fbpx

გამგეობა

აი, ფაქტის მრჩეველთა საბჭო

„აი, ფაქტს“ მართავს აღმასრულებელი დირექტორი ნინო ბაქრაძე, რომელიც ანგარიშვალდებულია გამგეობის წინაშე, რომელსაც „აი, ფაქტის“ თანამშრომლები სამი წლის ვადით ირჩევენ.  

გამგეობის წევრები არიან პროფესიონალები მედიის, ისტორიის, კომუნიკაციისა და იურიდიულ საკითხებში.  “აი, ფაქტის” გამგეობის წევრობა არაანაზღაურებადი სამუშაოა.

სალაძე

სულხან სალაძე

იურისტი, კარგი მმართველობის ექსპერტი

სულხან სალაძეს აქვს 10 წელზე მეტი ხნის გამოცდილება პროფესიული მიმართულებით. არის არაერთი კველვის და ანგარიშის ავტორი, კარგი მმართველობის, ინფორმაციის თავისუფლების, კორუფციის და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხებზე. 2018-2020 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, სადაც ორგანიზაციის გამგეობის თავმჯდომარეობამდე საქმიანობდა იურისტის, პროექტის კოორდინატორის და მიმართულების ხელმძღვანელის პოზიციებზე.

სულხან სალაძე არის ტრენერი, ადვოკატირების, ლობირების და საჯარო პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით.

პროფესიულ საქმიანობასთან ერთად, სულხან სალაძე არის საქართველოსთან დაკავშირებული ძველი ევროპული რუკების და გრავიურების კოლექციონერი. 2019 წელს სულხან სალაძის წიგნი „უცნობი ძველი აჭარა“, ნომინაციაში საუკეთესო დოკუმენტური პროზა, პრემია საბას გამრჯვებული გახდა.

ბასილაია

ეკატერინე ბასილაია

მედიამკვლევარი და არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრის“ თანადამფუძნებელი. ის არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ასისტენტ პროფესორი.

ბოლო 10 წელია ეკატერინე ბასილაია არის საერთაშორისო კვლევებისა და გაცვლების საბჭოს  (IREX) მედიის მდგრადობის ინდექსის (MSI) და ძლიერი ინფორმაციის ბარომეტრის (VIBE) მოდერატორი და თანაავტორი. მას აქვს მუშაობის გამოცდილება  ისეთ ორგანიზაციებთან, როგორებიც არიან BBC Action, DW Akademie, UNFPA, Free Press Unlimited და Council of Europe.

ეკატერინეს აქვს მაგისტრის ხარისხი მასობრივ კომუნიკაციებში კალიფორნიის სან ხოსეს სახელმწიფო უნივერსიტეტიდან, აშშ.  ეკატერინე არის ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციიის (EPAG) მმართველი საბჭოს წევრი.

ივანიშვილი

ნინო ივანიშვილი

2014 წლიდან დღემდე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის დეკანია.

1994–2004 წლებში ნინო საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ კავკასიის ბიუროს უფროსი  პროდიუსერი, ხოლო 2004-დან მოსკოვში მდებარე როიტერის დსთ-ს ბიუროს უფროსი პროდიუსერი იყო. ამ პოზიციაზე მუშაობისას აშუქებდა პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში  მიმდინარე მოვლენებს. ამავდროულად იყო როიტერის იმ გუნდის წევრი,  რომელიც გლობალური მნიშვნელობის „დიდ და ცხელ“ ამბეზე მუშაობდა. 2007 წლიდან გახდა თომსონ როიტერის ფონდის ტრენერი და  ტელეჟურნალისტებს კვალიფიკაციის ასმაღლებლად უტარებს ტრეინინგებს.

2009 წელს ნინო ივანიშვილს მიღებული აქვს როიტერის საუკეთესო ჟურნალისტის წოდება და ჯილდო 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქებისთვის.

კალატოზიშვილი

გიორგი კალატოზიშვილი

სტრატეგიული კომუნიკაციის სპეციალისტი. მას საკონსულტაციო ბიზნესში 16 წლიანი, ხოლო მედიაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილება აქვს. 2012-2014 წლებში გიორგი ხელმძღვანელობდა საზოგადოებასთან ურთიერთობის და ინფორმაციული უზრუნველყოფის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროში; იყო PR-ის და მარკეტინგის სამსახურის უფროსი სსტც „დელტაში“ (2016-2018 წწ.) და PR-ის და ბრენდის განვითარების სამსახურის უფროსი გლობალურ საკონსულტაციო კომპანიაში „ეისითი“ (2014-2015 წწ.). 2015-2016 წლებში იყო საქართველოში პირველი ქოუჩინგის კომპანიის „გროუინის“ დირექტორი.

2011 წლიდან აქტიურად არის ჩართული ფორმალურ და არაფორმალურ სასწავლო პროცესში და დღემდე მართავს ლექციებს და ტრენინგებს ისეთ სასწავლებლებსა და ორგანიზაციებში, როგორიც არის „ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „კავკასიის უნივერსიტეტი“, ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტი (GAU) და ევროპის ბიზნეს სკოლა (ESB). 

david jishkariani 2

დავით ჯიშკარიანი

ისტორიკოსი, ახალი და უახლესი ისტორიის მკვლევარი

დავით ჯიშკარიანი 10 წელია ეწევა  პედაგოგიურ საქმიანობას. 2014-2016 წლებში ასწავლიდა ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში, 2016-2021 წლებში უძღვებოდა კურსებს კავკასიის უნივერსიტეტში,  2021-2022 წლებში კი ილიას უნივერსიტეტში იყო მიწვეული ლექტორი.

2010-2013 წლებში მუშაობდა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტში (IDFI), ხოლო 2014-2021 წლებში საბჭოთა წარსული კვლევის ლაბორატორიაში (SovLab). აქტიურად აქვეყნებს სტატიებსა და მოსაზრებებს სხვადასხვა მედია პლატფორმაზე.

2022 წელს მისმა წიგნმა „ბუცები და ტყავის ჩექმა. „თბილისის დინამო“ ჩეკისტების კლუბიდან ეროვნულ სიმბოლომდე (1925-1953)” მიიღო ლიტერატურული პრემია “საბა.”   


Total
0
Shares
Next
რამინა ბერაძე
რამინა რიმა ბერაძე - რუსული კანონის ხელმომწერი დეპუტატი

რამინა ბერაძე

უკეთ გაიცანით რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები

Total
0
Share