fbpx
Frontera Resources 1024x577 1

საქართველოს მთავრობას “ფრონტერასთვის” გაფორმებული კონტრაქტის ცვლილება უნდა

“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” 2018 წელს ვაშინგტონში ლობირებისთვის 77,821 დოლარი დახარჯა. კორპორაცია ითხოვს ამერიკულ კომპანია “ფრონტერა რესურსთან” ნავთობისა და გაზის მოსაპოვებლად გაფორმებული კონტრაქტის პირობების გადახედვას.

“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” ვაშინგტონში მოქმედ იურიდიულ ფირმას, Hogan Lovells US LLP-ს დახმარება 2017 წელს სთხოვა. ლობირებისთვის კორპორაციის მიერ ამერიკაში დახარჯული თანხის შესახებ ინფორმაცია OpenSecrets.org-მა აღმოაჩინა.

“ფრონტერამ” ბოლო 20 წლის მანძილზე აღმოსავლეთ საქართველოში ნავთობისა და გაზის მოპოვებისთვის მილიონობით დოლარი დახარჯა. ბოლო წლის განმავლობაში კომპანია აცხადებდა, რომ მათ მიერ მოპოვებული მონაცემების საფუძველზე უფრო მომგებიანი ჭაბურღილების დაყენებაა შესაძლებელი.

“ფრონტერა” ადასტურებს, რომ კორპორაციას სალიცენზიო შეთანხმების პირობების შეცვლა სურს.

არც “ფრონტერა” ყოფილა გულზეხელდაკრეფილი ვიდრე საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია ამერიკელ პარტნიორებთან მუშაობდა. “ფრონტერამ” 2018 წლის აპრილ-ივნისში ლობისტ ფირმას Cornerstone Government Affairs-ს 50,000 დოლარი გადაუხადა ამერიკის კონგრესმენებთან აღმოსავლეთ ევროპაში საძიებო და საწარმოო საკითხებზე მუშაობისთვის. “ფრონტერა” აქტიურად მუშაობს საქართველოში, ახლახანს კი მოლდოვაში ახალი საიჯარო ხელშეკრულებები გააფორმა.

ამერიკელმა კონგრესმენმა, სტივ რასელმა წარმოადგინა კანონპროექტი, რომელიც აშშ-ს მთავრობას სთხოვს დაადგინოს, საქართველოს მთავრობა ხელს უშლის თუ არა ამერიკის მოქალაქეების ბიზნესსაქმიანობას საქართველოში. კანონპროექტი ასევე გულისხმობს სანქციების დაწესებას, მათ შორის, უარს ვიზის გაცემაზე მოქმედი და ყოფილი მთავრობის წევრებისთვის, რომლებიც აღნიშნულ საქმიანობაში იქნებიან შემჩნეული. სავარაუდოდ, ამერიკის წარმომადგენელთა პალატა კანონპროექტს მხარს არ დაუჭერს.

“საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციამ” ლობირებისა და არბიტრაჟის შესახებ ჩვენთან საუბარი არ ისურვა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
სააკაშვილ-ივანიშვილის ლობისტი ტრამპის საქმეში დამნაშავედ სცნეს
saakashvil ivanishvili

სააკაშვილ-ივანიშვილის ლობისტი ტრამპის საქმეში დამნაშავედ სცნეს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share