fbpx
anton bulukhia

მიტროპოლიტი ანტონ ბულუხია

🔍 #აიფაქტი: მიტროპოლიტი უნდა ეწეოდეს თუ არა ბიზნესსაქმიანობას და მონაწილეობდეს სახელმწიფო შესყიდვებში? ან როგორ მოაგროვა 148,000 აშშ დოლარი თბილისის ცენტრში 157 კვ.მ. ბინის საყიდლად?

ბუნებრივია, რომ ამ მოცემულობაში მიტროპოლიტი ანტონი არ უწონებს დასავლურ სამყაროს იმ მედიებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების დაფინანსებას, რომლებიც საპატრიარქოს მაღალი იერარქების ქონებისა და საქმიანობის გამოჩხრეკას დაიწყებენ.

არადა, 2017 წელს მიტროპოლიტი ანტონი ევროკავშირის ერთ-ერთი პარტნიორიც იყო საქართველოში. ვანის მართლმადიდებლურ გიმნაზიაში, რომელსაც მიტროპოლიტი ხელმძღვანელობს, ევროკავშირის დაფინანსებითა და მხარდაჭერით ფუნქციონირებდა ევროკლუბი, სადაც იკრიბებოდნენ სკოლის მოსწავლეები და ეცნობოდნენ ინფორმაციას დასავლური ღირებულებებისა და სიახლეების შესახებ.

იმ დროს მიტროპოლიტი ანტონი ევროკავშირს არაფერს უწუნებდა, პირიქით, ანტიდასავლური პროპაგანდის მავნებლობაზე ამახვილებდა ყურადღებას.

https://www.facebook.com/watch/?v=1454121014703401

მიტროპოლიტი ანტონი (ერისკაცობაში მარკოზ ბულუხია), საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, ფლობს:
1. 157 კვ.მ. ბინას თბილისის ცენტრში, რომელიც 148,000 დოლარად შეიძინა 2012 წელს;
2. 42,000 კვ.მ. მიწას ვარციხეში;
3. 656 კვ.მ. მიწას წავკისში;
4. 554 კვ.მ. მიწას ვანში (სადაც ჰყავს თანამფლობელიც).

ბულუხია ფლობს წილებს რვა კომპანიაში და ხელმძღვანელობს საპატრიარქოს მფლობელობაში მყოფ ხუთ ორგანიზაციას. კომპანიების ნაწილი სამშენებლო საქმიანობას ეწევა, ნაწილი კი სუვენირებით ვაჭრობს.

მიტროპოლიტის კომპანიები სახელმწიფო შესყიდვებშიც მონაწილეობდნენ. ოთხივე შემთხვევაში ხელშეკრულება გაფორმებულია პირდაპირ ამ კომპანიებთან, ტენდერის გამოცხადების გარეშე. ანუ დამკვეთი არ აცხადებდა კონკურსს და პირდაპირ აღნიშნულ კომპანიებთან დებდა გარიგებას. მაგალითად, 2014 წელს ისნის რაიონის გამგეობამ მიტროპოლიტ ანტონის კომპანიას, შპს „ვინოგრადს“ 31,368 ლარი გადაუხადა ისანში ხუთი სახლის სახურავის შეცვლაში. კონტრაქტს ხელს ბულუხიას პარტნიორი, ვალერ ჩოჩია აწერს, რომელიც შპს “ვინოგრადში” 50 პროცენტს ფლობს.

2013 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ ანტონის კომპანიისგან, შპს “დოზოჯი სუვენირისგან” შეიძინა 4,725 ლარის ღირებულების ღვინის ბოთლის ჩოხები (135 ცალი).

ვანის მუნიციპალიტეტის სარაგბო კლუბმა „აიეტმა“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა მოციქულთასწორის ნინო ქართველთგანმანათლებლის სახელობის ვანის მართლმადიდებლური გიმნაზიიისგან, რომლის დირექტორიც მიტროპოლიტი ანტონია, 2016 და 2017 წლებში შეისყიდა 2,059 ლარის ღირებულების სატრანსპორტო მომსახურება.

anton

კომენტარები
Total
0
Shares
Next
რა თანხას ურიცხავს გორის მერია ადგილობრივ ეპარქიას
goris meria

რა თანხას ურიცხავს გორის მერია ადგილობრივ ეპარქიას

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share