fbpx
sasamartlo

სასამრთლო მოგებულ საქმეზე გადაწყვეტილების გამოგზავნას აჭიანურებს

“აი, ფაქტი” მესამე თვეა თბილისის საქალაქო სასამართლოსგან დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებას ელის.

“აი, ფაქტის” ჟურნალისტმა, ნინო ბაქრაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სასამართლო დავა მოუგო. მოსამართლე ნანა აფციაურმა განაჩენი 2017 წლის 28 აპრილს გამოაცხადა.

ბაქრაძე 2016 წლის თებერვლიდან ითხოვდა სამინისტროსა და შპს “ჯორჯიან ტექნოლოჯი პარკს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას. კომპანია გლდანში თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორია. ამ ზონაში მდებარეობს ბიტკოინების მონაცემთა ცენტრი, რომელსაც უცხოური წარმომავლობის კომპანია “ბიტფური” მართავს. ამ თემაზე იხილეთ ჩვენი სტატიები:

1. საქართველოში დაბალ ფასად წარმოებული მომგებიანი ბიტკოინი
2. საქართველო – საგადასახადო სამოთხე “ბიტფურისთვის”

თუმცა, გადაწყვეტილება დღემდე არც ჩვენ ჩაგვბარებია და არც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენს მოწინააღმდეგე მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება ჯერ არ აქვს. ჩვენ კი სადავო დოკუმენტაციას ვერ ვიღებთ. საქალაქო სასამართლოში უკვე მეორე თვეა გვეუბნებიან, რომ ბევრი საქმე აქვთ და გადაწყვეტილებას მოსამართლემ ხელი ჯერ ვერ მოაწერა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამინისტრომ “აი, ფაქტს” ხელშეკრულება სრული სახით უნდა მიაწოდოს.

“აი, ფაქტის” ინტერესებს სასამართლოში “ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის” იურისტი, ნინო მერებაშვილი იცავდა.

კომენტარები
Total
0
Shares
Next
ლატარიის კომპანია სექტემბრიდან ბაზარს ტოვებს
lataria

ლატარიის კომპანია სექტემბრიდან ბაზარს ტოვებს

კომენტარები

თვალი მიადევნეთ სხვა ამბებსაც
Total
0
Share