fbpx
vladimir gersamia 1

რუსული ბანკიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვაში ქართველს ადანაშაულებენ

ვლადიმერ გერსამია ლონდონის სასამართლომ დამნაშავედ სცნო თაღლითობაში და მას შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 33 წლის გერსამიას ბრალად ედება თანამზრახველებთან ერთად რუსული ბანკ “ოტკრიტიეს” ანგარიშებიდან 141 მილიონი ფუნტის მოპარვა.

სასამართლომ გერსამიასთან ერთად განიხილა მისი მთავარი თანამზრახველის, ჯორჯ ურუმოვის საქმეც, რომელსაც 12 წლით პატიმრობა მიუსაჯა.

2011 წელს ურუმოვი ბანკ “ოტკრიტიეში” მუშაობდა, გერსამია კი კომპანია Threadneedle Asset Management-ში. ურუმოვმა გერსამიასთან წინასწარი შეთანხმებით, რუსული ბანკის სახელით 213 მილიონ არგენტინულ პესოდ (რაც იმდროინდელი კურსით 53 მილიონ დოლარს შეადგენდა) ერთ-ერთი არგენტინული კომპანიის ობლიგაციები შეისყიდა. მაგრამ Otrkritie Group-ის მესვეურებს უთხრეს, რომ ობლიგაციებში 213 მილიონი არგენტინული პესო კი არა, 213 მილიონი დოლარი გადაიხადეს. თანაც დაპირდნენ, რომ Threadneedle Asset Management, სადაც გერსამია იმ დროს მუშაობდა, ამ აქციებს უფრო მაღალ ფასად შეისყიდიდა. ამ გზით ჯგუფმა მილიონობით დოლარი მოიპოვა და მოგვიანებით მის გათეთრებას შეეცადა.

ფულის გათეთრების სქემაში მონაწილეობდნენ ვლადიმერ გერსამიას მშობლები და ნათესავები. ამ ფულის ნაწილი საქართველოშიც მოხვდა.

“აი, ფაქტი” ამ დანაშაულის შესახებ “პანამის დოკუმენტებზე” დაყრდნობით 2016 წლის ივნისშიც წერდა. მეტი ამ საქმის შესახებ შეგიძლიათ შეიტყოთ ჩვენი გამოძიებიდან.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ნამახვანის ჰესის კონკურსის დეტალები კონფიდენციალურია
namakhvani

ნამახვანის ჰესის კონკურსის დეტალები კონფიდენციალურია

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share