fbpx
pasha holding

“პაშა ჰოლდინგი” ზრდას განაგრძობს

ავტორი: ჰაფიზ ბაბალი, Meydan TV

აზერბაიჯანული კომპანია “პაშა ჰოლდინგი” 100-ზე მეტ შვილობილ კომპანიას აკონტროლებს ისეთ სექტორებში, როგორიცაა ფინანსები და უძრავი ქონება, სოფლის მეურნეობა, საცალო გაყიდვები და სასტუმროების ბიზნესი. კომპანიის აქტივები, ძირითადად, კონცენტრირებულია აზერბაიჯანში, თუმცა თურქეთში, მონტენეგროსა და საქართველოშიც ვრცელდება.

2013 წლამდე “პაშა ჰოლდინგს” არიფ პაშაევი, აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის სიმამრი ფლობდა. პაშაევმა კომპანია ალიევის ქალიშვილებს, არზუ და ლეილეა ალიევებს გადასცა.

“პაშა ჰოლდინგი” პაშა ბანკის 60 პროცენტს ფლობს. ბანკი აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ფუნქციონირებს. ბანკის 2017 წლის 1 ოქტომბრის კონსოლიდირებულ ფინანსურ ანგარიშში ჩამოთვლილი აქტივები 3.45 ბილიონ მანათს უდრის. იმავე დღეს, Kapital Bank OJSC-ის (რომლის 99.87 პროცენტი “პაშა ჰოლდინგს” ეკუთვის) აქტივების ფასი 3.025 მილიონი მანათი იყო.

2017 წლის 1 აპრილს საქართველოში მოქმედი “პაშა ბანკის” აქციონერთა სიაში მითითებული იყო არზუ ალიევა (45%), ლეილა ალიევა (45%) და მათი ბაბუა, არიფ პაშაევი (10%). ამავე დღეს ბანკის საქართველოს წარმომადგენლობის აქტივებმა 263.8 მილიონი ლარი შეადგინა.

“პაშა ბანკს” ქართული საზოგადოების ნაწილი კარგად იცნობს. 15-16 მაისს ბანკი იყო თბილისში ჩატარებული საერთაშორისო საინვესტიციო ფორუმის “საქართველო – შესაძლებლობების ქვეყანა” მთავარი სპონსორი. ფორუმს მეზობელი ქვეყნების, ევროპისა და ამერიკის ფინანსური სფეროს 500-მდე პროფესიონალი დაესწრო. სიტყვით გამოვიდნენ ისეთი კომპანიის წარმომადგენლები, როგორიცაა S&P Global, Fitch Ratings, Google, Gryphon Emerging Markets და Omidyar Network.

“პაშა ჰოლდინგის” აქტივები 2013 წლიდან 2017 წლამდე 3.3 ბილიონი დოლარიდან 4.1 ბილიონ დოლარამდე გაიზარდა. ეს ციფრი აზერბაიჯანის მთლიან სახელმწიფო ბიუჯეტს 40 პროცენტით აჭარბებს.

2015 წელს პაშა ჰოლდინგმა ხელი მოაწერა რამდენიმე მსხვილ საინვესტიციო გარიგებას, მათ შორის:

  • შეიძინა Turkish TAIB საინვესტიციო ბანკი Aksoy Holding-სგან და გადააკეთა “პაშა საინვესტიციო ბანკად” (Pasha Investment Bank OJSC);
  • დაარსა Blue Planet Distribution, რომელიც ფლობს სანაპირო სასტუმროს ბაქოში და უამრავ სპორტულ თუ ტანსაცმლის მაღაზიას;
  • დააარსა “აზერბაიჯანული სუპერმარკეტი” და “ბრავო სუპერმარკეტი” – დიდი იმპორტიორები და საცალო ქსელები;
  • გააფართოვა PMD Group LTD, რომელიც ფუნქციონირებს სოფლის მეურნეობაში, სამშენებლო, უძრავი ქონების, სასტუმროების მენეჯმენტისა და საბანკო ბიზნესში.

“პაშა ჰოლდინგის” ზოგიერთი შვილობილი კომპანიის აქტივების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ მოიპოვება. 2014 წლის ოქტომბერში, აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტმა დაამტკიცა მსხვილი კომპანიების სია, რომლებსაც თავიანთი ბუღალტრული აღრიცხვა საერთაშორისო ფინანსური ანგარიშგების სტანდარტების შესაბამისად უნდა გაეკეთებინათ. “პაშა ჰოლდინგი” სიაში არ იყო.

იმ პერიოდში “პაშა ჰოლდინგი” 3-დან 2 კრიტერიუმს აკმაყოფილებდა იმისთვის, რომ სიაში მოხვედრილიყო: თანამშრომელთა რაოდენობა 2,500 იყო (მოთხოვნა – 1,500) და მისი აქტივები 2.6 ბილიონ მანათს აჭარბებდა (მოთხოვნა – 300 მილიონი მანათი). მესამე კრიტერიუმი იყო წლიური შემოსავალი, რომელიც 120 მილიონ მანათზე მეტი იყო. “პაშა ჰოლდინგი” წესით ამასაც აკმაყოფილებდა.

2017 წლის თებერვლის ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ Pasha Development LTD-მ ორგანიზაციის კაპიტალად სულ 420 მილიონი მანათი მიუთითა, აქედან 72 მილიონი “პაშა დაზღვევისთვის” და 58 მილიონი “პაშა სიცოცხლის დაზღვევისთვის.” ამავე წელს ჯგუფმა შეიძინა სასტუმროს კომპლექსი ბილგეჰში (აზერბაიჯანში) და 100 მილიონი მანათის ინვესტიცია ჩადო კომპანიაში, რომელიც ამ სასტუმროს ფლობს (New Bilgah Hotel).

აზერბაიჯანის მთავრობას კომპანიების სია 3 წლის განმავლობაში არ განუახლებია. თუ “პაშა ჰოლდინგს” სიაში დაამატებენ, კომპანიის კონსოლიდირებულ ფინანსურ განცხადებებზე საზოგადოებას უკეთესი წვდომა ექნება.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
დედა პოლიციის მხარეს
deda 2

დედა პოლიციის მხარეს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share