fbpx
marshalpress e1670822872956

Რატომ ვუხდით ფულს “მარშალპრესს” ? 

ავტორი: ია ასათიანი 

“ვოლოდიმირ ზელენსკის კონფლიქტის თავიდან აცილება შეეძლო, თუმცა მას ეს არ სურდა,”- 3 აპრილს ამ სათაურით გავრცელდა სტატია რუსული პროპაგანდისტული მედიის, “რია ნოვოსტის” ვებგვერდზე. იმავე დღეს ეს მანიპულაციური სათაური ერთი-ერთში გაიმეორა “მარშალპრესმა”, Საქართველოში მოქმედმა ონლაინ პორტალმა, რომელიც ანტიდასავლური და სიძულვილის ენის შემცველი რიტორიკით გამოირჩევა.

“მარშალპრესის” Სათაურებში ამოიკითხავთ, რომ დასავლეთი ცინიზმთან და ეგოიზმთან ასოცირდება, აშშ-ში კანონის უზენაესობა არ არსებობს და შერჩევითი სამართალი მახინჯ მოვლენად იქცა, დასავლეთი საქართველოს სჯის იმისთვის, რომ რუსეთს მეორე ფრონტი არ გაუხსნა, აშშ-ის ელჩ კელი დეგნანის ქმედება კი კრემლისგან ნაკარნახევს ჰგავს. ეს გამოცემა 5 ივლისის ძალადობრივ აქციაზე გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გაშავებაშიც მონაწილეობდა

ასეთ პროპაგანდისტულ და მიკერძოებულ მედიას ბიუჯეტის ფულს ვუხდით. 2020-2022 წლებში სხვადასხვა საჯარო უწყებამ “მარშალპრესს” 44 ათასი ლარის ხელშეკრულებები გაუფორმა. თანაც, უკონკურსოდ, გამარტივებული შესყიდვის ფორმით. ამ თანხით მედიას რეკლამის განთავსება და მათი საქმიანობების შესახებ საზოგადოების ინფორმირება, ანუ სტატიების, ნიუსების და პრესრელიზების გავრცელება დაუკვეთეს. ამ ფონზე, გასაკვირი არაა, რატომ ავრცელებს “მარშალპრესი” “ქართული ოცნების” და ბიძინა ივანიშვილის საქებარ-სადიდებელ მასალებს

Screenshot 2022 12 12 at 09.36.45
ლექსო ლაშქარავას გაშავებაზე მიძღვნილი ნიუსი “მარშალპრესზე”

“Მარშალპრესს” რომ ბიუჯეტის თანხები ერიცხება, ახალი ამბავი არ არის. ამ სახელმწიფო შესყიდვებზე “აი,ფაქტი”, ადრეც გიყვებოდათ. Საქმე ისაა, რატომ ირჩევენ საჯარო უწყებები კონკრეტულად ამ გამოცემას და რით ამართლებენ პროპაგანდისტული ონლაინ პორტალის მომსახურების შესყიდვას? ამ კითხვაზე პასუხის მიღება ვცადეთ და რა გამოგვივიდა, სტატიაში მოგიყვებით.

Ბოლო ორი წლის განმავლობაში გაფორმებული ოცდაორივე ხელშეკრულება გამარტივებული შესყიდვის ფორმით, ანუ კონკურსის გავლის გარეშეა დადებული. Სახელმწიფო Შესყიდვების გვერდზე ვერ გავიგეთ როგორ ხსნის ამ საჭიროებას დამკვეთი საჯარო უწყება, რადგან ყველა Ხელშეკრულება 5000 ლარზე ნაკლები ღირებულების იყო. ასეთ შემთხვევაში კი კანონით მათ არანაირი დასაბუთების ვალდებულება არ აქვთ

2020-2022 წლებში “მარშალპრესთან” არაერთხელ დადო ხელშეკრულება მცხეთის, ხელვაჩაურის, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ამბროლაურის მერიამ, გურიის რწმუნებულის ადმინისტრაციამ და თბილისის მერიის ა(ა)იპ-მა “ჩემი ადვოკატი”. Მათ “მარშალპრესს”ჯამში 32,500 ლარი ჩაურიცხეს. ( 2022 წლის 9 დეკემბრის მონაცემებით)

Screenshot 2022 12 12 at 09.54.50
სქრინშოტი “მარშალპრესის” საიტიდან

Ჩამოთვლილ შვიდივე საჯარო უწყებას ვკითხეთ, რა ნიშნით შეარჩიეს “მარშალპრესი”? საჯარო ინფორმაცის წერილით მოვითხოვეთ, რომ გამოეგზავნათ იმ მასალების ბმულებიც, რომელიც მათი და ამ მედიასაშუალების თანაშრომლობის ფარგლებში გამოქვეყნდა. Შვიდიდან ხუთ წერილზე პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

ინფორმაცია შვიდიდან მხოლოდ ორ, ხელვაჩაურის და მცხეთის მერიებიდან გამოგვიგზავნეს და ისიც არასრულყოფილად. პასუხები ანალოგიური შინაარსის იყო – “მარშალპრესთან” ხელშეკრულებები გავაფორმეთ იმისთვის, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდოთ მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების, ასევე დაგეგმილი/განხორციელებული ღონისძიებების და სიახლეების შესახებო. თუმცა, არაფერი უთქვამთ იმაზე, როგორ შეარჩიეს ეს მედიაგამოცემა.

