fbpx
cover-sum-nnle

როგორ იქცა სამთავრობო ა(ა)იპ-ი “დასაქმების კანტორად” – შეჯამება

Ხელისუფლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხალხს გამოგონილ პოზიციებზე ასაქმებს. ამით შტატებს ხელოვნურად ზრდის და საარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსსაც იძლიერებს.

ამ სქემისთვის გამოადგათ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაც. Საარსებო შემწეობაზე მყოფ მოქალაქეებს ადგილი მერიის ა(ა)იპ-ებში გამოუნახეს. ზოგს ახალი შტატიც კი შეუქმნეს. ასე მივიღეთ ბიუჯეტის კმაყოფაზე მყოფი მეტი საჯარო მოსამსახურე. 

ამბავი თვალსაჩინოა მხოლოდ ზესტაფონის ა(ა)იპ-ების მაგალითზეც. აქ “მოძრავი ბიბლიოთეკები” შექმნეს, თვეში 300 ლარად დაასაქმეს სოფელში წიგნების დამტარებლები. თუმცა, ადგილობრივებს ვერც ამ “მიწოდების სერვისით” კმაყოფილება შევატყვეთ და ვერც ისეთები ვიპოვეთ, ვინც წიგნები სახლში მიიღო. 

ა(ა)იპ-ებში დასაქმებულებს რომ ბუნდოვანი მოვალეობები აკისრიათ, ამას მოწმობს მოსწავლეებში ტალანტის აღმომჩენის, “სპორტული სელექციონერის” შტატიც. Ზესტაფონში ამ პოზიციაზე სამი ადამიანი მუშაობს. 

Ზესტაფონში 11 ა(ა)იპ-ია, სადაც ახლა 972 ადამიანი მუშაობს, ოთხი წლის წინ კი 910 მუშაობდა. Მათი რიცხვი, შესაძლოა, ულიმიტოდ გაიზარდოს. კანონი არ აწესებს ზღვარს, მაქსიმუმ რამდენი ადამიანი შეიძლება დასაქმდეს სამთავრობო ა(ა)იპ-ში.

Წლიდან წლამდე იზრდება ამ ა(ა)იპ-ების ბიუჯეტიც და შრომის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯიც. 2023 წელს ხელფასებზე 7 მილიონი ლარი დაიხარჯა, Წელს კი იმავე მიზნით 8 მილიონია გამოყოფილი. Ზესტაფონის ა(ა)იპ-ებზე თანხები რომ არაეფექტიანად იხარჯება, ამას შარშან აუდიტის სამსახურიც ამბობდა.

Საარჩევნოდ, ეს ორგანიზაციები მმართველი პარტიის სამსახურში დგება. “აი, ფაქტმა” გამოავლინა 8 პირი, რომლებიც მერიის ა(ა)იპ-ების პარალელურად, საარჩევნო კომისიებშიც საქმდებიან. ეს აჩენს რისკს, რომ პარტიის მიერ დასაქმებულები არჩევნებზეც პარტიისვე მითითებებს შეასრულებენ. 

ჩვენმა ჟურნალისტურმა მოკვლევამ აჩვენა, რომ საჯარო მოსამსახურეებს თავისუფალი არჩევანის უფლებას წინა ხელისუფლებაც ართმევდა და ეს მავნე “ტრადიცია” წარსულს არ ჩაბარებია.

ჟურნალისტურ გამოძიებაზე ოთხი თვე ვმუშაობდით. კვლევისას, ა(ა)იპ-ებში თავად მივედით და “შიდა სამზარეულო” იქაურ თანამშრომლებს მოვაყოლეთ. Შევისწავლეთ მერიის და საარჩევნო კომისიის დოკუმენტები, ვესაუბრეთ ადგილობრივ მთავრობას, ოპოზიციას და ზესტაფონის ყოფილ საჯარო მოსამსახურეებს, რომლებსაც პირადად ახსოვთ საარჩევნოდ ა(ა)იპ-ების გამოყენების მანკიერი პრაქტიკა.

ვეძებეთ აქედან გამოსავლის გზებიც.  ჩვენს რესპონდენტებს იმედი აქვთ, რომ ამ მავნებლობას ბოლო მოეღება მაშინ, როცა პოლიტიკური ძალაუფლება სხვადასხვა ხელში, ანუ მრავალპარტიულ პარლამენტში გადანაწილდება. ეს კი 5 თვეში, არჩევნების შედეგებით გადაწყდება. 

logo

მასალა მომზადებულია New Democracy Fund-ის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, დანიის მთავრობის მხარდაჭერით. მასალაზე პასუხისმგებელია გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება “აი, ფაქტი” და მასალის სათქმელი შეიძლება არ ასახავდეს/ეთანხმებოდეს დონორის ხედვას.

    კომენტარები
    Total
    0
    Shares
    Next
    რის ფასად მივიღეთ “რუსული კანონი” – დაკითხვები, ცემა, მუქარის ზარები
    რუსული კანონის წინააღმდეგ გამართული აქცია

    რის ფასად მივიღეთ “რუსული კანონი” – დაკითხვები, ცემა, მუქარის ზარები

    ვისი ნომრებით ემუქრებოდნენ "რუსული კანონის" მოწინააღმდეგე მოქალაქეებს

    თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
    Total
    0
    Share