fbpx
bodbeli

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი

iakob

“მკიდია ისინიც და ისინიც… ბიძინათი დაწყებული ყველათი დამთავრებული, დედას იმასვუზამ ყველას.”

“მე თუ შევიგინები, ჩემზე წლები ლაპარაკობენ, მეუფემ შეიგინა და ცუდი ქნა, არადა ყოველ დღე იგინებიან. იქნებ მე ჩემი მაგალითით გაჩვენებთ, როგორ არ უნდა მოიქცეთ.”

ბოლო დროს, სკანდალური განცხადებები სინოდის წევრების მხრიდან აღარავის უკვირს, მაგრამ ამაში ბოდბელ მთავარეპისკოპოს იაკობს მაინც ვერავინ შეედრება.
ბრალდება, მუქარა, უხეში მიმართვები, გინება – კომუნიკაციის მისი სტილია და სინოდში სხვა “ბადალი” არ ჰყავს.

ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი, ერისკაცობაში კონსტანტინე იაკობიშვილი, 2003 წლიდან ბერია, 2004 წლის თებერვალში მღვდელი გახდა, 2010 წლის მაისში კი ეპისკოპოსობა ებოძა. ის ჯერ ცურტავის, შემდეგ გარდაბნისა და მარტყოფის, ხოლო 2013 წლიდან ბოდბის ეპარქიას ხელმძღვანელობს. მთავარეპისკოპოსი 2019 წლის ივნისში გახდა. რეზიდენცია აქვს ბოდბესა და სიღნაღში.

Საჯარო რეესტრის თანახმად, ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი არ ფლობს უძრავ ქონებას. ხელმძღვანელობს რამდენიმე ორგანიზაციას:

1. შპს “წმინდა მთავარანგელოზთა სახელობის დარიალის სამონასტრო კომპლექსის მშენებლობის ფონდი;”
2. ა(ა)იპ “იდილია;”
3. ა(ა)იპ “გარდაბნისა და მარტყოფის ეპარქიის განვითარების ფონდი;”
4. ა(ა)იპ “საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი.”

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იუგუდიელი
iegudieli

სტეფანწმინდისა და ხევის მთავარეპისკოპოსი იუგუდიელი

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share