Პასუხი რომ ამომწურავი არ იყო, ორივე მუნიციპალიტეტში გავგზავნეთ ადმინისტრაციული საჩივარი. Ხელვაჩაურის მერიისგან ამ წერილზე პასუხი არ მიგვიღია. Მცხეთიდან კი გამოგვეხმაურნენ, მაგრამ თითქმის იგივე შინაარსით, კანონი არ დაგვირღვევია და რაც შეეხება ვებგვერდის პოპულარობას, “მარშალპრესის” საიტზე ნახეთო.

თუ გსურთ, გავაგრძელოთ მთავრობის საქმიანობის გამოძიება, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი

Მცხეთის მერიის ხელშეკრულებები 

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიამ შპს “მარშალპრესს” 2020-2022 წლებში 5200 ლარის სამი ხელშეკრულება გაუფორმა. Მათი თქმით, ამ მედიაგამოცემის შერჩევისას იხელმძღვანელეს ბიუჯეტის რაციონალური ხარჯვის პრინციპით და მათი მიზანი, მერიის საქმიანობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება იყო. 

გადავწყვიტეთ შეგვემოწმებინა, რამდენად აღწევენ ამ მიზანს “მარშალპრესის” გავლით. Ჩავედით მცხეთაში და შვიდ ლოკაციაზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფის 60 ადამიანი გამოვკითხეთ. Მათგან ერთიც კი არ აღმოჩნდა ისეთი, რომელსაც ამ მედიაზე რაიმე გაეგო. მცხეთის მკვიდრი მოსახლეობა ამ საიტს საერთოდ არ იცნობს.

“პირველად მესმის თქვენგან… ისინი აქვეყნებენ და ჩვენ ვერ ვგებულობთ,”- გვითხრეს ქალაქის ცენტრში. 

“მე ყველაფერს ვკითხულობ, ყველაფერს ვუსმენ, ვგუგლავ, მაგრამ ეს არ გამიგია… მე რომ პირველად გავიგებ, ესე იგი არავინ იცის…,”- გვითხრა სხვეტიცხოველთან სუვენირებით მოვაჭრე ქალბატონმა. 

Screenshot 2022 12 12 at 09.43.12
მცხეთის მერიის საქმიანობის ამსახველი ნიუსები (ფოტო: სქრინშოტი “მარშალპრესის” საიტიდან)

აუდიტორიასთან დიდი წვდომა რომ აქვთ, ამას საიტიდანაც ვიგებთ. Მაგალითად, სტატიას იმის შესახებ, რომ მუხათგვერდში წყალმომარაგების ქსელს აწყობენ, მხოლოდ 180 ნახვა აქვს. “მარშალპრესის” ვებგვერდზე არ ჩანს, რომელ სტატია/ნიუსი მომზადდა მცხეთის მუნიციპალიტეტის დაკვეთით. Მერიას კი ვხოვეთ, მაგრამ ამ მასალების ბმულები არ გამოგვიგზავნა. ვცადეთ ვებგვერდზე სიტყვა “მცხეთა” მოგვეძებნა, მაგრამ სისტემამ ხუთი გვერდი გაგვიხსნა და მაინც არ ჩანს, რომელია დაკვეთით გამოქვეყნებული. ამ მასალებს, საშუალოდ 500 ადამიანი კითხულობს. 

Მცხეთის მერიაშიც მივედით და პირისპირს ინტერვიუს ჩაწერა ვცადეთ. თუმცა, ჩვენთან ამ სახით კომუნიკაცია არ ისურვეს. 

“ჩვენ რაც შეგვეხებოდა იმ კითხვებზე გაგეცით პასუხი და დანარჩენი ახლა, რამდენი მნახველი ჰყავდა და ასე შემდეგ, გვერდზე შეგიძლიათ შებრძანდეთ, საჯაროა ის მარშალპრესი და მოიძიეთ… “- გვითხრა მცხეთის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქეთევან ლიპარტელიანმა და ტელეფონი გაგვითიშა. 

