დამფუძნებელი, რედაქტორი
ნინო ბაქრაძე გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტის” დამფუძნებელია. 2014 წელს მიიღო ჟურნალისტის მაგისტრის დიპლომი საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA). მას აქვს 12-წლიანი ჟურნალისტური საქმიანობის გამოცდილება, აქედან 8 წელია მუშაობს საგამოძიებო მასალებზე.
მუშაობდა „პანამისა“ და „პანდორას დოკუმენტების“ საერთაშორისო პროექტზე. 2014-2019 წლებში გაიარა საგამოძიებო ჟურნალისტიკისა და მედიამენეჯმენტის პროგრამები რიგაში, სტოკჰოლმის ეკონომიკურ სკოლაში.
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე კითხულობს ლექციას მონაცემთა ჟურნალისტიკაში. ხელმძღვანელობს საგამოძიებო ჟურნალისტიკის სიღრმისეული სწავლების ერთწლიან კურსს.
ელ.ფოსტის მისამართი: ninobakradze@ifact.ge