fbpx
mukhtarli

მუხთარლის სააპელაციო სასამართლო დასრულდა: სასჯელი კვლავ 6 წელია

აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე დღეს შაქის სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა და პირველი ინსტანციის განაჩენი ძალაში დატოვა.

მოსამართლის გადაწყვეტილებით მუხთარლი საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის, მესაზღვრის ფიზიკურად შეურაცხყოფისა და 10,000 ევროს არადეკლარირებულად გადატანისთვის ციხეში ექვს წელს გაატარებს. მუხთარლი კი აცხადებს, რომ იგი თბილისიდან დღემდე დაუდგენელმა პირებმა გაიტაცეს და საზღვარზე გადაიყვანეს.

კაფურ მამადოვი, მესაზღვრე, რომელსაც გამოძიებამ დაზარალებულის სტატუსი მიანიჭა, სააპელაციო სასამართლოს სხდომას დაესწრო. მან განაცხადა, რომ 29 მაისის ღამეს აფგან მუხთარლი თავს დაესხა და ამიტომ საავადმყოფოში იმყოფებოდა.

მუხთარლის ადვოკატმა, ელჩინ სადიგოვმა პროკურატურას სთხოვა, ეჩვენებინათ მოსამართლისთვის მამადოვის საავადმყოფოში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტები. ამ მოთხოვნას პროკურატურამ მსგავსი დოკუმენტების არარსებობის გამო უარით უპასუხა.

ორგვერდიან წერილში, რომელიც მუხთარლიმ მოსამართლეს მიწერა, ვკითხულობთ: “სიტყვის თავისუფლება და პრესა შეიძლება გააჩუმოთ, მაგრამ თქვენი სინდისი არ გაჩუმდება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი განაჩენი თქვენი გადაწყვეტილება არაა. მაგრამ ამ ვერდიქტს თქვენი ხელმოწერა ექნება. შეგიძლიათ მოუსმინოთ თქვენს სინდისს, თუ არადა იგი დაგტანჯავთ მომავალში.”

მუხთარლის ადვოკატის, სადიგოვის თქმით, მოსამართლემ მათი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. “ეს შედეგი უკანანონო და უსამართლოა. ჩვენ ამ გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გავასაჩივრებთ. თუ ჩვენს საჩივარს ყურს არ უგდებენ, შემდეგ ევროპის სასამართლოში წავალთ.”

მუხთარლიმ ამ სხდომამდე ერთი დღით ადრე ერთი ადვოკატი დაკარგა. ორშაბათს აზერბაიჯანის ადვოკატთა ასოციაციამ ნემათ ქარიმლის ლიცენზია ერთი წლის ვადით შეუჩერა. პროკურატურა ქარიმლის მუხთარლის საქმის პოლიტიზირებაში ადანაშაულებს.

გასული წლის მანძილზე აზერბაიჯანში ათასობით ადვოკატს ჩამოართვეს ლიცენზია. ადამიანის უფლებათა დამცველი იურისტები ამბობენ, რომ ისინი ხელისუფლებამ მიზანში ამოიღო.

რუსუდან მჭედლიშვილი, ადამიანის უფლებათა სახლიდან ესწრებოდა სააპელაციო სასამართლოს სხდომას:

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ნახევარხიდი 42 ათას ლარად
nakhevarkhidi

ნახევარხიდი 42 ათას ლარად

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
სოციალურად დაუცველების შანტაჟი წინასაარჩევნოდ

სოციალურად დაუცველების დაშინება და შანტაჟი – როგორ ემზადება “ქართული  ოცნება” არჩევნებისთვის

ავტორები: ნინო აფაქიძე და ეთო მიდელაშვილი ქმარი: ის უფრო ყურადღებიანი მთავრობა

Total
0
Share