“Ჩემი ადვოკატის” ხელშეკრულებები 

კიდევ ერთი ორგანიზაცია, რომელიც მარშალპრესს სტატიების და ნიუსების გამოქვეყნებას უკვეთავს სახელმწიფო ა(ა)იპი “ჩემი ადვოკატია”. ის მოქალაქეებს უფასო სამართლებრივ დახმარებას სთავაზობს და თბილის მერიის ბიუჯეტიდან ფინანსდება. ა(ა)იპ-ის 2022 წლის ბიუჯეტი 676 ათასი ლარია. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორგანიზაციის თანამშრომლებს ხელფასს ჩვენი ჯიბიდან ვუხდით, საჯარო ინფორმაციის გაცემა არ ევალებათ. კანონი ამას არ სთხოვთ, მხოლოდ მათ კეთილ ნებაზე ვართ დამოკიდებული და ბუნებრივია, თავს არ იწუხებენ. 

Ხუთი თვის წინ ოფიციალურ მეილზე კითხვები წერილობით გავუგზავნეთ, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიგვიღია.

Მხოლოდ ბოლო ორ წელში ა(ა)იპ-მა ონლაინ პლატფორმა “მარშალპრეს”ს 8,600 ლარის სამი ხელშეკრულება გაუფორმა. ისინი წინა წლებშიც აქტიურად თანამშრომლობდნენ. 2018 წლიდან დღემდე ჯამში 16 ათას ლარამდე ხელშეკრულებები აქვთ გაფორმებული

გვაინტერესებდა, კონკრეტულად რა მედიაპროდუქტი განთავსდა “მარშალპრესზე” “ჩემი ადვოკატის” დაკვეთით. Სტატიაზე მუშაობის დასაწყისში, მათ ვებგვერდზე ასეთი ვერაფერი ვიპოვეთ. ისევ და ისევ იმიტომ, რომ მედიაპორტალი არ უთითებდა, ვისი დაკვეთით მომზადდა ესა თუ ის მასალა. Საძიებო სისტემაში სიტყვით “ჩემი ადვოკატი” არაფერი იძებნებოდა.

Screenshot 2022 12 12 at 09.57.06
სიახლეები “ჩემს ადვოკატზე” (სქრინშოტი საიტიდან)

Საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის შემდეგ კი “მარშალპრესის” საიტზე ეტაპობრივად გაჩნდა ოთხი მასალა “ჩემს ადვოკატზე”. ამ სიახლეებს საშუალოდ 400 მნახველი ჰყავს (9 დეკემბრის მონაცემებით) Მასალები არც სოციალურ ქსელში გაზიარებებით გამოირჩევა. უფრო მეტიც, დროდადრო “მარშალპრესის” ფეისბუქ გვერდი იბლოკება. არადა, “ჩემს ადვოკატთან” 2020 წლის ხელშეკრულებაში წერია რომ “მარშალპრესმა” მასალა 150 ჯგუფში უნდა გააზიაროს.

თვეების გასვლის შემდეგ ოფიციალურ წერილზე რომ არავინ გვიპასუხა, პირისპირ ინტერვიუს ჩაწერა ვცადეთ. დავრეკეთ “ჩემი ადვოკატის” ცხელ ხაზზე, მაგრამ მერიაში გადაგვამისამართეს. დაგვპირდნენ, გაგირკვევთ, ვინ შეძლებს თქვენთან გასაუბრებასო. ინტერვიუზე არავინ დაგვთანხმდა, მაგრამ თვეების წინ გაგზავნილ წერილზე გვიპასუხეს და “მარშალპრესთან” თანამშრომლობა დაგვიდასტურეს.

“ვთანამშრომლობთ ინფორმაციის გაშუქებისა და შესაბამისი მედიამასალის მომზადების მიზნით და არასდროს ამ კუთხით პრობლემა არ შექმნილა. ყველა ინფორმაცია მზადდება და იდება ოპერატიულად. ამასთან, ბაზრის კვლევის მიხედვით, აღნიშნულ საინფორმაციო სააგენტოს მომსახურებაზე აქვს დაბალი ფასი,”- მოგვწერეს თბილისის მერიიდან. 

Რადგან არც ეს პასუხი იყო სრულყოფილი, მერიის მედიასთან ურთიერთობის სამსახურს მორიგ ჯერზე დავუკავშირდით. გვიპასუხეს, ამ თემაზე მეტ კომენტარს აღარ გავაკეთებთო. 

რატომ “მარშალპრესი”? 

რადგან პასუხისმგებელი საჯარო უწყებებიდან პასუხი ვერც ერთ კითხვაზე მივიღეთ, გადავწყვიტეთ სხვა გზებით გაგვეგო, რატომ შეარჩიეს მაინცდამაინც“მარშალპრესი” ინფორმაციის გასავრცელებლად. 

