიზნებიდან გამომდინარე. ამაზე მათი ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებები ნათლად მეტყველებს.

ვრცელ ისტორიულ მიმოხილვაზე “აი, ფაქტის” გუნდი ორი თვე მუშაობდა. მასალა ეფუძნება არქივების, მედიის, ისტორიის სახელმძღვანელოების, ისტორიკოსებისა და პოლიტიკის მეცნიერების მცოდნეთა მონათხრობს.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ინფორმაციის ონლაინძიება – მეთოდები
ონლაინ-ძიება

ინფორმაციის ონლაინძიება – მეთოდები

სტატიიდან შეიტყობთ ინფორმაციის ონლაინძიებისთვის საჭირო გზებზე

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share