fbpx
shemokmedeli

შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები

🔍 #აიფაქტი: შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები გურიაში მსახურობს. Მის ეპარქიაში ორი მღვდელი ნარკოდანაშაულშია მხილებული, რასაც ეპარქიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი ტ/კ “პირველთან” მიცემულ ინტერვიუში ადასტურებს.

ნარკოდანაშაულში მხილებულთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა. ამ მღვდლების შესახებ ეპარქიის სასულიერო პირების ნაწილმა იცოდა, მათ შორის მიტროპოლიტმა იოსებმაც, რომელმაც ისინი ეპარქიას ისე გაარიდა, რომ სამართალდამცველებს დანაშაულის შესახებ არ შეატყობინეს.

მიტროპოლიტისგან, რომელიც თავად არ ემორჩილება საეკლესიო სამართალს, არც უნდა იყოს გასაკვირი საერო სამართლის უგულებელყოფა.

მიტროპოლიტი იოსები (ერისკაცობაში გიორგი ვილენის ძე კიკვაძე) ბერად 1991 წელს აღიკვეცა. მაშინ მან უპოვარების აღთქმა გასცა, რომლის თანახმად კერძო საკუთრების ფლობაზე უარს ამბობდა. ფაქტია, რომ ეს აღთქმა დარღვეულია, რადგან საჯარო რეესტრში მიტროპოლიტის სახელზე ორ ათეულამდე უძრავი ქონებაა რეგისტრირებული:

• 77,421 კვ.მ. მიწა გურჯაანის რაიონში, სოფელ მელაანში 2014-2015 წლებში შეიძინა და, საერთო ჯამში, 13,073 ლარი აქვს გადახდილი;
• 2,086 კვ.მ. მიწა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში (ფასი უცნობია);
• 2,373 კვ.მ. მიწა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეწიეთში 2003-2005 წლებში 400 ლარად შეიძინა;
• 7,447 კვ.მ. მიწა სამი შენობით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მეწიეთში 2004-2006 წლებში 950 ლარად აქვს შეძენილი;
• ოზურგეთში, 9 აპრილის ქუჩაზე, 422 კვ.მ. ფართის სახლი 600 კვ.მ. ეზოთი 2002-2006 წლებში 12,000 ლარად აქვს შეძენილი;
• 515 კვ.მ. მიწა თბილისში, ხანძთელის ქუჩა N6-ში 2008 წელს გადაეცა თბილისის საკრებულოსგან. საკრებულომ არ მოგვაწოდა ინფორმაცია ქონების გადაცემის ფორმის შესახებ, შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია მიტროპოლიტმა ეს ქონება უსასყიდლოდ მიიღო თუ თანხის სანაცვლოდ. ამჟამად სახლში მიტროპოლიტის ნათლულის ოჯახი ცხოვრობს.

მიტროპოლიტი იოსები ხელმძღვანელობს საპატრიარქოს მიერ 2008 წელს დარეგისტრირებულ შპს “ქართულ ფუტკარსა” და შპს “წმინდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლას.”

მიტროპოლიტი იოსები ხელმძღვანელობს ოთხ არაკომერციულ ორგანიზაციასაც:

1. ა(ა)იპ შემოქმედის ეპარქიის განვითარების ფონდი;
2. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ნინოს სახელობის სამრევლო სკოლა;”
3. ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს ლანჩხუთის წმიდა იოანე ნათლისმცემლის სახელობის სასულიერო გიმნაზია;
4. ა(ა)იპ ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის სამრევლო სკოლა.

საჯარო რეესტრის დოკუმენტები უძრავი ქონებისა და კომპანიების შესახებ იხილეთ ამ ბმულზე:
https://drive.google.com/open?id=1vdUmWnj2wOjiLOaWfuptQOuhy2jjIte1

მიტროპოლიტის დაქვემდებარებაში მყოფ სამივე სასულიერო სკოლას 2018 წელს განათლების სამინისტრომ 20-20 ათასი ლარი გადაურიცხა.

ioseb

კომენტარები
Total
0
Shares
Next
თბილისის გამგეობიდან ადგილობრივ ეკლესიაზე გაცემული თანხები
tblisi gamgeoba

თბილისის გამგეობიდან ადგილობრივ ეკლესიაზე გაცემული თანხები

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
პარლამენტარმა ხაბულიანმა ხმა ოცნების სასარგებლოდ გაყიდა

პარლამენტარის ხმის საფასური – რაში გაუცვალა ოპოზიციონერმა  ხაბულიანმა ხმა “ქართულ ოცნებას”

ავტორები: აიდან იუსიფი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, მანანა ღოღობერიძე კომენტარები

Total
0
Share