fbpx
tsiaghi

ვინ მოიპოვებს სასარგებლო წიაღს საქართველოში?

ქართველები ხშირად ამბობენ, რომ სასარგებლო წიაღისეული საქართველოში უცხოელების ხელშია. ეკონომიკის სამინისტროდან გამოვითხოვეთ იმ ლიცენზიების ნუსხა, რომლებიც გაცემულია საქართველოში სასარგებლო წიაღისეულის მოსაპოვებლად.

აღმოჩნდა, რომ სულ ამჟამად მოქმედია 3,442 ლიცენზია. აქედან 3,116-ს ფლობს ქართული კომპანია ან ქართველი ინდმეწარმეები. მეორე ადგილზე არიან რუსეთის მოქალაქეები ან რუსული კომპანიები, რომლებიც ჯამში 69 ლიცენზიას ფლობენ.

მესამე ადგილს იკავებენ ოფშორული კომპანიები – 55 ლიცენზია; ამერიკული და თურქული კომპანიები/მოქალაქეები თანაბრად ფლობენ 25-25 ლიცენზიას. ჩინური კომპანიები და მოქალაქეები კი 24 ლიცენზიას ჯამში.

ყველა ლიცენზიის შესახებ დეტალური ინფორმაცია დავიტანეთ რუკაზე, სადაც ყვითელი ფერით აღნიშნულია ქართველების საკუთრებაში არსებული ლიცენზიები; ცისფერით – რუსული, წითლით – ჩინური და იასამნისფრად – სხვადასხვა წარმომავლობის კომპანიების ლიცენზიები.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ჩოხატაურში 2.7 მილიონი დაიხარჯა – ორი წლის წინ აშენებული შენობები ისევ გასარემონტებელია
chokhatauri

ჩოხატაურში 2.7 მილიონი დაიხარჯა – ორი წლის წინ აშენებული შენობები ისევ გასარემონტებელია

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share