იმისთვის, რომ მედიასაშუალებას სარეკლამო სტატიის ან ნიუსის გამოქვეყნება დაავალო, ლოგიკურია, რომ უნდა ჰქონდეს რეიტინგი, ჰყავდეს ბევრი მკითხველი, სოციალურ ქსელში იყოს პოპულარული, ჰქონდეს სანდო და ობიექტური მედიის სახელი. Ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ “მარშალპრესი” აქედან ვერც ერთ კრიტერიუმს აკმაყოფილებს. 

Საქართველოში არსებული ყველა ვებგვერდის რეიტინგის შემოწმება top.ge-ზეა შესაძლებელი. Საიტზე განთავსებული სტატისტიკა ყველა დაინტერესებული პირისთვისაა ხელმისაწვდომი. “Მარშალპრესი” სხვადასხვა დროს შევამოწმეთ და ის ყველაზე პოპულარული საიტების 30-ეულშიც ვერ ხვდება.

Რაც შეეხება სოციალურ ქსელში გაზიარებებს და ჩართულობას, “Მარშალპრესი” ვერც ამით იწონებს თავს. დაკვეთით მომზადებულ სტატიებს 10-მდე გაზიარება აქვს. “Მარშალპრესს” არც ფეისბუქ ჯგუფები აქვს მასალების გასაზიარებლად და ზოგჯერ არც მთავარი გვერდი იხსნება. 

“Მარშალპრესი” რომ მაღალი ჟურნალისტური სტანდარტებით არ გამოირჩევა, მარტივი მისახვედრია. ეს პორტალი არაერთხელ არის მხილებული მანიპულაციასა თუ ტყუილის ტირაჟირებაში. გამოირჩევა ანტიდასავლური, სიძულვილის ენის შემცველი, დეზინფორმაციული, ჰომოფობიური და პროსახელისუფლებო განცხადებებით. 

“„მარშალპრესი“ და „სპუტნიკი“, რუსეთ-უკრაინის ომს ტენდენციურად აშუქებენ და მიკერძოებულები არიან ხელისუფლების მიმართ,”- ვკითხულობთ მედიაჩეკერის კვლევაში, რომელიც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პროექტია. 

MDF-ის, მედიის განვითარების ფონდის კვლევით კი “მარშალპრესი” არის იმ მედიების ჩამონათვალში, სადაც ყველაზე ხშირად ვრცელდება ჰომოფობიური და ქსენოფობიური, განცხადებები. ჰომოფობიურ ფოტომანიპულაციასთან ერთად, გამოვლინდა შემთხვევები, როცა რედაქციას ჰომოფობიური შეფასებები მასალის სათაურში გამოჰქონდა, რითაც მის შინაარსს იზიარებდა,”- წერია კვლევაში. Მაგალითად კი მოყვანილია შემდეგი სათაურები: „ამბობენ რომ იქნება წამალი, რომელსაც ორსულს გაუკეთებენ და ბავშვი ჰომოსექსუალი აღარ იქნება“; „გეი მანიფესტი – „ჩვენ გავრყვნით თქვენს შვილებს მათსავე სკოლებში“.

და სტეფანიშვილი
ოთარ სტეფანიშვილი და ბიძინა ივანიშვილი (ფოტო: სტეფანიშვილის ფეისბუქი)

მას შემდეგ რაც ყველა რაციონალურ ვერსიაზე ვიფიქრეთ, თუ რატომ შეიძლება შეირჩეს “მარშალპრესი” ინფორმაციის გამავრცელებლად, დამფუძნებლის შესწავლაც გადავწყვიტეთ. “Მარშალპრესი” 2015 წელს ბიძინა ივანიშვილის ტელევიზიის “ინფო 9”-ის ყოფილმა ჟურნალისტმა ოთარ სტეფანიშვილმა დააფუძნა. Შემდეგ წილები გაასხვისა და მის დირექტორად დარჩა.

Სტეფანიშვილს სოციალურ ქსელში დღემდე უდევს ივანიშვილთან ერთად გადაღებული ფოტო, ნომრების ბაზაში კი საკუთარი პროფილის სურათადაც უყენია. Სტეფანიშვილის პოსტებს რომ თვალი გადაავლოთ, თქვენთვისაც ნათელი გახდება, რატომ ვუხდით სახელმწიფო ბიუჯეტიდან ათი ათასობით ლარს ონლაინ პორტალს, რომელიც არც ჟურნალისტურ სტანდარტებს აკმაყოფილებს და არც ისეთი პოპულარულია, რომ დარეკლამებული სტატია სამიზნე აუდიტორიას მისწვდეს.

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, გავაგრძელოთ მთავრობის საქმიანობის გამოძიება, მაშინ გახდით ჩვენი სპონსორი
Next
შერჩევითი “სამართალი” გორის მერიაში 
gori e1670848171938

შერჩევითი “სამართალი” გორის მერიაში 

ავტორები: ია ასათიანი, მარიამ კაჭკაჭაშვილი, ნათია მიხელიძე კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share