fbpx
hesebi

რომელი კომპანიები აზიანებენ გარემოს?

ავტორი: ცირა გვასალია

2014 წელს გარემოსდაცვითი კანონმდებლობის სფეროში 93 სისხლის სამართლის დანაშაული მოხდა. საერთო ჯამში, კომპანიებისთვის დაკისრებული ჯარიმების რაოდენობა 6.5 მილიონ ლარზე მეტია.

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ყოველ წელს საზოგადოებას იმ მეწარმე-სუბიექტების სახელებს წარუდგენს, რომლებმაც ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა გარემოსდაცვითი კანონმდებლობა დაარღვიეს.

სამინისტროს მონაცემებით, 2014 წელს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა გარემოსდაცვითი კანონმდებლობის დარღვევის 3 078 ფაქტი დააფიქსირა.  ამათგან, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 2 985 ფაქტი გამოვლინდა, ხოლო სისხლის სამართლის – 93 შემთხვევა.

სისხლის სამართლის დანაშაულებზე ჯარიმების რაოდენობა 6,5 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. ამ ციფრში არ შედის ადმინისტრაციული დარღვევებისთვის დაკისრებული  ჯარიმების ოდენობა.

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო ჯარიმების გადახდის პროცესს არ აკონტროლებს. სამინისტროში აცხადებენ, რომ ჯარიმის გადახდის ადმინისტრირება შესაბამისი სასამართლოების პასუხისმგებლობაა.

ჩვენი მოთხოვნის მიუხედავად, ჯარიმების გადახდის ქვითრები სამინისტროს არ მოუწოდებია. უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ ინფორმაციას, თუ რომელმა კომპანიამ გადაიხადა ჯარიმით დაკისრებული თანხა.

  • რუკაზე, წითლად აღნიშნულ სიმბოლოზე დაწკაპუნებით, მიიღებთ ინფორმაციას კომპანიის სახელწოდების, გარემოზე მიყენებული ზარალის ოდენობისა და დარღვევის ტიპის შესახებ.

მოცემული მონაცემების წყარო:  საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო

კომენტარები
Total
0
Shares
Next
გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 2014 წელს სისხლის სამართლის დანაშაულზე დაჯარიმებული კომპანიები
factory icon

გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ 2014 წელს სისხლის სამართლის დანაშაულზე დაჯარიმებული კომპანიები

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share