fbpx
SURROGACY PROJECT ARTWORK

ბავშვების მაკლერი – გამოძიება

ფოტო: http://florencebuckwell.com/

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და ბიუჯეტური სუროგაციის ცენტრი, „ახალი სიცოცხლე“ (New Life) საკუთარ თავს უშვილო მშობელთათვის ყველაზე მოსახერხებელ გამოსავლად წარმოაჩენს.  

სულ რაღაც 40,000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ეს კომპანია მშობლობის მსურველებს დახმარებას ჰპირდება. მომსახურების ეს ღირებულება, სუროგაციის ამერიკულ ფასებთან შედარებით, მესამედია. კომპანია სუროგატებად იმ ქვეყნის მოქალაქეებს იყენებს, სადაც სამედიცინო ხარჯები დაბალია, ქალები კი ღარიბები არიან.

„ახალი სიცოცხლე“ თავს მსოფლიოში სახელგანთქმულობითა და პროცესის 70-80%-ანი წარმატებლობის მაჩვენებლით იწონებს. 2018 წელს ამბობდნენ, რომ ბოლო ათწლეულში მსოფლიოს მასშტაბით 7,000-ზე მეტი ბავში გაჩნდა მათი ცენტრის მიერ გაწეული სერვისის მეშვეობით. როგორც თავად მედიებს უყვებოდნენ, 2018 წლის შემდეგ ეს რიცხვი წლიდან წლამდე სწრაფად იზრდებოდა, რადგან „ნიუ ლაიფი“ სუროგატებში ყოველთვიურად 80-100 ემბრიონის გადატანას ახერხებდა.

„ახალი სიცოცხლის“ ისტორია საქართველოში მარიამ კუკუნაშვილმა დაიწყო.

ეს გამოძიება სახელწოდებით „ბავშვების მაკლერები“ მომზადებულია სხვადასხვა კონტინენტზე მყოფი გამომძიებელი ჟურნალისტების მიერ. მასალაზე მუშაობდნენ ჟურნალისტები Animal Politico-დან (მექსიკა), „აი, ფაქტიდან,“ The Observer-დან (ბრიტანეთი) და Eesti Päevaleht-დან (ესტონეთი). კვლევაში მონაწილეობდნენ ჟურნალისტები კენიიდან და კამბოჯიდან. პროექტს კოორდინაცია Finance Uncovered-მა, ხოლო ფინანსური მხარდაჭერა პულიცერის ცენტრმა გაუწია. 

„ახალი სიცოცხლის“ საერთაშორისო ვებ გვერდი ამბობს, რომ კომპანიის სათავო ოფისი დიდ ბრიტანეთში მდეობარეობს. მაგრამ სააგენტოს ერთადერთი ბრიტანული კომპანიის New Life Global Network LLP (NLGN)-ის ოფიციალური ჩანაწერები ცხადყოფს, რომ ის რეგისტრირებულია ლონდონში ფოსტის გადამმისამართებელ მისამართზე და არ აქვს მუდმივი ქონება, ოფისი ან დირექტორები.

NLGN მფლობელად ასახელებდა საქართველოს მოქალაქეს, რომელიც სინამდვილეში კომპანიაში მძღოლად მუშაობდა და რომელსაც, როგორც ჩვენ ვიპოვეთ, ახლახანს სინთეტიკური ნარკოტიკის, Alpha-PVP-ს (ცნობილი როგორც ფლაკკა) კუსტარულად დამზადებაში დასდეს ბრალი. ის ბრიტანულ რეესტრში მესაკუთრედ ფიქსირდებოდა მანამ, ვიდრე ჩვენ ინტერვიუსთვის არ მივაკითხეთ. ინტერვიუს შემდეგ კომპანიის მფლობელი შეცვალეს.

სამმა დამოუკიდებელმა იურისტმა განიხილა NLGN-ის მიერ მომავალი მშობლებისთვის შეთავაზებული ხელშეკრულებები. მათი თქმით, ეს დოკუმენტები არღვევს ბრიტანულ კანონმდებლობას, რომელიც კრძალავს მოგებაზე ორიენტირებული სუროგაციის ცენტრების მიერ ამ სერვისის რეკლამირებას ან დაკავშირებულ მოლაპარაკებებს ბრიტანეთში. იურისტები იმასაც ამბობენ, რომ ბრიტანეთის კანონმდებლობის ფარგლებში ვერცერთი სუროგაციული შეთანხმება ვერ იქნება დაცული.

ეს ნიშნავს, რომ პროცესის გართულების ან უკმაყოფილების შემთხვევაში ვერც მომლოდინე მშობლებს და ვერც სუროგატ ქალებს (განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, სადაც სუროგაციის სფერო დაურეგულირებელია) ვერ ექნებათ ხელმისაწვდომობა კომპანიის წინააღმდეგ კანონდემბლობით გათვალისწინებული ნორმების გამოყენებაზე.

ჩვენმა ჟურნალისტებმა ბევრი სუროგატი იპოვეს ისეთი, რომლებიც კმაყოფილი არიან კომპანიის მიერ შემოთავაზებული პირობებით, რადგან ეს შემოსავალი მათთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. მიუხედავად ამისა, ჩვენ მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებით მაინც გამოიკვეთა რამდენიმე პრობლემა, რომელიც, შესაძლოა, მომლოდინე მშობლებისთვის ცნობილიც კი არაა.

ჩვენ გამოვიძიეთ, რომ „ახალი სიცოცხლის“ ზოგიერთი სუროგატი, რომელიც ცდუნდებოდა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და შედარებით მაღალი ანაზღაურებით, თანხმდებოდა სარისკო ორსულობას ისეთ ქვეყნებში, სადაც სუროგაცია ხშირად დაურეგულირებელი სფეროა, კანონის დაცვის მექანიზმების გარეშე. ეს კი ქალების ექსპლუატაციის მიზეზი შეიძლება გახდეს.

გამოძიება სრულად: The Baby Broker

თუ გსურთ, გავაგრძელოთ საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობა, მაშინ დააფინანსეთ “აი, ფაქტი”

კომენტარები
Total
0
Shares
თუ გსურთ, გავაგრძელოთ საერთაშორისო მედიასთან თანამშრომლობა, მაშინ დააფინანსეთ "აი, ფაქტი"
Next
რა აწუხებთ სოფელ დიმში?
dimii 4 e1671514432756

რა აწუხებთ სოფელ დიმში?

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share